თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2014, 03:41
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1339,
კომენტარები: 6
დევიდ მოიესის ვრცელი ინტერვიუ
დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულზე ისაუბრა
დევიდ მოიესის ვრცელი ინტერვიუ
ხუან მატას ტრანსფერის დასრულების შემდეგ, დევიდ მოიესმა MUTV - სთან ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ სადაც კლუბის ახალწვულზე ისაუბრა.

როგორი კმაყოფილი ხართ ხუან მატას ტრანსფერით?

მე ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით მისით დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვით, თუმცა რამდენიმე თვე ის ჩვენს რადარზე იყო და ძალიან გვსურდა მისი ყიდვა. მე არასდროს მქონდა იმედი, რომ მისი ყიდვის საშუალება მომეცემოდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მას "ჩელსი" არანაირ შემთხვევაში არ გაუშვებდა. საბედნიეროდ ის ახლა ჩვენთანაა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

გაკვირვებული ხართ თუ არა იმით, რომ "ჩელსიმ" გასული ორი წლის საუკეთესო ფეხბურთელს თავის უშუალო კონკურენტში გაშვების უფლება მისცა?

მე ცოტათი გაკვირვებული ვარ, რადგან ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით "პრემიერ ლიგის" გუნდებს შორის. ჩვენ ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი შევიძინეთ და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას. ის ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებდა "ჩელსიში", იტანდა გოლებს და აკეთებდა საგოლე გადაცემებს, ძალიან მინდა მან იგივე რამ გააკეთოს წითელი ფორმით.

ძალიან რთულია იანვარში მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინო, არის თუ არა ის საუკეთესო ვარიანტი?

მე ვფიქრობ ის არის. იანვრის დასაწყისში ვთქვი, რომ ბევრი ფეხბურთელის შეძენას ვერ მოვახერხებდით და ეს სიმართლეა, რადგან რთულია ამ პერიოდში მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით სცენის მიღმა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ედ ვუდვორდს და მთლიან შტაბს. როგორც უკვე ვთქვი მე, ისევე როგორც ფეხბურთელები მოუთმენლად ველით მასთან მუშაობის დაწყებას. ჩვენ შეტევაში ხშირად გვაკლდა კრეატიულობა და დიდი იმედი მაქვს, რომ ხუანი ამის გამოსწორებას შეძლებს.

ხალხი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორი საოცარი სანახავი იქნება მისი ნახვა უეინთან, რობინთან და ადნანთან...

მე მსურს შევქმნა კარგი გუნდი. მინდა მოვიგო რაც შეიძლება მეტი მატჩი და ფანებს სიხარულის საბაბი მივცე. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე ამის ბევრჯერ გაკეთება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას, ხუანი მხოლოდ დასაწყისია.

როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდება ხუანი იმ ზეწოლას, რაც მას ასეთი დიდი კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელად ყოფნის გამო დააწვება?

მე ვფიქრობ, რომ ის ამას შეძლებს. როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხდები წინ ბევრი გამოცდა გელის. მისი პირველი გამომცდელები ფეხბურთელები იქნებიან, როდესაც ვარჯიშს დავუბრუნდებით. მე დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები მას მიახვედრებენ, თუ როგორი ფსიქოლოგია და როგორი ტრადიციებია გუნდში. ის ესპანეთის ნაკრების წევრია და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენთან. მას საშუალება ექნება ყველას დაანახოს საკუთარი შესაძლებლობები.

გსურთ თუ არა სამშაბათს მისი მოედანზე გამოყვანა?

დიახ, რადგან ის ახლოსაა თავის ოპტიმალურ ფორმასთან. ვიცი, რომ მას გარკვეული დრო გაუცდა და ვერ მოახერხა იმდენი მატჩის ჩატარება, რამდენიც მას სურდა. თუმცა ძალიან მინდა, რომ მან მონაწილეობა მიიღოს "კარდიფთან" მატჩში.

თქვენ განაცხადეთ, რომ კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას, უნდა ველოდოთ თუ არა მეტ ტრანსფერს იანვარში?

არ მგონია, რომ იანვარში კიდევ ვინმეს შეძენას მოვახერხებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ტრანსფერებზე მუშაობას, ზუსტად ვიცით რა გვჭირდება და თუ შანსი მოგვეცემა აუცილებლად გამოვიყენებთ. მე ვიმედოვნებ, რომ მას კიდევ რამდენიმე ტრანსფერი მოყვება ზაფხულში.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2014 03:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ გიო . არაუშავს მატაც საკმარისია ამ ზამთარს. ზაფხულში უფრო გავძლიერდებით. მოდი მოიეეეეეეს love

მე მსურს შევქმნა კარგი გუნდი. მინდა მოვიგო რაც შეიძლება მეტი მატჩი და ფანებს სიხარულის საბაბი მივცე. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე ამის ბევრჯერ გაკეთება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას, ხუანი მხოლოდ დასაწყისია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: LizarD
26 იანვარი 2014 04:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ვინ ელოდა წელს რომ ასეთი მაგარ ტრანსფერს გაჩითავდა მანჩესტერი იანვარში?? არავინ, ძალიან მაგარი ტრანსფერია და იმედია კარდიფთან ითამაშებს. მაგრად მაინტერესებს რას იზამს. ასაღელვებელი მომენტია :3
0
№3
ავტორი: ლადო
26 იანვარი 2014 08:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩემი აზრით მატა, რუნი და ადნანი მაგრად შეუწყობენ ერთმანეთს
0
№4
ავტორი: chudikone
26 იანვარი 2014 11:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გუნდს ახალი სისხლი სჭირდებოდა და მატამ ტრავმაც რო აიკიდოს დანარჩენები სახეს გაიძრობენ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: NUGI
26 იანვარი 2014 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მაგარი ტრანსფერია ხუან მატა ძალიან მინდოდა ეს მანჩესტერში და ასეც მოხდა
0
№6
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2014 15:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პერსი რუნი ადანი და მატა ალბათ ვერ უნდა შეაჩერონ ვერავინ და იმედია იანგს დიდი ხანი ვერ ვნახავ თ:D:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top