მატას ტრანსფერი საბოლოოდ დადასტურდა მას შემდეგ, რაც ის თვითმფრინავით ჩაფრინდა "ჩელსიდან" "ოლდ ტრაფორდზე".
ესპანელი უკვე ბოლო ორი დღეა კლუბთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა ფანებმა ის "კარდიფის" წინააღმდეგაც იხილონ სამშაბათ საღამოს. მისი მაისურის ნომერი კი უკვე გაირკვა, მან 8 ნომერი აიღო.
"ხუანი ფორმიდან ამოვარდნილი არ არის. ვიცი, რომ მას მოუწია რამდენიმე თამაშის გამოტოვება და შეიძლება არც ითამაშა იმდენი თამაში რამდენიც მას სურდა, თუმცა მე მაინც მინდა, რომ მატა "კარდიფთან" მატჩში ჩავრთო."-აცხადებს დევიდ მოიესი MUTV-თან საუბრისას.
მატა და მოიესი მედიის წინ წარდგებიან ორშაბათს პრესკონფერენციაზე AON-ის სავარჯიშო კომპლექსში. ამ ყვეკაფერს კი MUTV შემოგთავაზებთ.