ბოლო ხანებში, უილფრიდ ზაჰას აქტიურად უკავშირებდნენ "კარდიფს." მეტიც, მედიაზე დაყრდნობით მან გასულ კვირას სამედიცინო შემოწმება გაიარა და სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, რომელშიც ამ კლუბის სავარჯიშო მაისური აცვია.
არცერთ მხარეს ჯერ არ დაუდასუტრებია არენდა ოფიციალურად, მაგრამ მან ხუთშაბათს "კარდიფთან" ერთად ივარჯიშა და მის გადაბარბებას მხოლოდ ფორმალობაღა აკლია.
21 წლის ვინგერი "კრისტალ პალასიდან" შეძენილ იქნა ალექს ფერგიუსონის მიერ (15 მილიონად), შემდეგ კი სეზონის ბოლომდე იგი გუნდში დარჩა, რათა "არწივებს" პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში დახმარებოდა. მაგრამ ზაჰას არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და პრემიერ ლიგის მატჩში, ძირითადში მოხვედრის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვს.
უილფრიდ ზაჰასთან ერთად, "კარდიფ სიტიში" შესაძლოა აღმოჩნდეს ფაბიო და სილვა, რომელიც კლუბს სამუდამოდ შეურთდება, თუმცა ამ ტრანსფერის ღირებულება საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.
ფოტო, რომელიც ზაჰამ თავის Instagram-ზე ატვირთა გუშინ.