თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2014, 15:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1382,
კომენტარები: 7
მოიესი: "მხოლოდ მოგება არ კმარა."
მოიესი მოგებით არ კმაყოფილდება და ფეხბურთელებისგან მეტს ითხოვს.
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინ საკუთარ სტადიონზე დაამარცხა "კარდიფი." მიუხედავად ამისა, მოიესი ბოლომდე კმაყოფილი არ არის და მისი კლუბისგან მეტს ითხოვს.

გარდა იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდს" თავისი ლეგენდა ეწვეოდა ოლე გუნარის სახით, ეს მატჩი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ უნდა მომხდარიყო მატას დებიტი და პერსისა და რუნის დუეტის დაბრუნება ტრამვებიდან. მართალია სამივე ერთად ვერ ვიხილეთ, მაგრამ მოიესი მათი თამაშით კმაყოფილი დარჩა. თუმცა დაამატა ისიც, რომ კლუბში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მრავალი მინუსია აღმოსაფხვრელი.

"მაშინვე გავმხიარულდი, როცა გავიგე, რომ ჩემი გუნდის ბირთვები ბრუნდებოდნენ,"-ასეთი პასუხი გასცა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე, როცა მას ჰკითხეს იყო თუ არა უკეთეს გუნებაზე ამ სასხიარულო ამბების გამო.

"მე მაინც მინდა, რომ ჩვენ უფრო დამაჯერებლები ვიყოთ. მე მინდა რომ უკეთ მოვიგოთ და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ. არ გაიფიქროთ, რომ ჩემი ღიმილისა და ბედნიერებისთვის ღიმილი საკმარისია. მე მართლა გამიხარდა მოპოვებული სამი ქულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რა კლუბში ვართ, სადამდე გვინდა წასვლა და თუ გავითვალისწინებთ ჩემი თვალით დანახული "იუნაიტედის" თამაშს, მე ვფიქრობ, რომ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი."-განაცხადა ბოსმა.

ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
29 იანვარი 2014 15:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია როარ კმაყოფილდება ამ თამაშით! უკეთესი თამაში შეეფერება იუნაიტედს, რაღათქმაუნდა შედეგთან ერთად!
0
№2
ავტორი: VaRdo
29 იანვარი 2014 16:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგია ნელა_ნელა ხვდება, რომ ეს იუნაიტედია და არა ევერტონი. მომწონს მისი მიდგომა და იმედია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს და კაი გუნდს დააყენებს. თამაშით მეც უკმაყოფილო ვარ რაღა დაგიმალოთ. 2:0 3:0 არ ვიცი მე კარდიფმა ბურთის ფლობაში ოლდ.ტრაფორდზე არ უნდა გვაჯობოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: don_vini
29 იანვარი 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ბევრი რამეა კიდევ გამოსასწორებელი მართალია.მე ის მომწონს ყველაზე მეტად რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდა მოიესი რომ აქ სხვა რამეა საჭირო და ეს სხვა გუნდია.რომ ტრანსფრები ჭირდება,ფულის დახარჯვა არის საჭირო და მარტო 3 ქულა არაფერს ნიშნავს რომ ხარისხი ოლდ ტრაფორდზე მოსული ხალხისთვის საჭიროა.და არა მარტო ოლდტრაფორდზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: Manchester_M
29 იანვარი 2014 17:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბურთის ფლობაში როგორ გვაჯობეს :X 2:0 არ არის მთლად ცუდი შედეგი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2014 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნელ–ნელა ხვდება სადაა. კიდე კაი კმაყოფილებას არ გამოთქვამს და უდიდეს სიხარულს wink
0
№6
ავტორი: Lev
29 იანვარი 2014 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
იღვიძებ მოი? love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: LizarD
30 იანვარი 2014 01:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სულ ასე ამბობდა რაც გადმოვიდა რომ არ მოსწონდა თამაშის ხარისხი, მარტო ახლა ხედავთ? მე მჯერა ამ კაცის, თავიდანვე მჯეროდა და როგორც მანჩესტერის მხარდამჭერი, ბოლომდე ვიდგები მის გვერდით!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top