მედიაზე დაყრდნობით, დევიდ მოიესს სურვილი აქვს მოახდინოს სენსაციური გაცვლა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ბოსს სურდა, გუნდში არენდით დაემატებინა ანდროს თაუნდესნდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი იყო. მოიესს იგი მთავარ სამიზნედაც ჰყავდა მონიშნული გასულ ზაფხულს, ოლდ ტრაფორდზე გადაბარგებამდე.
The Sun-ის ინფორმაციით: "ანდროსი იყო მოიესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სანამ იგი კლუბს დატოვებდა. 22 წლის ვინგერის მიერ ჩატარებულმა სეზონის პირველმა ნაწილმა და ინგლისის ნაკრებში გაბრწყინებამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ არ ჩაიარა. იგი მოიეზრება ანტონიო ვალენსიას და ნანის შემცვლელად "იუნაიტედის" ფლანგებზე."
იქიდან გამომდინარე, რომ თაუნსენდი სწორედაც რომ შედის "ტოტენჰემის" გრძელვადიან გეგმებში, მოიესს მოუწევს დაცდა ზაფხულამდე. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ ზაფხულს ანდროსი კლუბმა 8 მილიონად შეაფასა, თუმცა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ის სავარაუდოდ გაცილებით მეტი ეღირება.
შეგახსენებთ რომ "იუნაიტედის" სატრანსფერო სარეკორდო თანხა 37.1 მილიონი ევროა, რომელიც კლუბმა გასულ კვირას გადაიხადა ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატაში.