ადნან იანუზამ განუცხადა მის მეგობრებს რომ ის აპირებს გახდეს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი. მაგრამ, ამასთანავე ამბობს, რომ საბოლოო სიტყვა მაინც მამამისის სათქმელია.
"ადნანი ინგლისსში თავს ისე გრძნობს როგორც სახლში." აცხადებს იანუზაის ერთ-ერთი მეგობარი The Sun-თან ინტერვიუში. "მას მოსწონს ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში, მოედნები და გულშემატკივრის ერთგულება. მან უკვე დაბლოკა ბელგიის ნაკრების შეთავაზება, რომელსაც საერთოდ არ ნანობს ახლა. ადნანი დიდი სიამოვნებით დაელოდება თავის შანსი, იმისათვის რომ ითამაშოს ინგლისის ნაკრების მაისურით. ერთადერთი დაბრკოლება მამამისია. ადნანის ცხოვრებაში მას დიდი ადგილი უჭირავს და მასზეა დამოკიდებული მთლიანად ჩემი მეგობრის ბედი."
იანუზაის შეუძლია ითამაშოს ბელგიის, ალბანეთის, თურქეთის, სერბეთის ან კოსოვოს ნაკრებში, იმ შემთხვევასი თუ FA-მ დართო მას ნება. თუმცა ადნანი აპირებს დაელოდოს თავის შანს და მოირგოს "სამი ლომის" მაისური. ასევე გაცნობებთ იმასაც, რომ კოსოვომ მოიპოვა უფლება მიიღოს მონაწილეობა FA-ს ტურნირებში და მისი მშობლები კი, როგორც ჩანს ძალიან ამაყები არაინ თავიანთი ვაჟის წარმატებებით.