უორენ ჯოისი იჯარის წესით განათხოვრებული ახალგაზრდა მოთამაშეების რეზულტატებს მოუთმენლად ელის. მოგეხსენებათ, მაიკლ კინი და ჯესი ლინგარდი "ლესტერში", რობი ბრედი "ჰალ სიტიში", შონ მაკგინტი კი "კარლაილ იუნაიტედში" გადავიდა.
"მათთვის ეს თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობაა, - აღნიშნა ჯოისმა MUTV-სთან ინტერვიუში. "ამ წელს ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი შევიძინეთ, და ახლა შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და რამდენიმე მათგანი იჯარის წესით გავანათხოვროთ. მათ ახალ დონეზე გამოსვლისა და ამ დონეზე თავიანთი შესაძლებლობების შეფასების საშუალება ეძლევათ."
ბრედი ერთი წლის შემდეგ "ჰალ სიტიში" ბრუნდება, კინი და ლინგარდი კი პირველად ტოვებენ "ოლდ ტრაფორდს".
"იჯარის ვადის პირველ ნახევარში, ანუ ზუსტად შობამდე, ბრედი შესანიშნავი იყო, მაგრამ შემდეგ პოზიციების შეცვლა დაიწყო, - დაამატა ჯოისმა. "რა თქმა უნდა, ის იქაურ გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ, ასე რომ მან იცის რაც ელოდება. რამდენიმე ჩვენ ძველ მოთამაშეს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია "ჰალ სიტი", რომელიც მშვენივრად ასპარეზობს ჩემპიონშიფზე. ისეთ კლუბში თამაშით, რომელიც ლიგის პირველი ადგილისკენ მიისწრაფვის ძალიან დიდ გამოცდილებას იძენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ლესტერზეც". ჩვენი ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ იქ არენდით, ამიტომ "ლესტერში" უყვართ "იუნაიტედის" ფეხბურთელები და იციან, რომ ისინი მათ კლუბს სარგებელს მოუტანენ. მაიკლს და ჯესის დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ თამაში, რითაც დიდ გამოცდილების შეძენის საწინდარია."
სამშაბათს "ბოლტონის" წინააღმდეგ მატჩში კინმა მოედანზე 57 წუთი გაატარა, ლინგარდს კი მხოლოდ ხუთი წუთის გატარება მოუხდა. ბრედიც შეცვლაზე შევიდა "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში, მაკგინტიმ კი მთელი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.