თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2014, 14:53
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1444,
კომენტარები: 6
ჯონსი მატას ფაქტორზე საუბრობს
ინგლისელი მცველი ახალ თანაგუნდელს აქებს.
ჯონსი მატას ფაქტორზე საუბრობს
როგორც მოგეხსენებათ, ხუან მატა კლუბის სარეკორდო თანხად (37.1 მილიონი) იქნა გამოსყიდული ლონდონის "ჩელსიდან", სადაც მას ბოლო ხანებში სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდა. ესპანელმა წითელი მაისურით პირველივე მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც მისმა ახალმა კლუბმა "კარდიფ სიტი" შინ, 2-0 დაამარცხა.

"იუნაიტედი" თავის მეზობლებს 13 ქულით ჩამორჩება პრემიერ ლიგის ცხრილში. 2014 წლის დასაწყისშივე კლუბი გამოეთიშა Fa და Capital One Cup-ის ჩემპიონატებს. ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველ, ფილ ჯონსს მიაჩნია, რომ მატას ტრანსფერი ამ ყველაფერს დადებითი კუთხით გადაწონის.

"როდესაც გასახდელში ასეთი დონის ფეხბურთელს ხედავ, ის შენზე კარგად მოქმედებს." აცხადებს ჯონსი. "მას ბურთის კონტროლის შესანიშნავი ნიჭი აქვს. მისმა ტრანსფერმა ნამდვილად მოგვიმატა მოტივაცია გასახდელშიც და ვარჯიშზეც."

"ჩვენ გვინდა რომ მას (მატას) ვანახოთ თუ რა დიდებულ კლუბშია ის. მან შესანიშნავი სტარტი აიღო და იმედი მაქვს ამ კლუბში დიდი ხნის მანძილზე დარჩება. მატას აქვს უნარი მოიფიქროს ისეთი გადაცემა, რომელიც სხვა ვერც წარმოიდგენდა. თუ ის ასე განაგრძობს თამაშს ჩვენ ნელ-ნელა ცხრილის ზემოთა ნაწილში გადავინაცვლებთ."

"კარდიფის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგნელობაში მოხვდა რობინ ვან პერსი, რომელიც მანამდე დეკემბერში ვიხილეთ უკანასკნელად მწვანე მინდორზე. უიენ რუნი კი სათადარიგო შემადგენლობიდან ჩაერთო თამაშში. ფილ ჯონსი კი თვლის რომ, ტრავმების მოშუშებამ და გუნდში მატას დამატებამ ყველასათვის დადებითად იმოქმედა.

"რობინი ყველაფერს ცდილობდა იმისათვის, რომ მალე დაბრუნებულიყო მოედანზე." - აგრძელებს ჯონსი. "ჩვენ ბედნიერები ვართ რომ გვყავს ის, უეინ რუნი და ახლა ხუან მატაც. იმედი მაქვს მარუან ფელაინი და მაიკლ ქერიქიც მალე ჩადგებიან ფორმაში და შაბათს (სტოკის წინააღმდეგ) გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება."

"როცა კლუბში ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაკლია, შენ იძულებული ხარ სხვა გზა ეძიო. ჩვენ ყველა კმაყოფილები ვართ მათი დაბრუნებით და იმის ხილვით თუ როგორ განაგრძობენ მაღალ დონეზე თამაშს მხარდამხარ." - დაასულა ფილმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2014 15:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსის დაბრუნება ძაან მაგარი იყო, აი რუნისაც რო გაეტანა ის გოლი ვაბშე მაგარი იქნებოდა. მატამაც კარგი სტარტი აიღო, ასისტიც მიითვალა :დ ლივერპულს უნდა გადავასწროთ და შევიდეთ ოთხეულში, მატას ტრანსფერი დიდ როლს ითამაშებს
0
№2
ავტორი: rvpevil
30 იანვარი 2014 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
პერსი მატა რუნი ფელაინი კერიკი ერთად როდის შეძლებენ საინტერესო იქნება
0
№3
ავტორი: Manchester_M
30 იანვარი 2014 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: გიორგი
მატამაც კარგი სტარტი აიღო, ასისტიც მიითვალა :დ


ასისტი როდის გააკეთა ? პერსიმ ვალენსიას დარტყმულის მერე შეაგდო და იანგმა თავისით შექმნა.
0
№4
ავტორი: Macklemore
30 იანვარი 2014 15:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: Manchester_M
ასისტი როდის გააკეთა ? პერსიმ ვალენსიას დარტყმულის მერე შეაგდო და იანგმა თავისით შექმნა.

იანგს პასი მატამ მისცა და ასისტში ჩაეთვალა
0
№5
ავტორი: VaRdo
30 იანვარი 2014 17:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საჭირო დროს დაბრუნდა ხალხი. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჯერ არ გვაფასებენ და უნდა გადავუაროთ ყველას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: LizarD
30 იანვარი 2014 18:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჯონსის თამაშები არ მომწონს ბოლო დროს. = / ფორმა დაკარგა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top