სერ ალექსის დამხმარე მწრთნელი მაიკ ფელანი გაკვიერვებული იყო მეორე ტაიმში გუნდის აფეთქებით და ძალიან კარგი თამაშით. იმ მომენტში, როცა სტადიონზე მოულოდნელად ჩაქვრა შუქი, მწვრთნელებმა შეძლეს ტაქტიკური ცვლილებები შეეტანატ გუნდში და ამასტანავე მათ მოუწიატ იძულებითი ცვლილების გაკეთება და მოედანზე ევანსის ნაცვლად ფერდინანდი გამოვიდა. ევანსმა სერიოზული დაზიანება მიიღო:" ჯონიმ, გვითხრა, რომ კუნთი გაეჭიმა. ვფიქრობ ეს იმ მომენტში, მოხდა, როცა პენალტი დადეს ჩვენს კარში. ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და შევცალეთ. ნანის ტრავმა გამიწვია, რომ ნანის ძალიან მოუწია დატვირთვა. სამწუხაროდ მისი შეცვლაც მოგვიწია.
ფელანმა აღნიშნა ის 10 წუთი, როცა გუნდმა შეძლო 3 გოლის გატანა და თამაშის შემოტრიალება:"ცოტა დაუჯერებელი იყო 3 გოლის გატანა. პირველ ტაიმში საერთოდ ვერაფრის გახერხება ვერ შევძელით. მხოლოდ ბურთის ფლობა გვქონდა. თამაშისაც იყო რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი კოკისპირული წვიმა, შუქის გამორთვა, იძულებითი ცვლილებები. სწორედ შეცვლების ხარჯზე შევძელით გამარჯვება. რობინის გამოსვლამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. მან თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება ადრე მოგვეპოვებინა პლეიოფის საგზური. ჩვენ ქულების მაქსიმალური რაოდენობა გვაქ. ეს მდგომარეობა გვაძლევს იმის შანსს, რომ გამოვიყვანოთ მოედანზე ის ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან იშვიათად უწევთ თამაში. ჩვენ გუნდსი დავაბალანსებთ და გვაქ შანსი პრემიერ ლიგაზეც ვიზრუნოთ"