თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2014, 20:27
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 8
ევანსი: "წინსვლა უნდა განვაგრძოთ"
ინგლისელი მცველი გუნდში არსებულ სიტუაციასა და მომავალ მატჩებზე საუბრობს.
ევანსი:
"კარდიფ სიტის" მოსალოდნელმა დამარცხებამ, უიენ რუნისა და როვინ ვან პერსის დაბრუნებამ და ხუან მატას წარმატებულმა დებიუტმა ოლდ ტრაფორდზე ატმოსფერო უკეთესობისკენ შეცვალა. მაგრამ ზედმეტმა ოპტიმისტობამ უკვე მრავალჯერ იმოქმედა "იუნაიტედზე" ცუდად და ჯონი ევანსი მომავალ მატჩებზე აკეთებს კომენტარს.

მატჩის დასრულებისას ევანსს კითხეს, იყო თუ არა ეს გამარჯვება ახალი ერის დასაწყისი გუნდში, მან კი ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ ეს მანამდეც განხილული გვქონდა, სანამ მატჩებს მოვიგებდით. არ შეგვიძლია ყოველი მოგებული მატჩის მერე ვთქვათ რომ ეს იყო რაიმე ახალის დასაწყისი. იმისათვის რომ თავს ამის უფლება მივცეთ, საჭიროა ჩვენს ანგარიშზე ზედიზედ ხუთი მოგებული მატჩი მაინც იყოს. ჩვენ თვითდაჯერება გვჭირდება, განსაკუთრებით შინ, რომ ჩავატაროთ ასეთი დონის მატჩები."

ევანს მიაჩნია რომ რუნისა და ვან პერსის დაბრუნებასთან ერთად, მატას გადმოსვლა კიდევ უფრო მეტ თავსატეხს მისცემს დევიდ მიოიესს, რომელიც საერთო ჯამში გუნდზე კარგად აისახება.

"შენ გინდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი გყავდეს". - განაგრძობს 26 წლის მცველი. "უიენ რუნის შეცვლაზე შემოსვლამ ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შორის. გუნდში ძალიან დიდი სხვაობა არ არის ფეხბურთელების დონეში. წარსულში, ბოსს ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა როტაციისთვის, რომელსაც საერთო ჯამში შედეგზე გავყავდით." - დაასრულა ევანსმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2014 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნი-პერსი-მატა ეს სამეული ნებისმიერმა ინატროს, იმედია დაიწყება მოგებების სერია რაა, დროა უკვე რო ჩვენი სათქმელი ვთქვათ wink2
0
№2
ავტორი: Manchester_M
31 იანვარი 2014 16:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
VAXO ( G G M U ),
იანუზაი ?

უეჭველი უნდა მოვიგოთ სტოკთან.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Manchester_M,
იანუზაიც რა თქმა უნდა, მაგრამ მე მსოფლიო დონის ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი, თორე იანუზაის რა თქმა უნდა ყველას გვეიმედება და მჯერა რო იანუზაიც უმაღლეს მწვერვალზე ავა fellow
0
№4
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2014 16:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წარსულში, ბოსს ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა როტაციისთვის, რომელსაც საერთო ჯამში შედეგზე გავყავდით

ზუსტად ეს გვეხმარებოდა ყოველთვის და სეზონს ყოველთვის კარგად ვატარებდით, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდს. ეხლა ახალი მწვრთნელი, ტრავმები და ყველაფერი ერთად დაემთხვა, სეზონი ოთხეულში უნდა დავასრულოთ აუცილებლად
0
№5
ავტორი: love united
31 იანვარი 2014 20:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ოთხეულში უეჭველი შევალთ,მთავარია ქულები არ დავკარგოთ უაზროთ.
0
№6
ავტორი: Macklemore
31 იანვარი 2014 22:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ისე ამ ხუმრობა-ხუმრობაში მშვენიერი მცველი დადგა ევანსასგან :D
0
№7
ავტორი: დავითი
1 თებერვალი 2014 00:04
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
Macklemore,
ყველაფერი, ყველაფერი მარა ევანსი ინგლისელი როდის მერე გახადეთ... თუ ამერიკა და ინდოეთივით... ინგლისი და ჩრდ. ირლანდია ერთი ყლ*ა... ? manutd
0
№8
ავტორი: Macklemore
2 თებერვალი 2014 14:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: დავითი
ყველაფერი, ყველაფერი მარა ევანსი ინგლისელი როდის მერე გახადეთ... თუ ამერიკა და ინდოეთივით... ინგლისი და ჩრდ. ირლანდია ერთი ყლ*ა... ?

რა ინგლისელი??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top