"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი მოხარულია გუნდში დაბრუნებით.მას მუხლის ტრავმის გამო რამოდენიმე თვე გაუცდა,მაგრამ ეხლა ის უკვე სრულ მზადყოფნაშია გუნდის დასახმარებლად.გუშინდელ მატჩში კრის სმოლინგმა 90 წუთი ითამაშა.
"გულსატკენია,როდესაც ჩემიონთა ლიგის მატჩებს სკამიდან უყურებ.მე ძალიან ბედნიერი ვარ,რომ დავბრუნდი." - განაცხდადა სმოლინგმა.
"ასევე ძალიან მოხარული ვარ,რომ გუშილდენ მატჩში მოვახერხეთ გამარჯვება.ამ სამი ქულის ხარჯზე ჩვენ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.ვფიქრობ შემდეგ თამაშებში მწვრთნელი სხვა მოთამაშეებს მისცემს თამაშის საშუალებას,რადგან წინ რთული მატჩები გველოდება და დასვენებაა საჭირო."
"ბრაგასთან" მატჩი პირველი სერიოზული გამოცდა იყო სმოლინგისთვი მიმდინარე სეზონში.ის 6 მაისის შემდეგ მოუთმენლად ელოდებოდა მინდორზე დაბრუნებას.
"მე ძალიან დიდი ხანი გამიცდა,ამიტომ ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად დიეტას ვიცავდი და როგორც შემეძლო ისე ვარჯიშობდი.აღდგენის პერიოდი ძალიან რთულია და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა.ექიმები ამბობდნენ,რომ მე თამაშს ოქტომბრის ან ნოემბერის თვეში შევძლებდი ამიტომ მოუთმენლად ველოდებოდი ჩემს დაბრუნებას."