მსოფლიო პრესის თანახმად "იუვენტუსმა" ნანის თაობაზე საკმაოდ სერიოზული შეთავაზება გააკეთა. ტურინელებს კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის ჩამატება სურდათ, თუმცა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა არ ისურვა პორტუგალიელის გუნდიდან გაშვება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "იუვენტუსმა" "მანჩესტერს" ნანის სანაცვლოდ 19 მილიონი შესთავაზა, თუმცა როგორც ზევით აღინიშნა დევიდ მოიესმა პორტუგალიელი არ გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ნანის საზარდულის ტრავმა აქვს და მოედანს ერთი თვის შემდეგ დაუბრუნდება. პორტუგალიელმა ვინგერმა ამ სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა და 1 გოლის გატანა და 1 გადაცემის გაკეთება მოახერხა.
სტატიები, ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.