"იუნაიტედის" ვინგერი ერთ-ერთი გამორჩეული იყო "კარდიფთან" მატჩში. ფაქტობრივად, მის გრძელ გადაცემას მოყვა პერსს გოლი მეექვსე წუთზე და ამის შემდგომ მეორე ტაიმში თავად მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.
ახლანდელი მაჩვენებლით იანგმა ბოლო შვიდ თამაშში სამი გოლის გატანა მოახერხა. თამაშის შემდგომ ის ძალიან მხიარულად იყო კარგად ჩატარებული მატჩისა და შესანიშნავი გოლის გატანის გამო.
"ეს ალბათ ჩემთვის საუკეთესო მომენტი იყო,"-განუცხადა იანგმა MUTV-ის. "როგორც კი მე დავარტყი, მე თავში გამიელვა, რომ კარგი შანსი იყო ბურთის ბადეში გახვევისა და სანამ ის ბადეს შეეხებოდა მე მანამდე დავიწყე აღნიშვნა. მე მოხარული ვარ, რომ მოვახერხე გოლის გატანა, თუმცა ამაზე მეტად მოპოვებულმა სამმა ქულამ მომიტანა ბედნიერება. რათქმაუნდა მე მეტი უნდა გავიტანო. მე სეზონის დასაწყისში ჩემს თავს მიზნები დავუსახე და ახლა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ვარ. ვიმედოვნებ, რომ მე მათ მიღწევას შევძლებ, მაგრამ ცოტა ლოდინი მოგვიწევს და მერე ყველაფერს დავინახავთ."
"მართალია ჩვენ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო მაგრამ ჩვენი მიზანი მაინც სამი ქულის მოპოვება იყო და ეს შევძელით. თუმცა ჩვენ იმედგაცრუებულნი დავრჩით, რადგან ორი ბურთის მეტი ვერ გავიტანეთ, ამის შესახებ თამაშის შემდეგაც ვისაუბრეთ და ყველამ გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები. ჩვენ გავიმარჯვეთ და ამით კმაყოფილნი ვართ. ჩვენ კვლავ დავიწყებთ აღორძინებას."-დაასრულა "წითლების" ვინგერმა.