თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2014, 17:14
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2459,
კომენტარები: 7
ჩელსიში დარჩენას დიდი ხნით ვაპირებდი
ხუან მატას ღია წერილი გულშემატკივრებს
ჩელსიში დარჩენას დიდი ხნით ვაპირებდი
ტრანსფერის დასრულების შემდეგ, ხუან მატამ დიდი მადლობა გადაუხადა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მას "ჩელსიში" ყოფნის დროს გულშემატკივრობდნენ. კვირას 25 წლის ესპანელი "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე ჩაფრინდა, სადაც მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და საბოლოოდ დაადასტურა ტრანსფერი. შეგახსენებთ, რომ ხუანი "იუნაიტედში" 37.1 მილიონ ფუნტად გადაბარგდა.

მატასთვის 2013-14 წლების სეზონის პირველი წრე არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, მაგრამ მან გულშემატკივრისთვის დაწერილ ღია წერილში შეეცადა გაეხსენებინა რამდენიმე კარგი მომენტი "ჩელსიში" ასპარეზობის დროს.

"გასულ წლამდე მეგონა, რომ "ჩელსიში" ძალიან დიდი ხნით დავრჩებოდი. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი კლუბშიც და ქალაქშიც. სიტუაცია კი შეიცვალა წინასასეზონო მომზადების დროს. კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლიდი თავს და ამის გამო დამეუფლა უცნაური გრძნობა, რომ "ჩელსის" ტოპ-თამაშებში ვერ დავეხმარებოდი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ძალიან ძნელია დიდი კლუბში თამაში."

"არასდროს დამავიწყდება გულშემატკივრების მხარდაჭერა "ჩელსიში" ასპარეზობის დროს, მოსვლის პირველი დღიდან წასვლის ბოლო დღემდე. ყოველთვის დიდი პატივისცემით მოვეპყრობი მათ. ყოველთვის..."

"ბერვი კარგი მოგონება დამრჩა. ინგლისის თასი - ჩემი პირველი ტიტულია "ლურჯებში". ძალიან დიდი სიხარული განვიცადე, როდესაც კლუბთან ერთად მოვიგე ჩემპიონთა ლიგა მიუნხენში და ევროპის ლიგა. მაგრამ ბოლო ექვსი თვე ძალიან რთული გამოდგა. ყოველი წერილი სოციალური ქსელებიდან, ქუჩაში თბილად მოსალმება, ამ ყველაფერმა დამანახა, რომ "ჩელსის" გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ და მეც ვამაყობ მათი."

"ძალიან გამიხარდა, როდესაც ასეთი ნდობა გამომიცხადეთ. ბოლო ორი წელი კლუბის საუკეთესო მოთამაშედ მთვლიდით. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. "ჩელსიში" ყოფნის დროს ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. მეგობრობა კი სამუდამოა, მაგრამ არა მინდორზე." - განაცხადა მატამ.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 იანვარი 2014 17:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატა მაგარი ძმაა love არამგონია რომელიმე ჩელსის ფნამ აშეიძულოს ეს კაცი, უბრალოდ არ დააფასა კლუბმა და წამოვიდა.

ჩვენგან უკვე იმხელა სიყვარული დაიმსახურა ეგრე რომც მოხდეს დაიკიდებს :დ
0
№2
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2014 17:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მიატირა :D:D:D შენი ცოდვით არ გაიხარა მაურინიომ :D
0
№3
ავტორი: love united
26 იანვარი 2014 18:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ეხლა მთლად მასეც ნუ მისტირი ჩელსის :დ

მაგარი კაცია.
0
№4
ავტორი: Vodafone
26 იანვარი 2014 18:46
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი ადამიანია!!!
0
№5
ავტორი: ლადო
26 იანვარი 2014 19:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ რა მაგრად მიყვარდება ეს კაცი...სანამ ჩელსიში თამაშობდა გოლს რო გვიტანდა ერთხელ არ შემიგინებია ისეთი სიმპატიით ვიყავი განწყობილი :D ძალიან მიხარია ჩვენთან რომ არის
0
№6
ავტორი: red.vuking
26 იანვარი 2014 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ამიერიდან ჩვენთვის გაიტანს 3d_5 3d_5
0
№7
ავტორი: buka oboladze
26 იანვარი 2014 20:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მეგობრობა სამუდამოა მაგრამ არა მოედანზეო ჰაჰა გენაცვალე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top