თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2014, 18:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1988,
კომენტარები: 10
ქლევერლი თანაგუნდელებს ამხნევებს
"იუნაიტედი" მეტოქეს ლიდერების და კაპიტნის გარეშე შეხვდება ?!
ქლევერლი თანაგუნდელებს ამხნევებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელმა, ტომ ქლევერლიმ განაცხადა, რომ მისმა თანაგუნდელებმა არ უნდა გადადონ გვერდზე იარის მოშუშება და ახალი შემართებით მიიღონ "შავი კატები" ოლდ ტრაფორდზე.

"წითელმა ეშმაკუნებმა" კვირას გამართულ შეხვედრა დათმეს, ანგარიშით 3-1 და ახლა Capital One Cup-ის ნახევარ ფინალის განმეორებით მატჩისთვის ემზადებიან. "ჩელსისთან" მარცხმა გუნდი 6 ქულის სხვაობით (ჩემპიონთა ლიგის ზონიდან) და ნემანია ვიდიჩის გარეშე დატოვა. გუნდის კაპიტანმა წითელი ბარათი მიიღო ედენ აზადთან უხეშობისთვის და იგი სამი მატჩით იქნა დასჯილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდიჩი გუნდს გამოაკლდება ხვალინდელ შეხვედაში, სადაც "იუნაიტედი" შინ უმასპინძლებს "სანდერლენდს" და ეცდება 2-1 სხვაობის აღმოფხვრას და ფინალში გასვლას, სადაც კარგ ფორმაში მყოფ თანაქალაქელების დამარცხება მოუწევთ.

მომავალ შეხვედრას გუნდი დიდი ალბათობით კვლავ დანაკლისებით შეხვდება. ალბათ ვერც რუნის და ვერც ვან პერსის ვიხილავთ ტრავმის გამო. მართალია მათ ვარჯიში განაახლეს, მაგრამ დევიდ მოიესი მათ ისევ დასვენების საშუალებას მისცემს. მართალია, ბოლო ხანებში დევიდ მოიესისთვის სასიხარულო არაფერი ისმის, მაგრამ ტომ ქლევერლი იმედს არ კარგავს და მტკიცედ სჯერა რომ მისი თანაგულდელები თავს არასოდეს დახრიან.

"იმედგაცრუებებს არ უნდა მივცეთ ჩვენი დაცემის შანსი." აცხადებს ქლევერლი Sky Sports-თან ინტერვიუში. "ჩვენ უნდა გავუგოთ ჩვენს ახალ მენეჯერს. როგორც ჩანს, მას ხშირად არ უმართლებს და ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ გრძნობების გამოხატვით შემოვიფარგლოთ. ჩვენ უნდა წამოვდგეთ და გამარჯვებების დათვლას შევუდგეთ, რომელიც "სანდერლენდთან" მატჩით დაიწება."

ქლევერლის ჯერაც არ დაუკარგავს იმედი იმისა, რომ მისი გუნდი კვლავ შეძლებს ჩემპიონობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა რომ "ეშმაკუნები" 14 ქულით ჩამორჩებიან ცხრილის სათავეში მყოფ "მეთოფეებს."

"შენ არასოდეს არ უნდა ჩამოწერო "იუნაიტედი" ჩემპიონობის კანდიდატებიდან." განაგრძობს ტომ ქლევერლი. "ეს კლუბი უფრო ცუდ სიატუაციაშიც ყოფილა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გამარჯვებულები გამოვდიოდით. ახლა ეს ძალიან რთული იქნება. ჩვენ ყოველი მატჩი უნდა მოვიგოთ დარჩენილ სეზონში, თუ გვინდა რომ ტიტული შევინარჩუნოთ, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ "იუნაიტედის" ჩამოწერა დაუფიქრებელი შეცდომაა."

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
21 იანვარი 2014 18:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამისგან ფსიქოლოგი უფრო დადგებოდა, ვიდრე გამთამაშებელი. კარგი შემართება აქვს, მაგრამ მოედანზე არაფრის მაქნისი არ არის. ყველაზე ძალიან ის ტეხავს რომ დღეს იუნაიტედში ერთადერთი გამთაშებელია და ეს არის ქლევერლი. უკან პასების გარდა არაფერი შეუძლია ტიპს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: VaRdo
21 იანვარი 2014 18:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენ შენი თავი გაამხნევე და ცოტახანი ბინა იქირავე და ცალკე იცხოვრე თორე სუ იმასგიქნა მაგ საყვარელმა თუ ცოლმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Lev
21 იანვარი 2014 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეს როგორ მაღიზიანებს თამაშის დროს....თითქოს აქტიურობს...არადა არაფერს აკეთებს ..არასოდეს ამწვავებს ....ორთაბრძოლებს გაურბის...არასოდეს რისკავს წინ პასს...არასოდეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: Beckham 7
21 იანვარი 2014 18:56
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
წადი რა აქეთ ხარ გასამხნევებელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: love united
21 იანვარი 2014 19:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lev,
ზუსტად მასეა :დ თითქოს ბევრ შეცდომას არ უშვებსო,მაგრამ არც არაფერს აკეთებს :დ
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
21 იანვარი 2014 19:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამან ვინ უნდა გაამხნევოს :დ
0
№7
ავტორი: fabio
21 იანვარი 2014 19:49
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ამან კიდო ვინმე რო გაამხნევოს:დ

ამან კიდო ვინმე რო გაამხნევოს:დ
0
№8
ავტორი: buka oboladze
21 იანვარი 2014 21:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
თქვენ რაღა გჭირთ აბა რაუნდა ქნას არ უნდა გაამხნევოს თანაგუნდელები?!!
0
№9
ავტორი: Tamara
22 იანვარი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მოდი დაგვტოვე და გავმხნევდებით
0
№10
ავტორი: LizarD
22 იანვარი 2014 07:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
შენ რომ ათამაშდე როგორ გამახარებ :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top