8-11-2012, 22:52
ნანახია: 2595,
კომენტარები: 10
საინტერესო ცნობები მანჩესტერელებზე
ძალიან საინტერესო ცნობები მანჩესტერელებზე
მეკარეები:
დავიდ დე ხეა
1. ესპანელს სამი მეტსახელი აქვს: El Gato (კატა), Ruso (რუსი, ასე მისი გარეგნობის გამო ეძახიან) Van der Gea ( ვან დერ ხეა, ანუ ჰოლანდიელი მეკარის შთამომავალი)
2. 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დავიდი მოხვდა ესპანეთის ნაკრების წინასწარ განაცხადში, მაგრამ შემდეგ ვერ შეძლო კონკურენციის გაწევა ისეთ მეკარეებისათვის, როგორებიც არიან ვალდესი და რეინა, რის გამოც დარჩა სახლში.
3. ესპანელის კარიერა ინგლისში კურიოზით დაიწყო: დე ხეამ ერთ-ერთ სუპერმარკეტის თაროდან აიღო Tesco-ს ფუნთუშა და ფულიც არ გადაუხდია. გამოსვლის შემდეგ, იგი დაცვამ დააკავა, მაგრამ მისი სტატუსის გამო, ესპანელი მეკარე იქვე გაათავისუფლეს.
ანდრეს ლინდეგარდი
4. მაშინ ,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი ანდრეს აკვიდებოდა, პეტერ შმეიხელმა მასზე ესეთი კომენტარი გააკეთა: "ეს აშკარად ჭორია, არ მჯერა! ის არანაირად არ შეეფერება მანჩესტერს. იმედი მაქვს, რომ გუნდი ესეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს! "
ტომას კუშჩაკი
5. 2006 წელს კოლუმბიის და პოლონეთის შორის, ლუის ნერიკე მარტინესმა სამხრეთ ამერიკელების მეკარემ, გოლი გაუტანა კუშჩაკს კარიდან კარში.
ბენ ამოსი
6. სანამ ბენი მანჩესტერში გადმოვიდადა, ის ადგილობრივ გუნდში კრუ ალექსანდერში თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სეზონის გადამწყვეტ მატჩში, კრუ ალექსანდერის მეკარე მოედნიდან გააძევეს და კარში ბენ ამოსი ჩადგა, როგორც ყველაზე მაღალი ფეხბურთელი გუნდში. იმის მიუხედავად, რომ ბენი ნახევარმცველი იყო, მან ერთ თამაშში რამოდენიმე თერთმეტ მეტრიანი აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დაცვა:
რაფაელი და ფაბიო და სილვა
7. ფაბიო ჭაბუკთა ჩემპიონატზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა მარცხენა ფლანგზე.
8. ფაბიოს ცოლი ყავს ბარბარა და უკვე შვილიც შეეძინა.
9. რაფაელმა საფეხბურთო კარიერა ცენტრალურ თავდამსხმელად დაიწყო. დღეს დღეობით კი, მარჯვენა მცველად თამაშობს.
10. ძმები ახლოს იყვნენ იმასთან, რომ მათ კონტრაკტი ლონდონის არსენალთან მოეწერათ, მაგრამ დედამ მათ აუკრძალა კანონირებში გადასვლა.
11. თუ ესპანელ მეკარეს შეარქვეს ვან დერ ხეა, მაშინ ინგლისელი ჯურნალისტები ბრაზილიელ ტყუპებს ( ძმები ნევილებს) ეძახიან.
პატრის ევრა
12. პსჟ-ს ჭაბუკთა გუნდში ევრა ცენტრ ფორვარდათ თამაშობდა.
13. მოასწრო თამაში იტალიაშიც ( მარსალა და მონცა), სადაც მას შეარქვეს მეტსახელი (შავი გაზელი)
14. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, მექსიკასთან მარცხის შემდეგ ის წაეჩხუბა მწვრთნელს ფიზიკურ მომზადებაში და განუცხადა, რომ გუნდი ვარჯიშს არ აპირებდა. ამის შემდეგ ევრას აუკრძალეს თამაში ეროვნულ ნაკრებში. იმისათვის რომ კონფლიქტი მოეგვარებიათ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, საქმეში ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლია სარკოზი ჩაერია.
კრის სმოლინგი
15. ერთადერთი ფეხბურთელია მანჩესტერში, რომელსაც თავის ცხოვრებაში არანაირი საინტერესო ფაქტები არ გააჩნია.
ფილ ჯონსი
16. კარიერა ცენტრალური თავდამსხმელის როლში დაიწყო.
17. ატესტატში ფილს მაღალი ნიშნები მხოლოდ სპორტის ყველა სახეობაში და კულინარიაში ჰქონდა.
ჯონი ევანსი
18. ამ სეზონამდე გუნდის რეზერვებში მისი ძმა- კორი ევანსი თამაშობდა.
19. დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში შედგა კიევის დინამოსთან მატჩში, როდესაც მან ჰერარდ პიკე შეცვალა.
20. მანჩესტერში გადმოსვლამდე აიღო საშუალო განათლების ატესტატი, რომელშიც ყველა საგანში მაღალი ნიშნები ჰქონდა.
რიო ფერდინანდი
21. რიოს აქვს გახსნილი ფონდი ტერისთან და რუნისთან უპატრონო ბავშვთა დასახმარებლად. ფერდინანდმა გამოფენაზე გამოიტანა ბუცები, რომელიც 120 ათასი ფუნტი ღირდა. რატომ აე ძვირი? იმიტომ რომ, ბუცები დაფარული იყო 2494 ქვებით, თეთრი ალმასების 18 კარატი, შავი ალმასების 15 კარატი და რუბინის 11 კარატი.
22. 2005 წელს რიომ თავის მეგობრებს გაუხსნა სტუდია White Chalk Music. დღეს, იქ მხოლოდ 2 მუსიკოსი მუშაობს. ნია ჯეის ერთ-ერთ ალბომში მონაწილეობა რიომაც მიიღო, სადაც რეპი წაიკითხა.
23. პირდაპირ ეთერში უწოდა კრის მოილეს "პიდარასტი" , მაგრამ შემდეგ ბოდიში მოუხადა.
ნემანია ვიდიჩი
24. სერბს ძალიან უყვარს მანჩესტერის შეტევებში ჩართვა და დღეს 14 განატილი გოლი აქვს. გასულ წელს ოლდ ტრაფორდზე მან ასტონ ვილას გაუტანა. ალბათ ისეთი არაფერია, მაგრამ ეს მისი პირველი გოლი იყო მანჩესტერში ფეხით გატანილი, დანარჩენი კი, ყველა თავით.
25. ირიცხება სამ ეროვნულ ნაკრებში: იუგოსლავია (2002)მ, სერბეთი და ჩერნოგორია (2002-2006), სერბეთი (2006-2011)
ნახევარდაცვა:
პარკ ჯი სუნი
26. კორეიელს არაჩვეულებრივი ფილტვების მოცულობა გააჩნია-5 ათასი კუბური სანტიმეტრი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს 3-დან 4-მდე აქვს.
27. პარკმა ფეხბურთი ადგილობრივ სკოლაში დაიწყო, ქალაქ სუვონეში. ახლა, იქ პარკის სახელობის ქუჩაა და შენდება საფეხბურთო ცენტრი მისი სახელობით.
28. გავრცელებულია ინფორმაცია, თითქოს გუნდმა ფეხბურთელი იმიტომ, შეიძნა, რომ რაც შეიძლება მეტი მაისურები გაეყიდათ კორეაში.
რაიან გიგზი
29. რაიანი კარიერის დასაწყისში მამამისის გვარს უილსონს ატარებდა.
30. რაიანის შეძენა სერ ალექს ფოსტალიონმა ხორალდ ვუდმა ურჩია, მაშინ როდედსაც გუნდის ყველა სკაუტი უარზე იყო გიგზის შეძენაზე.
31. რაიანს ბევრი ადარებდა ჯორჯ ბესტთან მისი ფეხბურთის ნიჭით და ცხოვრების სტილით მოედნის გარეთ.
32. რაიანი- ხელოვნების მაგისტრის დონის მფლობელი სოლფორის უნივერსიტეტში.
33. გიგზს აქვს დამყარებული არაჩვეულებრივი რეკორდი: მას გოლი აქვს გატანილი პრემიერლიგის ყოველ სეზონში 1991 წლიდან.
ანდერსონი
34. მეორე ბრაზილილიელია გუნდის ისტორიაში(პირველი კლებერსონი იყო).
მაიკლ ქერიქი
35. მაიკლი წაეჩხუბა გუნდის ლეგენდას მარკ ჰიუზთან. ქერიქმა დაანგრია სახლი, რომელიც 4 მილიონი ფუნტი ღირდა და ააშენა ახალი 18 მილიონ ფუნტად. ამის გამო ჰიუზი უარზე იყო ამ სახლის აშენებაზე, რომელშიც 7 საძინებელი ოთახი იყო, აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და ქინოთეატრი. მაგრამ მაიკლი ყველაფერს კანონის მიხედვით აკეთებდა.
ლუიშ ნანი
36. ბავშვობაში ნანი კაპოეროში დადიოდა, რითაც ამოიხსნება მისი აღნიშვნა ყოველ გატანილ გოლზე. გავრცელებული იყო ინფორმაცია, თიტქოს ფერგიუსონმა აუკრძალა მას ესეთი საქციელი, მაგრამ შემდეგ ნანიმ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილი ჭორია.
37. ჩემპიონია გუნდში მაგიდის ჩოგბურთში. ფინალში გაჭივრებით დაამარცხა რიო ფერდინანდი.
ეშლი იანგი
38. ეშლი იანგის ჯგუფელი მსოფლიოში ცნობილი ავტორბოლელი ლუის ჰემილტონი იყო. იმ სკოლაშივე სწავლობდა ჯეკ უილშერიც.
39. ოჯახში პატარა უთანხმობაც იყო, მამამისი ტოტემჰემის გულშემატკივარი იყო, ეშლი და მისი ძმა კი, არსენალს უდგებოდნენ.
ტომ ქლევერლი
40. ის და მისი საუკეთესო მეგობარი დენი უელბექი, არიან ყველაზე მცირედ ანაზღაურებადი ფეხბურთელები გუნდში.
დარენ ფლეტჩერი
41. დარენს ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: წყლულოვანი კოლიტი, რომელიც მხოლოდ 0.1 % ადამიანს აქვს დედამიწაზე.
ანტონიო ვალენსია
42. ცნობილია, რომ ეკვადორელმა 2009 წელს უარი უთხრა მადრიდის რეალს.
43. იყო ნომინირებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე 2006 წელს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინგლისში მთელი ინტერნეტ კომპანია რონალდოს წინააღმდეგ იყო და სურდათ, რომ ეს ჯილდო ვალენსიას მიეღო. მაგრამ საბოლოო ჯამში ჯილდო პოდოლსკიმ მიიღო.
თავდამსხმელები
დანი უელბექი
44. ჩემპიონი თანაგუნდელებთა შორის FIFA 12-ში.
45. ჩემპიონთა ლიგაში ბაზელს ორი გოლი გაუტანა ერთი წუთის გამავლობაში.
ჰავიერ ერნანდესი
46. მეტ სახელი ჩიჩარიტო მას მამამისისგან მოჰყვა, ჰავიერ ერნანდეს გუტიერესისაგან, მას ჩიჩაროს ეძახდნენ (რაც ესპანურად ბარდას ნიშნავს). რატომ ბარდა? იმიტომ რომ მას ღია მწვანე ფერის თვალები ჰქონდა.
დიმიტარ ბერბატოვი
47. ინგლისური ენა ფილმიდან "ნათლი მამა-დან" ისწავლა
48. დიმიტარი ასპონსორებს 5 ბავშვთა სახლს ბულგარეთში და აშენებს სპორტულ აკადემიას ბლაგოვგრადში.
49. ბულგარელის ძმა, არსენი, მოიტაცეს. მაგრამ ოფიციალურად ინფორმაცია არ იყო დადასტურებული და ის დაკარგულად ითვლებოდა.
მაიკლ ოუენი
50. ცოლად შეირთო თავისი კურსელი ლუის ბონსალი
51. ერთადერთი ფეხბურთელი ინგლისში, რმელმაც მოახერხა გოლის გატანა 4 საერთაშორისო ტურნირებზე, 2 მსოლიოჩემპიონატი და 2 ევრო.
უეინ რუნი
52. როდესაც რუნის შეუსრულდა 14 წელი, ის ევერტონის ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა U19.
53. პირველი გოლები ევერტონისა და მანჩესტერის ფორმაში მან არსენალის კარში გაიტანა და ასევე თავისი მე- 100 მატჩიც. პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მან ჰეტ-ტრიკი გააფორმა ფენერბახჩეს წინააღმდეგ.
54. საიტ beautifulpeople-ის გამოკითხვის შემდეგ, რუნი ყველაზე უშნო ფეხბურთელად ითვლება მსოფლიოში.
55. როგორც უელბექი, რუნისაც უყვარს კომპიუტერული თამაშები. FIFA-მ ჩაატარა ჩემპიონატი პრემიერლიგის ფეხბურტელებთა შორის და ფინალში ერთმანეთს უეინ რუნი და ჯოლეონ ლესკოტი შეხვდნენ. სამწუხაროდ, ლესკოტმა დაამარცხა რუნი პენლების სერიაში.
მთავარი მწვრთნელი
სერ ალექს ფერგიუსონი
56. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ალექს ფერგიუსონმა გახსნა საკუთარი პაბი სახელად Fergiе′s. მაგრამ იმის გამო რომ პუბში არც, თუ ისე კარგი შეოსავალი იყო ის იძულებული გახდა დაეხურა და სამწვრთნელო კარიერა დაეწყო.
57. შოტლანდიელის პირველი გუნდი ისტ სტერლინგშირი იყო, რომელშიც მხოლოდ 8 ფეხბურთელი ირიცხებოდა. მათ არც მეკარე არ ყავდათ.
58. ფერგის მეორე გუნდი, სენტ-მირენი, ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ფერგიუსონი პოსტიდან მოხსნა.
59. 7 წელი ფერგიუსონი ინტერვიუს არ აძლევდა BBС-ს, იმის გამო რომ მათ გადაიღეს ფილმი "მამ და შვილი", სადაც ცუდად ყავთ მოხსენებული ჯეისონი, სერ ალექსის შვილი.