თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 03:39
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2077,
კომენტარები: 6
მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 სანდერლენდი (გოლები)
გთავაზობთ დღევანდელ მატჩსი გასულ გოლებს და სახიფათო მომენტებს
მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 სანდერლენდი (გოლები)
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2–1 (3–3) "სანდერლენდი"

გოლები: ჯონი ევანსი 37'; ბარნსლი 119'; ჩიჩარიტო 120''.
გაფრთხილება: ბორინი, ოში, გარდნერი, ალონსო, ჯონსი, იანუზაი.
ტურნირი: ინგლისის ლიგის თასი
სტადიონი: ოლდ ტრაფორდი
თარიღი: 22 იანვარი 2014, 23:45
მსაჯი: მაიკლ დინი


მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 სანდერლენდი (გოლები)

დღეს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდი" მიიღო. წინა მატჩი "სანდერლენდის" გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. მასპინძლები 37–ე წუთზე ჯონი ევანსის გოლით დაწინაურდნენ. მატჩი დამატებით დრომდე მივიდა, რომელიც საკმაოდ დრამატული გამოდგა. 119–ე წუთზე დე ხეამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და "სანდერლენდმა" გაათანაბრა. თუმცა დევიდ მოიესის შეგირდებმა 1 წუთში გოლით უპასუხეს და ისევ წინ გავიდნენ. გოლი იანუზაის აქტიურობას მოჰყვა, რომლის გადაცემითაც ხავიერ ერნანდესმა ისარგებლა. ფინალისტი პენალტების სერიამ გამოავლინა. პირველად ბურთთან ფილ ბერდსლი მივიდა, რომელმაც ძალიან ცუდად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. ვალში არც "იუნაიტედის" თავდამსხმელი, დენი უელბეკი დარჩა და მანაც ვერ მოახერხა გატანა. შემდეგი სტივენ ფლეტჩერი იყო.ამ უკანასკნელს დავიდ დე ხეამ აჯობა და "იუნაიტედს" წინ გასვლის შანსი მიეცა, რომელიც დარენ ფლეტჩერმა გამოიყენა. ალონსომ გაათანაბრა და ჯერი იანუზაიზე მიდგა, რომელმაც ძალიან ცუდად დაარტყა. ანგარიში გათანაბრდა, 3–3 პენალტი და 1–1. სუნგ–იონგ კის კარგად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით სანდერლენდი წინ გავიდა. საჭირო მომენტში ვერ ივარგა ფილ ჯონსმა და ააცილა ბურთი კარს. შანსი "სანდერლენდს", თუ ჯონსონი გაიტანს, გუნდი ფინალში გადის, მაგრამ ისევ დავიდ დე ხეას კარგი თამაშის წყალობით "იუნაიტედს" შანსი ისევ მიეცა. 5–ე თერთმეტმეტრიანი რაფელმა შეასრულა, რომელმაც უხეიროდ დაარტყა და მანონემ ბურთის მოგერიების შანსიც არ გაუშვა, "სანდერლენდი" ფინალშია, ის "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

ვიდეოები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GGMU
23 იანვარი 2014 06:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ფუ ბუბლიკ
0
№2
ავტორი: davita
23 იანვარი 2014 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
საღოლ ბიჭები

ფორმაში არიან ეგრე გააგრძელეთ წაგებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: fabio
23 იანვარი 2014 15:28
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ეჰ ვერაფერს ვე მოვიგებთ სეზონის ბოლოს
0
№4
ავტორი: R10NEY
23 იანვარი 2014 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
რაზვალი აქვთ ამ ჩემისებს? areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№5
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2014 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე გოლმა მაგრად გამახარა, დანარცენი საშინელება იყო მთელი მატჩი. ერთი იანუზაი იყო რა, ესეც ღორობდა ზოგ მომენტში და სულ ჯარიმის აკიდებას ცდილობს
0
№6
ავტორი: Manchester_M
23 იანვარი 2014 16:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფეხბურთის წესები შეიცვალა თუ რა არის იქ სანდერლენდში 2 - 1 ხო დამთავრდა და აქ ძირითადი 1 - 0 მოოვიგეთ დამატებითები რატო წავიდა რავი ჩემპიონთა ლიგაზე ეგრე არ ხდებოდა და ახლა შეცვალეს თუ რა არის ?

პენლების დარტყმა არ ცოდნიათ ამათ რა ფეხბურთის თამაშზეა ლაპარაკი :D:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top