''მანჩესტერ იუნაიტედის'' ლიდერი უეინ რუნი მიიჩნევს,რომ '''ბრაგასთან'' წუხელ გამართულ მატჩში გამარჯვება სათავეს დაუდებს მანჩესტერელთა მოგებათა სერიას ნოემბერში.თავად ფეხბურთელმა წუხელ თერთმეტმეტრიანი დარტყმის ზუსტად შესრულებით გამოიჩინა თავი,ხოლო რაც შეეხება მატჩს იგი 3-1 დასრულდა ინგლისელთა სასარგებლოდ.
''ამ სეზონში ჩავატარეთ ისეთი მატჩები,რომლებშიდაც დიდებულად ვითამაშეთ,მაგრამ იყო ისეთი შეხვედრები რომლებშიდაც ვერ ვითამაშეთ კარგად და შედეგიც არც თუ ისე კარგი იყო'' - განაცხადა რუნიმ Sky Sports-თან საუბარში.
''დღეს რთული მატჩი გვქონდა,ჩვენი ძალების ბოლომდე დემონსტრირება ვერ მოვახერხეთ,მაგრამ მთავარი შედეგია,შედეგით კი ყველანი კმაყოფილები ვართ,ჯგუფს ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ვლიდერობთ და ეს მნიშვნელოვანია.გუნდი ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაშია,წინ გველის ისეთი მატჩები,რომლებშიდაც ჩვენი აზრით უნდა შევძლოთ სასურველი ქულების მოპოვება,ჩვენ ვიცით რომ უფრო კარგად თამაში შეგვიძლია''.
''მანჩესტერ იუნაიტედი'' ერთადერთი გუნდია,რომელიც ჯგუფს ქულათა მსაქსიმალური რაოდენობით ლიდერობს,ჯგუფში ისეთი სიტუაციაა,რომ მანჩესტერელებს შეუძლიათ ბოლო ორ მატჩზე საერთოდ არ იფიქრონ რადგან მათ ლიდერობას ვერავინ ვერ წაართმევს.
''გასულ სეზონში ჩვენ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შევძელი,რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული,მიმდინარე სეზონში კი ჩვენ გამარჯვება გამარჯვებაზე მოვიპოვეთ თან 4 მატჩში,ეს კი ძალიან კარგი შედეგია.გასული სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოგვემატა,რომელთაც ამ ტურნირზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ ქონდათ,წელს მწვრთნელმა მათ მეორე შანსი მიცა,რათა თავიანთი ძალა ეჩვენებინათ,რამაც გაამართლა.ჩვენ ყოველთვის ფორმაში და გამარჯვებაზე ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ,რა თქმა უნდა კენჭისყრის დროს ცოტა გაგვიმართლა,ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ ყველაფრისათვის,''უემბლიზე'' ფინალის თამაში ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნება''.