"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი პორტუგალიაში მორიგი სამი ქულის მოპოვებას და მომდევნო ეტაპზე ნაადრევად გასვლას გეგმავს. ბოსმა "ბრაგას" შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებით კარგად საკუთარ სტადიონზე თამაშობენ, თუმცა სერ ალექსის გუნდის მთავარი მიზანი მაინც მხოლოდ გამარჯვება იქნება. "წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის - თუ გავიმარჯვებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ვიცი, რომ "ბრაგა" ევროპულ ტურნირებზე კარგად ასპარეზობს, განსაკუთრებით სახლში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთან რთული შეხვედრა გვექნება, მაგრამ გამარჯვების მოპოვების დიდი იმედი მაქვს. პორტუგალიურ ფეხბურთს პატივს ვცემ. მე მათთან დამარცხების და გამარჯვების შედეგად დიდი გამოცდილება შევიძინე. თუ "პორტოს" და "ბენფიკას" ჩანაწერებს გადახედავთ, მათ შესაძლებლობებში დარწმუნდებით. ამითომ ვცემ მათ დიდ პატივს. ისინი ჯერ კიდევ ზრდიან ფანტასტიურ ფეხბურთელებს, ისინი ჯერ კიდევ საუკეთესონი არიან ბრაზილიელი ფეხბურთელების აღმოჩენაში და მათ მატჩზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ." - დაასრულა ფერგუსონმა.