თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2014, 00:41
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2313,
კომენტარები: 0
ვიდიჩი: ტიტულისთვის ბრძოლა შეწყდა, თუმცა მოგიწოდებთ, რომ შეეშვათ მოიესს!
ვიდიჩი ტიტულზე და მოიესზე საუბრობს.
ვიდიჩი: ტიტულისთვის ბრძოლა შეწყდა, თუმცა მოგიწოდებთ, რომ შეეშვათ მოიესს!
''იუნაიტედის ცენტრალურმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ "ჩელსისთან" მარცხის შემდგომ, ტიტულის მოპოვების შანსი უკვე აღარ აქვს მის გუნდს.

"მოგეხსენებათ, რომ ლიდერს ძალიან დავშორდით ცხრილში, ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხეულისათვის უნდა ვიბრძოლოთ ყველა შემთხვევაში. მინდა აღვნიშნო, ისიც და გულწრფელად გითხრათ, რომ ცუდი მატჩი ჩავატარეთ ლონდონში. სულ 3 დარტყმა ჰქონდა ზუსტი "ჩელსის" და სამივე კარში წავიდა. ასეთ მატჩებში შეცდომა არ უნდა დაუშვა არცერთ მომენტში. იმიტომ, რომ მეტოქე არასდროს გაპატიებს მცირე შეცდომასაც კი და ყოველთვის ისარგებლებს და მის გამოყენებას ეცდება. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ შეძლო და თამაში ისე წაიყვანო, როგორც გსურს თუმცა, გუშინ ეს ასე არ მოხდა. ახლა ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ადგილისათვის ვიბრძოლოთ. ამ წარმატების მიღწევას მჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ." - აცხადებს სერბი Sky Sports - თან.

ასევე მან განაცხადა და მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ გუნდის წარუმატებლობაში მენეჯერს ნუ დაადანაშაულებენ, რადგან მისი ბრალი არ არის, რომ ფეხბურთელები ვერ არიან ისეთ ფორმაში და ვერ აჩვენებენ ისეთ კარგ ფეხბურთს როგორც გასულ სეზონში აჩვენებდნენ.

"ნუ დაადანაშაულებთ მენეჯერს ნურაფერში, პირადად მე და ასევე ფეხბურთელებიც, დავიღალეთ ყოველი გასული მატჩის შემდგომი ერთი და იგივე განცხადების მოსმენით რომ ყველაფერი მწვრთნელის ბრალია. მას ტაქტიკა ძალიან კარგად ჰქონდა აგებული, და ამართლებდა კიდეც. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კლუბმა გამარჯვება მოიპოვოს თითოეულ მატჩში. ასევე იმედგაცრუებული ვარ არბიტრის გადაწყვეტილებით, რომელმაც წითელი ბარათი მიჩვენა და მოედანი დამატოვებინა. დიახ, უხეშად ვითამაშე, მაგრამ ეს არ იყო წინასწარი განზრახვით გაკეთებული. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა თუმცა მსაჯმა სულ სხვა გადაწყვეთილება მიიღო." - დაასრულა სერბმა მცველმა.


skysports.com
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top