თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2014, 19:55
ავტორი: love united,
ნანახია: 2532,
კომენტარები: 7
რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?
მანჩესტერელი ფანის "აღსარება"-რატომ სურდა ფერგისთან საუბარი?
რატომ სურდა
"იუნაიტედის" ფანმა, რომელმაც დარეკა 999 ცხელ ხაზზე, სერ ალექსთან საუბრის მიზნით, ბოდიში მოიხადა. მას შემდეგ რაც მანჩესტერი ლიგის თასის ნახევარფინალიდან "სანდერლენდმა "გამოაგდო, 56 წლის მარტინ დევისმა გადაწყვიტა ესარგებლა გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ხაზით და გასაუბრებოდა სერ ალექს ფერგიუსონს. დევისმა ახლახანს ახსნა თავისი საქციელი და საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.



რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

მანჩესტერის პოლიციის განცხადება



რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

მთვრალმა გულშემატკივარმა ცხელ ხაზზე ამ მატჩის შემდეგ დარეკა



რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

დამირეკე! "იუნაიტედის" ფანი ფერგისთან ლაპარაკს ითხოვდა



მან Sunderland Echo-სთან საუბარში განაცხადა:"თამაშს რამდენიმე მეგობართან ერთად ვუყურებდი. მათ შორის იყო "სიტის" ფანიც. ძალიან ცუდი რამ მოხდა. 6 წლიდან "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ. "იუნაიტედის" თამაში არაეთიკური, ამავდროულად კრიმინალური იყო. მე მსურდა სერ ალექსთან გასაუბრება, რათა მეთხოვა დაბრუნებულიყო უკან და გაეყარა გუნდიდან ისინი. "ოლდ ტრაფორდზე" დარეკვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ პოლიციაში დავრეკე. ვხვდები, შეცდომა დავუშვი- მათ შეეძლოთ ჩემი დაჭერა, რადგან ტყუილად დრო დავაკარგვინე."

მანჩესტერის პოლიციამ ურჩია მოსახლეობას, რომ თუ მათ სურთ ფერგიუსონთან საუბარი, 999 ცხელ ხაზზე არ დარეკონ. მარტინ დევისმა სხვა ათასობით ფანთან ერთად უყურა "იუნაიტედის" თამაშს "სანდერლედის" წინააღმდეგ. ლიგის თასის ფინალი შემდეგ თვეს "უემბლიზე" "სიტისა" და "სანდერლენდს" შორის გაიმართება.

რაც შეეხება ნახევარფინალურ თამაშს. "იუნაიტედი" ჯონი ევანსმა დააწინაურა, მაგრამ საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც დე ხეამ შეცდომა დაუშვა და ბარდსლიმ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ჩიჩარიტომ მანჩესტერი წინ გაიყვანა.

რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

დამარცხებულები



რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

დე ხეას შეცდომას ბარდსლის გოლი მოყვა


რატომ სურდა "იუნაიტედის"ფანს ფერგიუსონთან საუბარი?

სენსაცია:ფინალში "სანდერლენდი" ითამაშებს



პენლების სერია "იუნაიტედმა" საშინლად შეასრულა- ფილ ჯონსმა, რაფაელმა, ადნან იანუზაიმ და დენი უელბეკმა თერთმეტმეტრიანი დარტყმული ვერ გაიტანეს.

აქვე გთავაზობთ საუბარს მთვარ ფანსა და 999-ს მოპასუხეს შორის:

ფანი:გამარჯობა, შეიძლება სერ ალექს ფერგიუსონს გავესაუბრო?

მოპასუხე:999 ტელეფონის ხაზით არა.

სერ ალექს. შედეგი არასასურველია. მათ ჰქონდათ დამატებითი დრო, მაგრამ მათი თამაში ნაგავი იყო.

მოხდა რაიმე დანაშაული, რისი შეტყობინებაც ჩვენთვის დაუყოვნებლად გინდათ?

დიახ, დანაშაული. სწორედ დანაშაულზე ვსაუბრობ.

რა დანაშაულზე საუბრობთ?

მანჩესტერ იუნაიტედზე...ისინი დამნაშავეები არიან.

შემიძლია თქვენი სახელი ჩავიწერო? მისამართი? მე ვაპირებ ყველაფრის გარკვევას.

კი. შეგიძლია გადმომირეკო?

არა.

რატომ?

ეს არ არის პოლიციის საქმე.

თქვენ პოლიციელი ქალი ხართ?

არა, მე პოლიციის პერსონალი ვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

კარგი, გასაგებია.

ნახვამდის.

დიახ. ნახვამდის.


წყარო:dailymail
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: fabio
29 იანვარი 2014 20:07
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
არა ჯერ ვაცალოთ მეორე სეზონს თუ ასევე გაგრძელდა რაც უკრაინაში ხდება ის მოხდება მანჩესტერში
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 იანვარი 2014 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძაან მაგარი კაცი wink wink
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2014 20:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი ძმაა ეს biggrin2 მოიესმა იმ ზარის მერე გამოასწორა რა გინდათ, აღარ კმაყოფილდება 2 გოლით biggrin2
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
29 იანვარი 2014 20:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეხლაც რომ წაეგო მანჩესტერს მოიესის სახლის წინ აქციას მოაწყობდნენ ! :D
0
№5
ავტორი: lefty
29 იანვარი 2014 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მაგარი კაცია,პროსტა გადარიეს თან სიტის ფანიც იყო იქვე და ის დაგრუზავდა 3d_2
0
№6
ავტორი: red devil
30 იანვარი 2014 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Hah ra magari kacia :D
0
№7
ავტორი: don_vini
30 იანვარი 2014 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
biggrin2 biggrin2 მართალი იყო ეს კაცი.სანდერლენდთან ისე ითამაშEს მართლა დასაჭრებეი იყვენენ :D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top