თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2014, 21:56
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 1995,
კომენტარები: 6
განხორციელდება თუ არა დიეგო კოსტას ტრანსფერი?
იუნაიტედს ატლეტიკოს ორი ფეხბურთელი სურს
განხორციელდება თუ არა დიეგო კოსტას ტრანსფერი?
როგორც ესპანური გამოცემები იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა აქტიურად ჩაერთო ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელის, დიეგო კოსტას ტრანსფერზე. დიეგო კოსტა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ხუან მატას ტრანსფერის ამბებმა მისი გადავიწყება გამოიწვია.

ატლეტიკო ცდილობს გაყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებშიც საკმაოდ კარგ თანხას აიღებს, ასეთი კი დიეგო კოსტა და ფილიპე ლუისია, სწორედ ამ ორი ფეხბურთელით ინტერესდება იუნაიტედი და მათ გადაბირებას ცდილობს.

მადრიდის ხელმძღვანელობას, ასევე ხუან მატას შეძენაც სურს. ლონდონელები თუ უარით გაისტუმრებენ წითლებს, მაშინ ესპანელები შეეცდებიან მის გადაბირებას.

იუნაიტედის ხელმძღვანელობა ცდილობს ხუან მატას ტრანსფერის განხროციელებას, თუ ეს გადარიცხვა ჩაიშალა, მაშინ ატლეტიკო უფლებას მისცემს დიეგო კოსტას და ლუის დატოვონ კლუბი, რადგან ხუან მატას ყიდვა შეძლონ.

მერსესაიდელები ცდილობენ დიეგო კოსტას გადაბირებას. ბრენდან როჯერსმა ფორმალურად 25მილიონი ევრო გაამზადა, მაგრამ შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს მიიღებენ, სატრანსფერო შეთავაზება 30მილიონამდე გაიზრდება.
ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 იანვარი 2014 21:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არ გვჭირდება არაფერში, მატაზე არ შეგვიშალონ ხელი
0
№2
ავტორი: love united
22 იანვარი 2014 22:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი აბა,ასეთი ფეხბურთელები ზედმეტი არასდროსაა.მაგრამ მაინც არ მინდა...
0
№3
ავტორი: Paul Scholes 22
22 იანვარი 2014 22:22
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
ახალი ყველაფერი კარგი და გამოსადეგია. არც კოსტა იქნებოდა ცუდი ვარიანტი..მაგრამ ჯერ ერთი ტრანსფერი დავასრულოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№4
ავტორი: VaRdo
22 იანვარი 2014 22:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაში გვინდა? თავდასხმა და მეკარე არ გვწირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: don_vini
22 იანვარი 2014 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ჩემი პირადი აზრია.უბრალოდ არაა და არა დიეგო კოსტა მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Manchester_M
23 იანვარი 2014 18:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როგორ არ გვჭირდება მაზავისტი ველბეკის იმედზე რომ ვართ და ძლივს შექმნილ მომენტებს რომ ვერ იყენებს როგორ უნდა თქვათ მაგის შემდეგ არ გვჭირდებაო კაი რა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top