თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2014, 15:30
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1939,
კომენტარები: 5
Stoke City VS Manchester United - Preview
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Stoke City VS Manchester United - Preview
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ბრიტანია სტედიუმი", სტოკი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, 24-ე ტური
მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
თარიღი: შაბათი, 1 თებერვალი, 2014 წელი
მატჩის დასაწყისი: 19:00 (თბილისის დროით)

Stoke City VS Manchester United - Preview

Stoke City VS Manchester United - Preview

"სტოკ სიტი"

ტრავმირებულები: უილკინსონი, ეტერინგტონი
დისკვალიფიკაცია: ნზონზი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ჰუტი
შემადგენლობა: Begovic, Sorensen, Shawcross, Wilson, Pieters, Cameron, Muniesa, Shotton, Whelan, Adam, Palacios, Ireland, Assaidi, Arnautovic, Walters, Crouch, Guidetti, Odemwingie.
მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

"სანდერლენდთან" მიღებული წითელი ბარათის გამო გუნდს ვერ დაეხმარება სტივენ ნზონზი. თუმცა "ბრიტანიაზე" შეიძლება შედგეს "კარდიფის" ყოფილი ფორვარდის პიტერ ოდემვინგეს და "სიტიდან" არენდით აყვანილი ჯონ გუიდეტის დებიუტი.

Stoke City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ნანი, კერიკი
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ფელაინი, ფერდინანდი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Evans, Jones, Evra, Buttner, Valencia, Fellaini, Fletcher, Giggs, Cleverley, Young, Kagawa, Januzaj, Mata, Rooney, Hernandez, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"იუნაიტედის" კაპიტანი გამოტოვებს ბოლო მატჩს სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციიდან. ხოლო "წითლების" ფორვარდი უეინ რუნი შესაძლოა პირველად მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში 2014 წელს.

გუნდების ფორმა

Stoke City VS Manchester United - Preview

მე-16 ადგილი, 22 ქულა

ბოლო 6 მატჩი (ყველა ჩემპიონატში): 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება

გასულ ტურში "ლივერპულთან" დამარცხებით გუნდმა დაასრულა 7 მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე. ჯამში, "პრემიერ ლიგის" ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღეს. ჰიუზის გუნდი შეეცდება თავიდან აიცილოს მიყოლებით მეოთხე მატჩის წაგება, რაც 2012 წლის თებერვლის შემდეგ არ მომხდარა. სეზონის დასაწყისში გუნდმა პირველ 7 საშინაო მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, მაგრამ ეს სტატისტიკა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო 4 მატჩში "ბრიტანიაზე" 9-ჯერ გამოიტანეს ბურთი საკუთარი კარის ბადიდან. გასულ საშინაო მატჩში მათ "ლივერპულთან" 5 გოლი გაუშვეს, ბოლოს ასეთი რამ 1982 წელს მოხდა იმავე "ლივერულთან" (1-5).

Stoke City VS Manchester United - Preview

მე-7 ადგილი, 40 ქულა

ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირზე): 3 მოგება, 3 წაგება

ამ სეზონში მოიესის გუნდმა 20 ქულა დააგროვა გასვლით მატჩებში, უკეთესი მაჩვენებლი მხოლოდ "ტოტენჰემს" (25) და "არსენალს" აქვთ (26). "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო 6 მატჩი, ბოლო 8 "პრემიერ ლიგის" მატჩიდან. მათ ქულები მხოლოდ "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" დაკარგეს. "წითელმა ეშმაკებმა" ამ სეზონში 10 ქულა მიპოვეს "ქამბექით", მხოლოდ "ჩელსის" აქვს უკეთესი შედეგი - 14 ქულა.

ინფორმაცია ფეხბურთელებზე და პოტენციური რეკორდები

Stoke City VS Manchester United - Preview

"სტოკ სიტი"

წამყვანი ბომბარდირები: ადამი - 6 გოლი (5 ლიგაზე), კრაუჩი 6 გოლი (5 ლიგაზე).

თუ დღეს შოუკროსი გამოვა მოედანზე, ის ითამაშებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

Stoke City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 11 გოლი (9 ლიგაზე), ვან პერსი 11 გოლი (8 ლიგაზე)

რობინ ვან პერსიმ ბოლო 8 მატჩში 9-ჯერ გაუტანა "სტოკს", ხოლო ხავიერ ერნადესმა ბოლო 7 მატჩში 5-ჯერ. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ დამარცხებულა ბოლო 28 მატჩში, როდესაც ვან პერსიმ გაიტანა გოლი (23 მოგება, 5 ფრე). 2011 წლის აგვისტოდან, მხოლოდ დევიდ სილვას (30) აქვს მეტი ასისტი, ვიდრე "იუნაიტედის" ახალწვეულს ხუან მატას (28). უეინ რუნის დარჩა მხოლოდ 1 გოლი იმისათვის, რომ ლამპარდის შემდეგ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 10 სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა "პრემიერ ლიგაში".

ურთიერთშეხვედრები

მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სულ 99-ჯერ დაუპირისპირდნენ. "იუნაიტედის" ანგარიშზე 41 მოგება, 32 ფრე და 26 წაგებაა.

ინგლისი ჩემპიონატში კი ისინი სულ 81-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 20 მატჩი "სტოკის" სასარგებლოდ დასრულდა, 36 მოიგო "იუნაიტედმა, ხოლო 25-ჯერ თამაში ფრედ დასრულდა.

"სტოკ სიტის" არასდროს დაუმარცხებია "იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში".

"იუნაიტედმა" მოიგო ბოლო 5 მატჩი "სტოკის" წინააღმდეგ, ხოლო ბოლო 13 მატჩია არ დამარხცებულა.

"სტოკმა" ერთდაერთხელ შეძლო "წითლებთან" მატჩის ფრედ დასრულება "პრემიერ ლიგაში" (1-1). ეს მოხდა 2011 წელს, სადაც თავი პიტერ კრაუჩმა გამოიჩინა.

"სტოკის" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედთან" ყველა ტურნირზე ერთად, დაფიქსირდა 1993 წელს, "ლიგის თასის" მეორე რაუნდის მატჩში, "ვიქტორია გრაუნდზე". "წითლები" მინიმალური სხვაობით 2-1 დამრცხდნენ.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ბოლოს "სტოკმა" 1984 წლის "ბოქსინგ დეიზე" დაამარცხა "იუნაიტედი" (2-1).

გუნდებს არასდროს დაუმთავრებიათ უგოლო ფრე 1968 წლის შემდეგ.

"სტოკი" ვერ ახერხებს "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვას 1983 წლის შემდეგ.

ბოლო 10 მატჩში გუნდებს შორის, გავიდა მინიმუმ 2 გოლი.

ბოლო შეხვედრა

Stoke City VS Manchester United - Preview



რა დროს გადის გოლები ურთიერთშეხვედრებში

Stoke City VS Manchester United - Preview

საიდან გადის გოლები

Stoke City VS Manchester United - Preview

საუკეთესო ბომბარდირები ურთიერთშეხვედრებში

Stoke City VS Manchester United - Preview

ბოლო მატჩები პრემიერ ლიგაში

Stoke City VS Manchester United - Preview

მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
1 თებერვალი 2014 15:34
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამ მატჩისთვის საკმარისია.

აუცილებლად მოსაგები თამაშია, რუნი პერსი მატა მინდა ძირითადში
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 თებერვალი 2014 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს წაგების უფლება არ გავქვს, შემადგენლობა ხელს გვიწყობს და კარგი ანგარიშით უნდა მოვიგოთ
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
1 თებერვალი 2014 16:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რუნი ვან პერსი იანგი იანუზაი მატა ესენი მინდა :)


ტოტენჰემის და ევერტონის წაგება მაგრად გამისწორდება
0
№4
ავტორი: love united
1 თებერვალი 2014 18:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მატა-რუნი-იანუზაი-პერსი მანახა დღეს ერთად love
0
№5
ავტორი: Manchester_M
1 თებერვალი 2014 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ უნდა წავაგოთ !!!
ციტატა: გიო
რუნი ვან პერსი იანგი იანუზაი მატა ესენი მინდა :)

იანგი რაღათ გინდა :?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top