უილ კინი შესაძლოა "ქპრ"_ში არენდის წესის სახით გადავიდეს, ამ ინფორმაციას თავად ჰარი რედნაპიც ადასტურებს.
უილ კინი "იუნაიტედის" აკადემიაში გამოდის და მისი ტალანტით ინგლისში აღფრთოვანებულები არიან. ჰარი რედნაპმა ჟურნალისტებს ასეთი რამ განუცხადა: "ის კარგი ფეხბურთელია და ჩვენ მისით ვინტერესდებით".
წინა სეზონში, სერ ალექს ფერგიუსონმა უილ კინს შანსი მისცა და ძირითად გუნდში ათამაშა. თუმცა, ახალგაზრდამ ტრამვა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. დევიდ მოიესმა კი გადაწყვიტა, რომ უილ კინი ამჟამად 21 წლამდელებში უფრო სასარგებლო იქნება.