თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2014, 15:41
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2500,
კომენტარები: 13
ფაბიო კლუბს სამუდამოდ ტოვებს
ძმა ძმის პირისპირ.
ფაბიო კლუბს სამუდამოდ ტოვებს
"კარდიფის" ბოსი, ოლე გუნარ სოლსკიაერი გეგმავს ფაბიოს გადმობირებას "მანჩესტერ იუნაიტედიდან". თუ ეს ტრანსფერი წარმატებით განხორციელდა, მაშინ 28 იანვარს ფაბიო და რაფაელი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

როგორც ჩანს, 5 წლის გასვლის შემდეგ, ფაბიოს დრო "იუნაიტედში" ამოიწურა და მას შანსი ეძლევა ადგილი დაიმკვიდროს "კარდიფ სიტის" ძირითად შემადგნელობაში. სოლსკიაერს გამოცდილება აქვს ფაბიოსთან თანამშრომლობაში, რადგან ის იყო "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის წევრი. მეტიც, როდესაც ზაფხულში ფაბიოს კონტრაქტი ამოეწურა "ქუინს პარკ რეინჯერსთან", ნორვეგიელმა მას ურჩია "მერცხლებს" დამატებოდა არენდით.

"კარდიფს" ფაბიოს ყიდვა მოუწვეთ, იმ შემთხვევაში თუ გეგმავენ ზაჰას არენდით დამატებას, ვინაიდან პრემიერ ლიგის გუნდებს არ აქვთ უფლება ერთი გუნდიდან 2 ფეხბურთელი იყოლიონ არენდით. არენდა არ მისცემს საშუალებას ფაბიოს რომ შემდეგ სამშაბათს მან "იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშოს, თუმცა სამუდამო ტრანფერს წინ არაფერი უდგას.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
24 იანვარი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ოჰოოო, ეს არაა კარგი სიახლე. მაგრად ტეხავს ამათი დაშორება. თუმცა თუ კოენტრაო მართლა ვიყიდეთ ალბათ მოუწევს წასვლა.
0
№2
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2014 16:00
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
წავიდეს წავიდეს . იუნაიტედში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და თან გუნდში წმენდაა საჭირო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Shako Jones
24 იანვარი 2014 16:06
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ასე უცბად რატო უნდა გაუშვან შანსის გარეშე :)) ეჰ არადა მახსოვს 2011 წლის ფინალშიც ამან ითამაშა.

აუ ავატარმა როგორ გაიფუჭა ხარისხი :@
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2014 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საცოდაობაა ამატი დაშორდება, მაგრამ თუ სადმე წასვლაა ჯობია ოლესთან წავიდეს. კარგ გუნდს დააყენებს და ფაბიომაც ვერა დავერ დაიმკვიდრა ადგილი გუნდში. ბიუტნერს პირადად მე მირჩევნია, მაგრამ უფრო ხშირად მას ათამაშებენ რას ვიზამთ
0
№5
ავტორი: don_vini
24 იანვარი 2014 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რას ვიზაVთ.ალბათ სწორია.ან არასწორი.მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გავუშვათ,ტრამვებმა თავისი კვალი დატოვეს ამ უნიჭიერეს ბიჭზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: UTD-Rule
24 იანვარი 2014 16:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ხო ხო ეს გავუშვათ და ბიუტნერი დავიტოვოთ what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 16:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ტეხავს ამის წასვლა , შანსიც არ ჰქონია ნორმალური, რაც ჰქონდა ვერ გამოიყენა. ისევ რომ გაანათხოვრონ არაა??
0
№8
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2014 16:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: UTD-Rule
ხო ხო ეს გავუშვათ და ბიუტნერი დავიტოვოთ


ეგეც წავა დაიცადე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: ლადო
24 იანვარი 2014 19:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კოენტაროს თუ არ მოიყვანენ ამის წასვლას არსად არ მივესალმები
0
№10
ავტორი: Malboro463
24 იანვარი 2014 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5894
არადა თავიდან რაფაელს ჯობდა.
წავიდეს სკამისთვისაც აღარ გამოგვადგება))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top