თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 12:31
ავტორი: Macklemore,
ნანახია: 1829,
კომენტარები: 14
Manchester United VS Cardiff City - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კარდიფ სიტი" პრევიუ!
Manchester United VS Cardiff City - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კარდიფ სიტი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგის 23-ე ტური.
მსაჯი: კრეიგ პოუსონი.
თარიღი: სამშაბათი, 28 იანვარი, 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)


Manchester United VS Cardiff City - Preview

Manchester United VS Cardiff City - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ქერიქი, ნანი.
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი.
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, ვან პერსი, ფელაინი, ფერდინანდი, ჩიჩარიტო.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდე ადგილს იკავებს 37 ქულით. გასულ ტურში მათ ლონდონის "ჩელსისთან" მარცხი იწვნიეს ანგარიშით 3-1.

Manchester United VS Cardiff City - Preview

"კარდიფ სიტი"

ტრავმირებულები: ენდრიუ ტეილორი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოულშერი.

"კარდიფ სიტი" მიმდინარე ჩემპიონატში უკანასკნელ ადგილს იკავებს 18 ქულით. გასულ ტურში ისინი ესტუმრნენ მანჩესტერს, სადაც "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდნენ ანგარიშით 4-2.

გუნდების ფორმა

Manchester United VS Cardiff City - Preview

"წითელი ეშმაკები" ბოლო 6 მატჩში 5ჯერ დამარცხდნენ, რაც მათ ცუდ ფორმაზე მეტყველებს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებით. მათ ოთხშაბათს ითამაშეს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალი "სანდერლენდთან" და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ამ მარცხზე სამწუხარო ალბათ მაიკლ ქერიქის ტრავმა იყო, რომელიც 1 თვით გამოაკლდა გუნდს. ასევე მიკრო ტრავმები მიიღეს ჩიჩარიტომ და ბიუტნერმაც. ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება, რაც "წითლებისთვის" ძალიან სასიხარულოა. გუნდს უბრუნდებიან ლიდერები: რუნი და ვან პერსი, ასევე სავარაუდოდ ხუან მატაც ითამაშებს უელსელების წინააღმდეგ. ასევე სავარაუდოდ დაბრუნდებიან მარუან ფელაინი და რიო ფერდინანდიც.

Manchester United VS Cardiff City - Preview

"კარდიფის" ახალი თავკაცი-ოლე გუნარ სოულშერი, საკმაოდ აქტიურობს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. მან დაიმატა რამდენიმე ფეხბურთელი სხვა და სხვა ჩემპიონატებიდა და ცდილობს ფაბიოს, ზაჰასა და კენუაინ ჯონსის გადაბირებასაც. "უელსელები" მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდად გამოიყურებიან განსაკუთრებით ბოლო ხანებში, მათ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1ში გაიმარჯვეს, 2 ფედ დაასრულეს და 7 შეხვედრაში დამარცხდნენ.

ბოლო 6 მატჩი

Manchester United VS Cardiff City - Preview

საინტერესო ფაქტები

* მანჩესტერ იუნაიტედს ოლდ ტრაფორდზე სულ 998 ქულა აქვს მოპოვებული, რაც ინგლისში სარეკორდო მაჩვენებელია.

* კარდიფ სიტის არ მიუგია ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან არცერთი. (2 ფრე და 5 მარცხი)

* კარდიფმა ბოლოს იუნაიტედს ოლდ ტრაფორდზე, შორეულ 1954 წელს მოუგო, როცა უელსურმა კლუბმა 2-3 იმარჯვა.

* მიმდინარე სეზონში კარდიფ სიტის გოლების 35% თავით იქნა გატანილი, რაც პრემიერ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.


ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს სულ 25-ჯერ დაუპირისპირდნენ ისტორიის მანძილზე. ამ 25 მატჩიდან 11 მატჩში გამარჯვება "იუნაიტედმა" შეძლო, 8 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 6 მატჩში "კარდიფმა" შეძლო გამარჯვების მოპოვება.

24.11.2013 Cardiff City 2 - 2 Manchester United
02.02.1962 Manchester United 3 - 0 Cardiff City
15.09.1961 Cardiff City 1 - 2 Manchester United
28.04.1961 Manchester United 3 - 3 Cardiff City
25.11.1960 Cardiff City 3 - 0 Manchester United
26.04.1957 Cardiff City 2 - 3 Manchester United
25.12.1956 Manchester United 3 - 1 Cardiff City


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2014 12:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლეს მთელი თამაშის განმავლობასი უმღერებენ love

იმედია რუნის, პერსის და მატას ვნახავ ერთად
0
№2
ავტორი: RedGirl
28 იანვარი 2014 12:38
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დღეს რა დღეში იქნება ოლდ ტრაფორდი <3 რუნი პერსი მატა იანუზაიი ერთად <3 ვაიმე მალე დაღამდი ! :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Macklemore
28 იანვარი 2014 12:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დღეს ძალიან ბედნიერი ვიქნები რამდენიმე მიზეზის გამო: რუნი, პერსი და ფელაინი ბრუნდებიან, ოლე ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება და რაღათქმაუნდა მატას თამაშს ველი მოუთმენლად.
0
№4
ავტორი: LizarD
28 იანვარი 2014 12:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დღეს დიდი დღეა!
0
№5
ავტორი: gilmour
28 იანვარი 2014 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არცერთი რო არ ათამაშოს ისე გავმწარდები თურქულ სერიალზე გადავრთავ
0
№6
ავტორი: chudikone
28 იანვარი 2014 13:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დღეს გამორჩეული დღე გაგვითენდა ! ოლე ესტუმრება იუნაიტედს და მატასაც გამორჩეულ დახვედრას მოუწყობენ ფანები ! ცაო დაღამდი :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Vodafone
28 იანვარი 2014 13:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კარგი ანგარიშით უნდა გავიმარჯვოთ
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
28 იანვარი 2014 14:59
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მატა ზამენიდან დაიწყებს. ამ მატჩის მოგება ჰაერივით გვჭირდება უნდა მოვიგოთ დღEს, თუ გვინდა ლიგაზე თამაში
0
№9
ავტორი: van persi
28 იანვარი 2014 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ეს ხელი უნდა მოვიგით
0
№10
ავტორი: VaRdo
28 იანვარი 2014 19:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარდიფ ოო სექსი სექსიიი aaaeee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top