თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2014, 12:05
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1849,
კომენტარები: 10
მატას სტატისტიკა პრემიერ ლიგაში
მატას სტატისტიკა
მატას სტატისტიკა პრემიერ ლიგაში
მიუხედავად იმისა, რომ მატას ამ სეზონში სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა, პრემიერ ლიგაში სულ 227 სახიფათო მომენტი შექმნა. ამ კომპონენტში მას მხოლოდ და მხოლოდ თანამემამულე დავიდ სილვა უსწრებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესო იქნება სად ათამაშებენ უეინ რუნის. ინგლისელი ბოლო რამდენიმე წელიწადია გამთამაშებლის პოზიციაზე დგას და დავალებას კარგად ართმევს თავს.

მას შემდეგ რაც მატა "ვალენსიიდან" "ჩელსიში" გადავიდა, სულ 6943 წუთი გაატარა მოედანზე. კრეატიული ესპანელი ყოველ 30,6 წუთში ქმნის სახიფათო მომენტს, საგოლე გადაცემის გასაკეთებლად კი 120 წუთი სჭირდება. მატას გოლის გასატანად 360 წუთი სჭირდება, ხოლო 100%საგოლე მომენტის შესაქმნელად კი 267 წუთი.

მატა ასევე გამორჩეულია ჩაწოდებებში, ფლანგიდან სულ 533 პასი აქვს შესრულებული და 131_ჯერ ეს ბრწყინვალედ შეასრულა.

"იუნაიტედში" გადასვლით მატა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს. მას შანსი ეძლევა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტრანსფერით კარგად ისარგებლებს დევიდ მოიესიც, რომელსაც ბოლო თვეებია ძირითადის ფეხბურთელები დამტვრეული ჰყავს. ამასთანავე, მატა "იუნაიტედის" შეტევებს უფრო კრეატიულს გახდის.

ამ სეზონში ხუან მატამ უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ იგი "იუნაიტედს" ვერ დაეხმარება ევროპულ ტურნირზე. მაგრამ, შეუძლია გუნდის გმირად იქცეს და დევიდ მოიესთან ერთად "მანჩესტერი" ოთხეულში შეიყვანოს.

წყარო: Sports.ru


მატას სტატისტიკა პრემიერ ლიგაში
სიახლეები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
27 იანვარი 2014 12:07
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჩემი მე-400 სიახლეეეე derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: VaRdo
27 იანვარი 2014 12:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Beckham 7,

გილოცავ მალე 800 მომელოცოს wink მოკლედ და კონკრეტულად ძააან დეზლი როჟა ვიყიდეთ რა. მიდი ხუანიტო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: LizarD
27 იანვარი 2014 13:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Beckham 7,
ფგილოცავ.. ერთი ესპანელი გვყავს და იმან დაამტკიცა რომ უძლიერესია, ამას დამტკიცება არ ჭირდება უბრალოდ ნორმალურად წარმოაჩინოს თავისი თავი...
0
№4
ავტორი: chudikone
27 იანვარი 2014 13:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ წითელ ფორმაში manutd
Beckham 7,
გილოცავ, მალე დაგწეოდე derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: don_vini
27 იანვარი 2014 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
გილცოავ ავტორ:) ეს ბოლო ხანაი კარგი ამბები მესმის სულ.ეხლა თამაშEბის მოგებაც რომდ ავიწყოთ ცუდი არ იქნება:D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Manchester_M
27 იანვარი 2014 15:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Beckham 7,
გილოცავ 400 სიახლეს

წარმატებას მოუტანს ეგ კაცი იმედია მანჩესტერს და სწორ გზაზე დააბრუნებს.
0
№7
ავტორი: დავითი
27 იანვარი 2014 16:10
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
რა ნომერი დაითრია არ ვიცით ზუსტად ხო? manutd
0
№8
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2014 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გილოცავ 400–ე სიახლეს, მალე 4000–ეს მოგილოცავ

მატა ასევე გამორჩეულია ჩაწოდებებში


გვეშველა გვეშველა wink
0
№9
ავტორი: buka oboladze
27 იანვარი 2014 17:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დავითი,
მემგონი შვიდი დაზუსტებული არარის
0
№10
ავტორი: red devil
27 იანვარი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au neta chventan kide ufro aiwyvitos magari iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top