20-01-2014, 21:19
ნანახია: 2444,
კომენტარები: 13
მოურინიომ ფერგის რეკორდი მოხსნა
მოურინიომ ფერგის რეკორდი მოხსნა!
გუშინ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა პრემიერ ლიგის 22–ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლეს და მეტოქე 3–1 დაამარცხეს.
ჟოზე მოურინიოსთვის ეს გამარჯვება მეასე გამოდგა. პორტუგალიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგაში 142 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 100–ჯერ აქვს მოგებული.
წინა რეკორდი "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნოდა, რომელსაც იგივე შედეგის დასაფიქსირებლად ოცით მეტი მატჩის ჩატარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო პრემიერ ლიგაში 2004-2007 წლებში მოღვაწეობდა.
წყარო: rusfootball.info
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.