"იუნაიტედს" დიდ ხანს მოუწია ლიდერების გარეშე თამაში, ახლა კი ისინი მზად არიან. მათ მატაც ემატება!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა დევიდ მოეისმა ფანებისთვის სასიხარულო განცხადება გააკეთა. რუნი, პერსი და ფელაინი-სამივემ ივარჯიშეს დღეს "პრემიერ ლიგის" მომდევნო მატჩისთვის, რომელიც გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე" "კარდიფის" წინააღმდეგ.
"იუნაიტედის" მენეჯერმა, ასევე განაცხადა, რომ ხუან მატამ პირველად ივარჯიშა დღეს გუნდთან ერთად და ის გადაწყვეტს გამოჩნდება თუ არა ესპანელი "კარდიფის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუნის საზარდულის ტრამვა ტანჯავდა და მას მოუწია 1 იანვარს "ტოტენჰემთან" მატჩის გამოტოვებაც, რომელშიც "წითლები" 2-1 დამარცხდნენ.
ვან პერსი, რომელსაც ბარძაყის ტრამვა აწუხებდა, არ გამოჩენილა კლუბში "დონეცკის შახტართან" 1-0 გამარჯვების შემდეგ, რომელიც 10 დეკემბერს ჩატარდა. ხოლო ფელაინი ჩამოშორდა გუნდს საწყის ეტაპზევე ზურგის დაზიანების გამო, რომელსაც შემდგომ მაჯის ტრამვაც დაემატა. ბოლო მატჩი კი მან ყოფილ კლუბთან "ევერტონთან" ჩაატარა, რომელშიც "ეშმაკუნები" 1-0 დამარცხდნენ.
"იუნაიტედს" მისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდა, გარდა ამისა დაემატა მატაც. ეს ყველაფერი ოპტიმისტურ განწყობას ქმნის და შემდეგი კვირებისა და თვების განმავლობაში მოიესი ბიჭები ცხრილის მაგიდის დალაშქვრას აპირებენ.
ManUtd.com