თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2012, 21:06
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 14
"ჩვენში გამარჯვებულის სულია"
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ეშლი იანგმა მისცა ექსკლუზიური ვრცელი ინტერვიუ Sky Sports_ს, რომელშიც მან ისაუბრა ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე და მის ადგილზე იუნაიტედში.
წინა სეზონის ბოლო ტური სულშიჩამწვდომი იყო. ფიქრობ, რომ მანჩესტერული კლუბები ერთი თავით მაღლა დგანან დანარჩენებზე?

ვფიქრობ, ის დღე იყო შესანიშნავი, ვინც ადევნებდა თვალყურს ჩვენს თამაშს. მე ამ დროს ძალიან ნაწყენი ვიყავი. ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა ეს მარცხი და უნდა დავბრუნებულიყავიტ ბრძოლაში გაზლიერებულები. წინა სეზონი მართლაც ორი მანჩესტერული კლუბის დაპირისპირება იყო, ეს ყველასათვის ნათელია. ეს ორი კლუბი მართლაც ერთი თავით ზევით დგას დანარჩენებზე. ასევე გვებრძვის ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი. ისინი ძალიან ცდილობენ. ევერტონმა ძალიან კარგად დაიწყო და მათ უნდა ვუფრთხილდეთ.

როგორ იმოქმედა ბოლო წუთებზე დაკარგულმა ჩემპიონობამ?

მე ახლაც არ შემიძლია იმ დღის დავიწყება. ჩვენ სეზონის დასრულებისთანავე ევროპის ჩემპიონატზე უნდა გადავრთულიყავიტ, რაც ზალზედ რთული იყო ასეთი მოვლენების შემდეგ. შესვენებაც ძალიან დამეხმარა და ახალ სეზონს უფრი მომზადებული შევხვდი.

თქვენი გუნდი გაცილებით უფრო გაძლიერდა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. როგორ იმოქმედა გაზრდილმა კონკურენციამ თანაგუნდელებზე?

გაძლიერებამ ძალიან კარგად იმოქმედა გუნდზე. ფეხბურთელები მუდმივად კარგ ფორმაში არიან და ცდილობენ გამოამჟღავნონ თავიანთი საუკეთესო თვისებები, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე. ყველამ ვიცით, რომ რაიმე შეცდომის გამო სხვა დაიკავებს ჩვენს ადგილს. ისინი მზად არიან 100%_ით და თუ ვინმე ვარდება ძირითადი შემადგენლობიდან, ყველანაირად ცდილობს ადგილის დაბრუნებას. ასე,რომ ჯანსაღი კონკურენცია წაადგა გუნდს.

სერ ალექსი ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. როგორია იმუშავო ისეთ ფიგურასთან, როგორიც სერ ალექსია?

ეს შესანიშნავია. არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან ვარჯიში. შეუძლებელია არ გაიხსენო მისი საფეხბურთო და სამწვრთნელო დამსახურებები. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მასთან ერთად მუშაობას. ის ნამდვილი გამარჯვებულია! მას ყოველთვის გამარჯვება უნდა და ამ ენთუზიაზმს გადასცემს დანარჩენ ფეხბურთელებს. ჩვენ გვინდა ვიყოთ გამარჯვებულები!

რომელმა კლუბმა მოახდინა შთაბეჭდილება თქვენზე ახალ სეზონში?

ევერტონმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავისი თავი. მართალია ბევრმა გუნდმა დაიწყო სეზონი კარგად, მაგრამ ევერტონი განსაკუთრებული იყო. როგორც წესი ისინი დიდხანს ემზადებიან და სეზონის მეორე ნახევარში აქტიურდებიან- ახლა კი ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. ისინი უფრო დამაჯერებლები არიან და მეტი შანსი აქვს.

როგორ შეინარჩუნებთ ფორმას შიდა ჩემპიონათსა და ევროპის ტურნირებზე?

ჩემი აზრით ეს შეკითხვა მწვრთნელისთვისაა. თუმცა ვხედავ, რომ ის ხშირად მიმართავს როტაციას, რაც ჩვენ გვეხმარება. ეხლა ბევრი მოთამაშე გვყავს და შეიძლება მათი ჩართვა სხვადასვა ტურნირებში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი მზადყოფნა. ზოგჯერ მწვრთნელი სქემას ცვლის, ამიტომ აუცილებელია ყველას მზადყოფნა. ვფიქრობ ასეთი ტემპებით სეზონს წარმატებულად დავასრულებთ, როგორც ინგლისში ასევე ევროპულ ტურნირებზე.

თქვენი აზრით, რომელი გუნდია ფავორიტი ჩემპიონთა ლიგაზე წელს?

ვფიქრობ ჩვენ, ბარსელონა, რეალი, შარშანდელი გამარჯვებული ჩელსი და კიდევ მოუნხენის ბაიერნი. ასევე შეიძლება რამდენიმე გუნდის დამატება, რომლებსაც აქვთ გარკვეული შანსები. ჩემი აზრით, არცერთი კლუბი არ უნდა ჩამოვწეროთ, რადგან ისინი იბრძოლებენ. ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა.

იმ ფეხბურთელებიდან ვისთანაც გითამაშიათ, ვინ იყო ყველაზე ხისტი?

ასეთი ბევრი იყო. მე გამიჭირდება რომელიმე ერთის გამოყოფა. ინგლისის პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც გვხვდებიან ხისტი მოწინააღმდეგები. მე მხოლოდ ჩემს თამაშს ვთამაშობ თავდასხმაში და ვცდილობ ვაჯობო ჩემს მოწინააღმდეგე მცველებს.

ბოლო რამდენიმე წელია ინგლისის ნაკრები არასტაბილურად თამაშობ. თუ გუნდი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება სანამდე მიაღწევს?

თუ ჩვენ ჯგუფიდან გავალთ და პირდაპირ მოვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ ძალიან კარგი შანსები გვექნება. თუ გავედით ტურნირზე არ ვიფიქრებთ იმაზე თუ რამდენად შორს წავალთ. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და თუ ყველას გვექნება ჩვენი თავის რწმენა აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას!

წყარო:Manutd.Ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
8 ნოემბერი 2012 21:08
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია ავტორ
0
№2
ავტორი: Ví Ví
8 ნოემბერი 2012 21:10
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
R.v.Persie საღოლ საღოლ ჩათვალე ერთ ერთი არის საუკეთესო სტატიებში good2
0
№3
ავტორი: R.v.Persie
8 ნოემბერი 2012 21:11
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
წელს რატომღაც მეიმედება ამის.

Ví Ví ,
ეს და რუდზე რო დავწერე. ამ თვესაც ორი სტატიით ვიქნები megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№4
ავტორი: Amanda Seyfried
8 ნოემბერი 2012 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რავი მგონი ისევ ასტონ ვილაში გონია თავი ამას belay ცოტა მეტი მოეთხოვება
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2012 21:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
R.v.Persie,
წინაზეც ორი სტატიით იყავი, მაგრამ ხეირი? mocking2

საღოლ good2
0
№6
ავტორი: UTD-Rule
8 ნოემბერი 2012 21:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ბექა <3 იანგ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Jubo
8 ნოემბერი 2012 22:22
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ნანის წასვლის მერე ამის იმედზე ვარ love საღოლ ბექა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: love united
8 ნოემბერი 2012 22:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ კაია!..
0
№9
ავტორი: Ví Ví
8 ნოემბერი 2012 22:49
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
R.v.Persie,
მე არ მეხერხება ესეთების დადება თორე 2 კი არა 5 შევიდოდი მე უფრო ვიდეოები
0
№10
ავტორი: Shako Jones
8 ნოემბერი 2012 23:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მე მჯერა ამ კაცის და ძაან მაგრად მიყვარს !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top