თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2014, 17:54
ავტორი: Esi,
ნანახია: 12807,
კომენტარები: 88
სატრანსფერო ციებ-ცხელება
იუნაიტედს გერმანელები მოუნდა...
სატრანსფერო ციებ-ცხელება
7-8-9-10-11 და 12-13-14-15-16-17 იანვრის სატრანსფერო სიახლეები!


18 იანვარი

1. დევიდ მოიესმა უილფრიდ ზაჰა იჯარის წესით სხვა კლუბში არ გაუშვა.ამის მიზეზად კი მან დაასახელა ის ფაქტი,რომ ეშლი იანგი და ლუიშ ნანი ტრავმირებულები არიან.ამ ყველაფერზე კი ინგლისელი ახალგაზრდა ძალიან განაწყენებულა.

2. იტალიური გამოცემა Il Tempo-ს განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა შეეცილოს პ.ს.ჟ-ს,მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას,რომის ფეხბურთელ მირალემ პიანიჩის ტრანსფერში.

3. Globo Esporte-სთან ინტერვიუში,ლუკას მოურას აგენტმა განაცხადა,რომ მის კლიენტს არ სურს დატოვოს კლუბი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე.მიუხედავად იმისა,რომ მისით იუნაიტედია დაინტერესებული.მოგეხსენებათ ამ უკანასკნელის შეძენა იუნაიტედს უკვე მეორედ სურს.

4. თუ Sky Italia-ს დავუჯერებთ,მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა წინადადებით მიმართა მილანის ინტერს ფრედი გუარინის ტრანსფერთან დაკავშირებით.

19 იანვარი

1. ესპანური გამომცემლობა Marca-ს ინფორმაციით,მადრიდის ატლეტიკომ ესპანელ ნახევარმცველ კოკესთან ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა,ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევროა.

2. Sunday Mirror-ის განცხადებით,დევიდ მოიესი აპირებს შეეცილოს ლონდონის არსენალს ხულიან დრაქსლერის ტრანსფერში.მეთოფეები მზად არიან ამ უკანასკნელში £37 მილიონი გადაიხადონ.

3. დევიდ მოიესს კიდევ ერთი ევერტონის ფეხბურთელი სურს.ამჯერად კი საუბარია სიმუს კოულმენზე.მის სანაცვლოდ მოიესი მზადა £15 მილიონი გადაიხადოს.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ 25 წლის მცველი,2008 წელს მოიესმა ევერტონში ყოფნისას,სულ რაღაც £60,000-ად შეიძინა.

4. The Sunday People-ს თქმით,ხუან მატა ძალიან ახლოსაა დატოვოს ლონდონის ჩელსი და გადაბარგდეს სხვა კლუბში.ამავე წყაროს ინფორმაციით,დიდი შანსია ესპანელი იუნაიტედში ვიხილოთ,რადგან ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მზადაა მატაში £20 მილიონი გადაიხადოს.

5. მოგეხსენებათ ზაფხულში პატრის ევრა გუნდს დატოვებს,ამიტომაც მოიესი მის შემცვლელს ეძებს,ამჯერად კი მისი ნომერ პირველი სამიზნე სევილიას 21 წლის მცველი ალბერტო მორენოა.იუნაიტედი მზადაა ამ ფეხბურთელში £18 მილიონი გადაიხადოს.

6.AS-ის ცნობით,ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ბილბაოს ატლეტიკის 19 წლის ფეხბურთელით,აიმერიკ ლაპორტეთი.

20 იანვარი

1. The Daily Star-ის ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია პ.ს.ჟ-ს ურუგვაელი ფორვარდით,ედისონ კავანით.ამავე წყაროს ინფორმაციით,დევიდ მოიესს ძალიან სურს ამ უკანასკნელის კლუბში ხილვა.

2. როგორც დევიდ მოიესმა განაცხადა,მან £15 მილიონიანი წინადადებით მიმართა ევერტონის ხელმძღვანელობას.მოიესს სიმუს კოლმენი სურს და ეს თანხა სწორედ ამ ფეხბურთელისთვისაა განკუთვნილი.

3. სანდერლდენის მეკარეს ვიტორ მანონეს ძალიან გაუკვირდა ის ფაქტი,რომ მისით იუნაიტედი ინტერესდებოდა და ამ ყველაფერს ჭორი უწოდა.მისი თქმით ის ახლა ბედნიერია სანდერლენდში და კლუბის დატოვებას არ აპირებს.

4. Daily Mirror-ის განცხადებით,იუნაიტედი მზადაა გადაიხადოს £20 მილიონი მადრიდის ატლეტიკოს 19 წლის ფეხბურთელში,სალ ნიგუეზში,რომელიც რაიო ვალაკანოშია განათხოვებული.

5. Manchester Evening News-ის ინფორმაციით,რომას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი,სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს დატოვებს და იგი დიდი ალბათობით იუნაიტედში გადმოვა.

7. Tuttosport-ის განცხადებით,ტურინის იუვენტუსი მზადაა მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელ შემტევში,ლუის ნანიში £17 მილიონი გადაიხადოს.

21 იანვარი

1. "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა კლუბის სარეკორდო თანხის, 37 მილიონის სანაცვლოდ შეიძინოს ხუან მატა, ინფორმაციას ავრცელებს The Telegraph, რომელმაც მთელი გვერდი მიუძღვნა ამ სატრანსფერო სიახლეს (ეს გამოცემა ნამდვილად არ გამოირჩევა სატრანსფერო სიახლეების აქტიური გამოქვეყნებით). როგორც მოგეხსენებათ ხუან მატა უკმაყოფილოა თავისი ამჯამინდელი მდგომარეობით და სურს მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რათა მოახერხოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება.

2. როგორც mirror-ი იუწყება,ედისონ კავანის ტრანსფერში სერ ალექს ფერგიუსონიც ჩაერია.ამ უკანასკნელის თქმით იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ეს ტრანსფერი შედგეს.

3. ნიკოლას გაიტანმა პორტუგალიურ პრესაში განაცხადა,რომ მას არავითარი შეთავაზება არ მისვლია რომელიმე კლუბისგან.მაგალითად კი ნემანია მატიჩის ჩელსიში გადასვლა მოიყვანა და განაცხადა,რომ როდესაც ჩელსიმ ბენფიკას შეთავაზება გაუკეთა ჩვენ ყველამ ვნახეთ რაც მოხდაო.ბოლოს დასძინა,რომ ის ამჟამად ბენფიკაშია და კონტრაქტიც აკავშირებს ამ კლუბთან.

4. Sky Sports-ის ინფორმაციით "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შეთავაზება გააკეთეს ხუან მატაზე. თუმცა არ გამორიცხეს, რომ ამას უახლოეს მომავალში იზამენ.

5. გუილემ ბალაჯე: მატას "იუნაიტედში" შეუძლია ითამაშოს როგორც ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე, ისე ფლეიმეიქერად. ის გუნდს ნამდვილად დიდ ძალას შემატებს. მაურინიოს სურს მისი გაშვება და "იუნაიტედი" მას აუცილებლად იყიდის." შეგახსენებთ, რომ გუილემ ბალაჯე არის SkySports-ის ჟურნალისტი, რომელმაც ყველაზე ადრე გამოიცნო იოზილისა და ფელაინის ტრანსფერი ამ ზაფხულს.

6. foxsports-ის ინფორმაციით,მანჩესტერ იუნაიტედი ახლოსაა შეიძინოს მიუნხენის ბაიერნის ბრაზილიელი მცველი დანტე. "მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ? ჯერ არა. მე "ბაიერნში" ვარ, თუმცა სასიამოვნოა "იუნაიტედის" დაინტერესება. ვნახოთ რა მოხდება თვის ბოლოს." - დანტე

7. The Telegraph-ის ინფორმაციით,ჟოზე მაურინიომ განაცხადა,რომ მატა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს კლუბს,თუკი ესპანელი თვითონ მაურინიოსთან მივა და ეტყვის,რომ სურს კლუბის დატოვება.ამ შემთხვევაში მაურინიოს თქმით,ისინი ხელს არ შეუშლია მატას და გაყიდიან 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად.

8. The Guardian-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი ფაბიო არენდით გერმანულ კლუბში, "ფრაიბურგში" გადავა.

9. კიდევ ერთმა გამოცემამ, The Independent-მა დაადასტურა, რომ მატა "იუნაიტედში" გადავა, ტრანსფერის ფასად 42 მილიონს ასახელებენ.

22 იანვარი


1. მატას ტრანსფერში რუნიც ჩაერთო. "Skysport" -ის ესპანური ფეხბურთის სპეციალისტის, გილემე ბალაჯის განცხადებით, "ჩელსი" მატაში ითხოვს 32 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან სანაცვლოდ უეინ რუნის. აქვე "Skysport" -ის ინფორმაციით, ტრანსფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ყველა წინაპირობაა, რომ შედგეს ხუან მატას ტრანსფერი.

2. რუნის ტრანსფერში "მადრიდის რეალი" ჩაერთო. დიდი ხანია რუნი "ჩელსის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება, თუმცა მანჩესტერულ კლუბს ურჩევნია ფეხბურთელი უცხოეთში გაუშვას. "მადრიდის რეალი" კი კარგი ვარიანტია. მსგავსი ჭორები გრძელდება და როგორც რამდენიმე გაზეთი გვამცნობს, რუნის გაყიდვის შემდეგ "იუნაიტედი" შეეცდება იყიდოს "მონაკოს" ვარსკვლავი ფალკაო, ან "სიტის" ფორვარდი აგუერო.

3. Sky Sports-ის ბოლო ინფორმაციით,მაურინიომ განაცხადა,რომ თუ მატას წასვლა უნდა ის წინ არ გადაეღობება ესპანელს და გაუშვებს სხვა კლუბში,თუკი იგი მოისურვებს.

4. როგორც mirror-ი იუწყება,მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი თითქმის შეთანხმდნენ ხუან მატას ტრანსფერზე.იუნაიტედი მზადაა £40 მილიონი გადაიხადოს ამ ფეხბურთელში.

5. Daily Mail-ის ინფორმაციით,ესპანელი ფეხბურთელი ხუან მატა 48 საათში იუნაიტედში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

6. BBC-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს პირველი ოფიცილური შეთავაზება გააკეთა ხუან მატაზე, ტრანსფერი ფასი 40 მილიონია.

7. The Guardian იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ხუან მატას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ინგლისისი ჩემპიონებს ესპანელი ნახევარმცველი 40 მილიონი დაუჯდებათ.

8. Sky Sports-ის ჟურნალისტი, გუილემ ბალეგა: "ყველაფერი შეთანხმებულია. ხუან მატა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი იქნება. სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება."
სატრანსფერო ციებ-ცხელება


9. Sky Sports-ის ინფორმაციით,ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა ხვალ იუნაიტედში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.იუნაიტედმა ამ უკანასკნელში £37 მილიონი გადაიხადა.

23 იანვარი

1. "Sky Sports" -ის ინფორმაციით "იუნაიტედის" ბრაზილიელი ლეგიონერი, მარცხენა მცველი ფაბიო და სილვა შესაძლოა "ფრაიბურგში" აღომჩნდეს. ბრაზილიელმა ვერა და ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში, ამიტომაც ის გუნდს აუცილებლად დატოვებს.

2. როგორც mirror-ი იუწყება,ხუან მატა შვეულმფრენით ჩაფრინდება მანჩესტერში და ის დღესვე ეწვევა კარინგტონის ბაზას,სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

3. Mail Sport-ის ინფორმაციით,ხუან მატას შვეულმფრენი უკვე მანჩესტერშია.იგი სულ მალე მივა კარინგტონის ბაზაში,რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

4. სხვადასხვა ბრიტანული წყაროების ცნობით ხუან მატამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და სულ მალე ის ოფიციალურად გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი.

5. DailyMail-ის ინფორმაციით, ხუან მატამ ხელი მოაწერა 4 წელ ნახევრიან კონტრაქტს "მანჩესტერთან". ის კვირაში 150,000 ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით.

24 იანვარი

1. მაიკლ ოუენმა,თავის სოციალურ ქსელში,განაცხადა,რომ მატას გარდა იუნაიტედის გულშემატკივრებს კიდევ უფრო კარგი ამბები ელით წინ.

2. Goal.com-ის ინფორმაციით,დიდი ალბათობით,იუნაიტედის მარცხენა მცველი ფაბიო და სილვა კარდიფ სიტიში გადავა.ჯერ-ჯერობით უცნობია იჯარის წესით დატოვებს ფაბიო კლუბს თუ გაყიდიან.ასევე კარდიფ სიტის სურს იჯარის წესით შეიძინოს ვილფრიდ ზაჰა.

3. მადრიდის ატლეტიკო მზადააა მანჩესტერ იუნაიტედის იაპონელ ნახევარმცველ შინჯი კაგავაში £17 მილიონი გადაიხადოს.

4. Daily Mirror-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედი არა და არ ეშვება ტურინის იუვენტუსის ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალის.ამავე წყაროს ინფორმაციით,იუნაიტედი მზადაა ფეხბურთელს იმაზე უფრო კარგი კონტრაქტი შესთავაზოს,რაც ახლა ვიდალს იუვენტუსთან აკავშირებს.

5. The Daily Telegraph ირწმუნება,რომ მანჩესტერ იუნაიტედი აუცილებლად იყიდის მილანის ინტერის ნახევარმცველ ფრედი გუარინის.ეს ტრანსფერი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა,რაც მაიკლ კერიკმა ტრავმა მიიღო და იგი 1 თვით გამოაკლდება კლუბს.

25 იანვარი

6. Mirror-ის ინფორმაციით,იუნაიტედის მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა სურვილი გამოთქვა კლუბის დატოვებისა.მიზეზად კი პირველ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო დაასახელა.

1. ჟოზე მაურინიომ რამდენიმე საათის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ მატამ კლუბი დატოვა და იგი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.


2. ფილ ნევილი და დევიდ მოიესი გერმანიაში იმყოფებიან და ისინი ბუნდესლიგის მატჩს დაესწრებიან,სადაც ერთმანეთს "მიუხენგლადბახი" და "ბაიერნი" უპირისპირდებიან.სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ტონი კროოს აკვირდება

27 იანვარი

1. the Daily Telegraph აცხადებს,რომ ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულები არიან ლუკ შოუთი.

2. A Bola-ს ინფორმაციით,იუნაიტედი დაინეტესებულია პორტოს ბრაზილიელი ნახევარმცველით ფერნანდოთი.ასევე ამ უკანასკნელისადმი ინტერესს იჩენენ ორი მერსესაიდული კლუბი ევერტონი და ლივერპული.

3. Metro-ს ინფორმაციით,მანჩესტერ იუნაიტედმა აჯობა იტალიურ მილანს კასპერ შმეიხელის ტრანსფერში.ლეგენდარული კიპერის შვილი ამჟამად სიტის საკუთრებაა,მაგრამ ლესტერშია განათხოვრებული.

4. the Daily Telegraph-ის ინგორმაციით,დიდი ალბათობით დევიდ მოიესი კიდევ უფრო დიდ ტრანსფერებს განახორციელებს.დიდი შანსია,რომ გერმანელი ტონი კროოსი იუნაიტედში გადავიდეს,რადგან კლუბთან კონტრაქტი ეწურება.ასევე საუბარია მარკო როისსზე,რომელიც მოიესს ძალიან სურს.
ჭორები
88 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
18 იანვარი 2014 18:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Guarin kaia
0
№2
ავტორი: rooney and persi
18 იანვარი 2014 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
აუ მოურა როგორ მინდა derphappycry
0
№3
ავტორი: red devil
18 იანვარი 2014 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Amatidan moura da guarini ro dagvatrevina kai iqneboda
0
№4
ავტორი: gio(kosheichi)
18 იანვარი 2014 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
moura dagvxatavdaaaaaaa
0
№5
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2014 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
№6
ავტორი: rooney and persi
19 იანვარი 2014 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
რავი დრაქსლერიც ძაან მაგარია
0
№7
ავტორი: vano
19 იანვარი 2014 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
მე თუ მკითხავთ როისი არ გვჭირდება და არც გუნდოგანიიი დაქსლერი პოგბა და Hამშიკი ყველას ჯობია +ვიდალი და მატაც კაია
0
№8
ავტორი: gilmour
19 იანვარი 2014 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვიდალი, ჰამშიკი, მოდრიჩი, ამ სამიდან ნებისმიერი მინდა ცენტრში
0
№9
ავტორი: lefty
19 იანვარი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დრაქსლერი კაია მაგრამ როისი ჯობია თუ მოვა love
0
№10
ავტორი: vask12
19 იანვარი 2014 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
bichebi userbar an xelmowera rogor gavaketo ?

coentrao arendit maic gadmovides neta
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ This Is All About Respect And Emotion
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top