დღეს იუნაიტედის ნახევარმცველის დარენ ფლეთჩერის დაბადების დღეა.შოტლანიდელს 30 წელი შეუსრულდა
ცოტა რამ დარენზე.
დარენ ფლეთჩერი 1984წლის 1თებერვალს დალკიტში, შოტლანდიაში დაიბადა.ახალგაზრდული კარიერა გაატარა ედინბურგის საფეხბურთო კლუბში, შემდეგ მისი ოჯახი მანჩესტერში გადავიდა საცხოვრებლად.თავდაპირველად 2000წლის ივნისში "მანჩესტერ იუნაიტედში" სტაჟიორის სტატუსით ჩაირიცხა, ხოლო 2001წელს კი კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ფლეტჩერი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში გამოჩნდა 2003–2004 წლების სეზონის დროს, როდესაც მან ჩაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი და ასევე მონაწილეობა მიიღო 2004 წლის მაისში ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მილუოლის წინააღმდეგ, რომელიც მანჩესტერის გამარჯვებით დამთავრდა. მიუხედავად 2004–2005 სეზონის არადამაჯერებლად დაწყებისა და მხოლოდ რამდენიმე ჩატარებული მატჩისა საზონის დასაწყისში, ფლეტჩერმა მაინც მოახერხა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. 2005 წლის 1 იანვარს,ფლეტჩერმა გაიტანა თავისი პირველი გოლი საკლუბო დონეზე მიდლსბროსთან მატჩში რომელიც მანჩესტერმა 2–0 მოიგო.
შრომისმოყვარე მოთამაშემ იუნაიტედის გარდა ასევე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა მისი რეგულარული კაპიტნის ბარი ფერგიუსონის არყოფნაში და გახდა შოტლანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. კაპიტნის სამკლაური 2009 წლის აგვისტოში გადაეცა მას შემდეგ, რაც ბარი ფერგიუსონს აეკრძალა სანაკრებო დონეზე თამაში წესდების დარღვევის გამო.
2000წლიდან დღემდე ფლეთჩერი "იუნაიტედის" ღირსებას იცავს !!
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.