თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 11:30
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2071,
კომენტარები: 10
ფაბიომ და ზაჰამ კლუბი დატოვეს
როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი, უილფრიდ ზაჰა და ფაბიო კარიერას "კარდიფში" გაგრძელებენ.
ფაბიომ და ზაჰამ კლუბი დატოვეს
როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი, უილფრიდ ზაჰა და ფაბიო კარიერას "კარდიფში" გაგრძელებენ.

დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ "კარდიფთან" შეთანხმება მიღწეულია და ფაბიომ უკვე ივარჯიშა ახალ გუნდთან ერთად, ხოლო ზაჰას არენდით გაშვების საკითხი მომავალ 24 საათში გადაწყდება.

როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს "იუნაიტედი" სწორედ ამ უელსურ გუნდს დაუპირსიპირდება, თუმცა ამ ორ ფეხბურთელს არ ექნებათ ამ მატჩში მონაწილობის მიღების უფლება.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ფაბიოთი, მან კარგი სამსახური გაუწია გუნდს" - განუცხადა მოიესმა MUTV-ს. "მისი ძმა კი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში."

"ჩვენ მას საუკეთესოს ვუსურვებთ. ფაბიოს ვერ მიიღო საკმარისი სათამაშო დრო. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, თუ გგონიათ, რომ საკმარის დროს ვერ იღებთ, მოდით და მნახეთ. ფაბიო ესე ფიქრობდა და მან მოისურვა კლუბის დატოვება."


"რაც შეეხება უილფრიდ ზაჰას, ზაფხულში მე მას ვუთხარი, რომ მისთვის მსურდა საკმარისი სათამაშო დროის მიცემა. თუ ამას მოვახერხებდი, ძალიან კარგი, თუ არა და არენდით გაშვებას დავპირდი. ჩვენ რამდენიმე შეთავაზება მივიღეთ მასზე, თუმცა ვფიქრობ ამ დროისთვის "კარდიფი" ყველაზე კერგი ვარიანტია. ოლემ ძალიან კარგად იცის როგორ მუშაობს გუნდი და როგორ ვმუშაობთ ფეხბურთელებთან, ამიტომ ეს არენდა ნამდვილად ძალიან კარგი ვარიანტია ზაჰასთვის."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
28 იანვარი 2014 11:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დამენანა ფაბიო :/ ზაჰა იმედია ძლიერი დაბრუნდება :3
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 იანვარი 2014 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნუ ფაბიო რო დაგტოვებდა ეგ ყველამ იცოდა ალბათ, რაც შეეხება ზაჰას რავიცი ჩემი აზრით შეიძლებოდა ამ კაცის გამოყენება, მაგრამ არაუშავს, იმედია მომავალი სეზონიდან უძლიერესი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, რაც მთავარია კაი კაცის ხელში გავუშვით love
0
№3
ავტორი: chudikone
28 იანვარი 2014 11:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფაბიომ თუ სამუდამოდ დაგვტოვა მაშინ ექნება ჩვენს წინააღმდეგ თამაშის უფლება. მაგრამ დაკარგულად მაინც არ უნდა ჩავთვალოთ, ერთ დღეს ოლე ჩვენი მწვრველი გახდება და ვინც ვინმე კარგი ეყოლება ყველას წამოიყვანს :))) ზაჰაზე კიდე მაგრად გამიხარდა, დაუმტკიცებს ბევრს თუ რა შეუძლია, იმედია იქ ყოველთვის ძირითადში იქნება. მსოფლიოზე ნახავთ ზაჰას რა შეუძლია !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Vodafone
28 იანვარი 2014 11:56
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
chudikone,
ოფიცალურზე წერია, რომ არცერთს არ შეუძლიაო თამაში.

იმედია მიგვიხედავს ოლე ზაჰაზე, შემდეგ სეზონში დაგვჭირდება
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2014 12:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ოლესთან რო წამივდა. არ მინდოდა დაეტოვებინა გუნდი მაგრამ ბიუტნერი არჩიეს winked ზაჰას ათამაშებენ იმედია wink
0
№6
ავტორი: RedGirl
28 იანვარი 2014 12:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ზაჰა არ დავკარგოთ მთავარია არ არის ეგ ბიჭი დასაკარგი :| ფაბიო მაინც დამენანა რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: VaRdo
28 იანვარი 2014 13:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
chudikone,

კონტრაქტში იქნება ჩაწერილი 28_ში არ ითამაშებს და ვსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: fabio
28 იანვარი 2014 15:09
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
კარგიააა
0
№9
ავტორი: davita
28 იანვარი 2014 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
კარგიაა ზაჰა კი დასანანია მაგრამ დაგვიბრუნდება მაგარი wink ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№10
ავტორი: Manchester_M
28 იანვარი 2014 23:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დღეს ჩვენთან შეეძლებათ ამათ თამაში ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top