უეინ რუნი ახლოსაა კლუბში 2018 წლამდე დარჩენასთან. როგორც ცნობილი გახდა, ის სულ მალე ხელს მოაწერს 300 000 იან კონტრაქტს, რომელიც საბოლოოდ გააქრობს ჭორებს მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უამრავი ჭორი იწერება, თუმცა რუნის მჭიდროდ უკავშირებდნენ ლონდონის "ჩელსის" და მადრიდის "რეალს". ახლა კი, ამ ყველაფრის დასასრულებლად ერთი ხელმოწერა დარჩა საჭირო.
რუნის ამჟამინდელი კონტრაქტი 18 თვეში ეწურება, რომლის მიხედვითაც ის ანაზღაურებას კვირაში 250 000 ფუნტს იღებს. მოსალოდნელია, რომ დღეს ოფიციალური საიტი გამოაქვეყნებს მის კონტრაქტის გახაგრძლივებასთან სიახლეც, რის შედეგადაც "იუნაიტედის" ფანებს შეუძლიათ მორიგი "გამარჯვება" იზეიმონ, მატას ტრანსფერთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსი" ორჯერ ცდილობდა რუნის გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ორივე შეთავაზება უარყოფილ იქნა გუნდის ხელმძვანელობის მიერ.