თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2014, 16:52
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1942,
კომენტარები: 3
27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში
დღევანდელი დღე იუნაიტედის ისტორიაში
27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში
1951 წლის 27 იანვარს, ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიდსი" გაანადგურა, ანგარიშით 4–0. ამ მატჩსი "იუნაიტედის" ლეგენდამ, სტენ პირსონმა ჰეთ–ტრიკი შეასრულა. პირსონმა "იუნაიტედში" 10 წელი გაატარა. მის ანგარიშზე 343 მატჩი და 143 გოლია.

27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში


1995 წლის 27 იანვარს, ერიკ კანტონამ 9 თვიანი დისკვალიპიკაცია მიიღო "კრისტალ პალასის" გულშემატკივარზე თავდასხმის გამო. 1995 წლის 25 იანვარს, “ეშმაკები” გასვლით შეხვედრას მართავდნენ “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ, რომელშიც კანტონა, უხეში თამაშის გამო, მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ამ ფაქტმა მოედანზე მცირე არეულობა გამოიწვია, “ეშმაკთა” შვიდიანიც მოედნიდან გასვლას არ ჩქარობდა. გასახდელისკენ მიმავალს “კრისტალ პალასის” გულშემატკივარმა, მეთიუ სიმონსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შუა თითი უჩვენა. მეთიუს ეგონა კანტონა რეაგირებას არ მოახდენდა “სიყვარულით” გასროლილ “მოკითხვაზე” – ამით მან გაბრაზებული ფრანგი კიდევ უფრო გააგიჟა და საპასუხოდ, “კუნ-ფუს” ილეთი მიიღო მკერდის არეში.



სასამართლომ მეთიუ სიმონსი სცნო დამნაშავედ, ამ ფაქტმა ფრანგი ფეხბურთელი უფრო დააზარალა; ერიკს 2 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 10.000 ფუნტის გადახდის შემდეგ, 2 დღეში გაანთავისუფლეს და პატიმრობა 12 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებით შუცვალეს. ეს არის ყველაზე უმნიშვნელო რამ, რაც შეიძლება ფრანგ ფეხბურთელს დამართნოდა. ნახსენები სკანდალის შემდეგ კანტონა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს. გარდა ამისა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში


2010 წლის 27 იანვარს, ინგლისის ლიგის განმეორებით მატჩში "ეშმაკებმა" თანაქალაქელი "სიტი" მიიღეს ოლდ ტრაფორდზე და 3-1 დაამარცხეს მეტოქე, რითაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. გოლებით თავი გამოიჩინეს: პოლ სქოულზმა, მაიკლ კერიკმა და უეინ რუნიმ.

27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში


2011 წლის 27 იანვარს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა, კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ედვინმა "მანჩესტერში" 6 წელი გაატარა და ოქროს ასოებით ჩაწერა მისი სახელი "იუნაიტედის" ისტორიაში. მან "ეშმაკების" რიგებში 266 მატჩი ჩაატარა.

27 იანვარი იუნაიტედის ისტორიაში


27 იანვარს, "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან 11 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 კი წააგეს.

2010 Man Utd 3 - 1 Manchester City
2009 West Bromwich Albion 0 - 5 Man Utd
2008 Man Utd 3 - 1 Tottenham Hotspur
2007 Man Utd 2 - 1 Portsmouth
1996 Reading 0 - 3 Man Utd
1993 Man Utd 2 - 0 Nottingham Forest
1992 Southampton 0 - 0 Man Utd
1982 Man Utd 1 - 0 West Ham United
1973 Coventry City 1 - 1 Man Utd
1968 Man Utd 2 - 2 Tottenham Hotspur
1951 Man Utd 4 - 0 Leeds United
1934 Man Utd 1 - 3 Brentford
1923 Leeds United 0 - 1 Man Utd
1912 Sunderland 5 - 0 Man Utd
1906 Stockport County 0 - 1 Man Utd
1894 Man Utd 4 - 0 Middlesbrough
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2014 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს კარგი დღე გვაქვს თამაშების მხრივ
0
№2
ავტორი: VaRdo
27 იანვარი 2014 17:30
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ გიო love აუ 9 თვე რომ გუნდს კანტონა აკლია აზზე ხართ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: davita
27 იანვარი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
VaRdo,
პიზდეცია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top