თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 21:15
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2304,
კომენტარები: 22
ზაჰამ სამედიცინო შემოწმება გაიარა
ინგლისელი ვინგერი "კარდიფში" განაგრძობს კარიერას.
ზაჰამ სამედიცინო შემოწმება გაიარა
21 წლის ვინგერმა, უილფრიდ ზაჰამ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა "კარდიფის" ბაზაზე, უელსელებს კი სურთ რომ მისი ტრანსფერი დასრულებული იყოს შაბათამდე, სადაც "მერცხლები" Fa Cup-ის მეოთხე რაუნდში "ბოლტონს" დაუპირისპირდებიან. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ზაჰა ამ სეზონს "კარდიფის" რიგებში დაასრულებს.

უილფრიდი "იუნაიტედს" გასულ ზამთარს, 15 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა არენდის სახით გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩა და დაეხმარა ყოფილ გუნდს პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში. მან 50 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გადამწყვეტ მატჩში პენალტი მოიპოვა, რის შედეგადაც იგი მატჩის გმირად დასახელდა, "კრისტალ პალასი" კი დღეს პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მას შემდეგ რაც ზაჰა ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდა, მან მხოლოდ ორი შეხვედრა დაიწყო საწყისი წუთებიდან "უიგანისა" და "ნორვიჩის" წინააღმდეგ. ხოლო ორ შეხდრაში იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში.

თუ ეს ტრანსფერი ოფიციალურად დამტკიცდება, ზაჰა მესამე შენაძენი იქნება ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის, რომელმაც მანამდე ორი ნორვეგიელი დაიმატა მისივე ყოფილი გუნდიდან, "მოლდედან". მაგნუს ვოლფ ეიკრემი და მატს დელი დღეს კარდიფის ღირსებას იცავენ.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ყოვილ წითელ ეშმაკს ოლდ ტრაფორდზე მოუწვევს სტუმრობა, სადაც ბოლო ადგილზე მყოფი მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საზგურისთვის მებრძოლ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: DimaSanaia
23 იანვარი 2014 21:24
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ნეტა გაგვიტანოს !!! დაუმტკიცოს მოიესს რომ ძალიან ძლიერია !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№2
ავტორი: IJay
23 იანვარი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ვგრძნობ პოგბასავით გვანანებინებს
0
№3
ავტორი: ViDa
23 იანვარი 2014 21:26
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგია, გამიხარდა რო კარდიფი. ჩვენი კაცი გვყავს იქ და მიხედავს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: Vodafone
23 იანვარი 2014 21:29
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ოლე მიდი აბა შენ იცი მიგვიხედე
0
№5
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2014 21:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლეს იმედი მაქვს, მომავალ სეზონში იმედია ათამაშებენ :დ
0
№6
ავტორი: chudikone
23 იანვარი 2014 21:34
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა მართლა გაგვიტანოს და ჩემზე ამაყი არავინ იქნება !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GGMU
23 იანვარი 2014 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
რაღაცნაირად ამას პოგბას ვამსგავსებ
0
№8
ავტორი: ThiagoAlcantara
23 იანვარი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
sheidzleba iseti puntqi idos kontraqtshi ro chvens winaagmdeg ver itamashos )) magram gamiswordeba tu itamasha da atria evra :D
0
№9
ავტორი: Vodafone
23 იანვარი 2014 21:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
chudikone,
ThiagoAlcantara,
ჩვენთან ვერ ითამაშებს, არენდით წასულ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ თავიანთ გუნდთან თამაში
0
№10
ავტორი: VaRdo
23 იანვარი 2014 22:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: DimaSanaia
ნეტა გაგვიტანოს !!! დაუმტკიცოს მოიესს რომ ძალიან ძლიერია !


როგორ უნდა გაგვიტანო განათხოვრებულმა კაცმა იქნებ გამარკვიო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top