თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2014, 10:32
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1704,
კომენტარები: 8
ვიდიჩი: ჩემპიონობის შანსი კიდევ არის
გუნდის კაპიტანი არ ნებდება.
ვიდიჩი: ჩემპიონობის შანსი კიდევ არის
ნემანია ვიდიჩმა ინტერვიუ მისცა Manutd.com-ს და განაცხადა, რომ მის გუნდს კვლავ აქვს ჩემპიონობის შანსი.

წინა კვირას, "სუონსისთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ, აგიმაღლათ მოტივაცია ფეხბურთელებს ?

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მანამდე ძალიან ცუდი შედეგები ვაჩვენეთ. ამან შემართება რა თქმა უნდა მოგვიმატა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებების სერია უნდა გავგარძოთ თუ გვინდა რომ ცხრილში ადგილი ზევით ავიწიოთ. მანამდე კი ჩვენი მოვალეობაა ვარჯიში და გაუმჯობესება გავნაგრძოთ, რათა ზედიზედ მოვიგოთ მატჩები.

თქვენ მიჩვეული ხართ ამ გუნდში წარმატებას. "იუნაიტედს" ყოველთვის ცხრილის სათავეში ხედავდით. რა გრძნობა გეუფლებათ ახლა, როდესაც ცხრილის სათავეში სხვა გუნდებს ხედავთ ?

მე ახლა ცხრილს არ ვუყურებ (იღიმის). მე ველოდები იმ მომენტს, როდესაც რამდენიმე მატჩს ზედიზედ მოვიგებთ და სწორედ ამის შემდეგ ჩავხედავ ცხრილს. იმედია მომდევნო თამაშს კარგად ჩავატარებთ. თუმცა ჩვენ ახლა სტაბულურობა გვჭირდება და არა მაღალი კლასის ფეხბურთი, ჩვენ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მატჩების ზედიზედ მოგება.

რეალურად რომ შევხედოთ, დღევანდელი დღიდან სეზონის ბოლომდე, რისი მიღწევა არის შესაძლებელი ?

ახლა ძნელია ამის თქმა. ჩემი აზრით, მომდევნო 6-7 მატჩის შედეგი დაგვანახებს ყველაფერს. მომდევნო თამაში "ჩელსისთან" გვაქვს. რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მათ მხოლოდ 6 ქულითღა ჩამოვრჩებით. სწორედ ეს გვაძლევს ჩეპიონობაზე ფიქრის საბაბს. შეიძლება ასეთ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკი ცუდად ჩანს (ცრილიდან გამომდინარე), მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ ზედიზედ მოგებული მატჩები წარმატებამდე მიგვიყვანს.

ესე იგი თქვენ ჯერ არ დანებებულხართ...

არა, ჯერ არ ვაპირებ დანებებას.

გარკვეული დროს მანძილზე როვინ ვან პერსი და რუნი გამოაკლდა გუნდს. როგორია მათ გარეშე ასპარეზობა ?

ვფიქრობ ამ სეზონში ბედმა ზურგი გვაქვია. სეზონის დასაწყისში ცუდი მატჩები ჩავატარეთ, ეს ყველაფერი კი მენეჯერს წნეხად დააწვა. ჩვენ რომ სეზონი სხვაგვარად დაგვეწყო, ახლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვიქნებოდით. არც ტრავმების მხრივ გვიმართლებს. ჩვენთვის ძალიან არასტაბულური სტარტი გამოდგა, რაც წარუმატებლობის მთავარი მიზეზია. მე არ ვცდილობ თავის მართლებას. ჩვენ დიდი გუნდი გვყავს და იმედი მაქვს უკეთესი პერიოდი გველის წინ.

პრემიერ ლიგაში შედეგი გამოსწორდა. ბოლო ექვსი მატჩიდან თქვენ ხუთის მოგება შეძელით, თუმცა იმის ნახვა რომ არც სხვა გუნდები კარგავენ ქულებს, ცუდად ხომ არ მოქმედებს მოტივაციაზე ?

ძნელია ამ ფაქტს დადებითი კუთხით შეხედო, მაგრამ როდესაც შენ აგებ, აგებენ აგრეთვე შენი ოპონენტებიც. არ ვფიქრობ რომ ჩვენ მათზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები. ჩვენი მოვალეობაა კონცენტრაცია ჩვენს თავებზე მოვახდინოთ, გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ. იმედი მაქვს, ლაზარეთიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად სეზონის მეორე ნაწილს უკეთესად ჩავატარებთ.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: fabio
18 იანვარი 2014 10:48
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
არა რა აწი შანსი არ არის

არა რა აწი შანსი არ არის
0
№2
ავტორი: rvpevil
18 იანვარი 2014 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ჩემპიონობის რა გითხრა მარა ოთხეულში უნდა მოვხვდეთ
0
№3
ავტორი: LizarD
18 იანვარი 2014 11:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
პრემიერ ლიგაა, მანჩესტერია. სასწაულებიც ხდება...
0
№4
ავტორი: fabio
18 იანვარი 2014 12:13
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
LizarD,
saswauli ver moxdeba roca premier ligashi tamashobs iseti klubebi rogoric aris:arsenali,siti,chelsi da liverpuli mitumetes am sezons

LizarD,
saswauli ver moxdeba roca premier ligashi tamashobs iseti klubebi rogoric aris:arsenali,siti,chelsi da liverpuli mitumetes am sezons
0
№5
ავტორი: LizarD
18 იანვარი 2014 12:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
fabio,
სწორედ მაგიტომ რომ პრემიერ ლიგაში თამაშობ და მანჩესტერ იუნაიტედი გქვია შეგიძლია მოახდინო სასწაული!
0
№6
ავტორი: GGMU
18 იანვარი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ჩემპიონობის არა ოთხეულში შესვლის
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
18 იანვარი 2014 13:59
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
№6ავტორი: GGMU


ჩემპიონობის არა ოთხეულში შესვლის
0
№8
ავტორი: red devil
18 იანვარი 2014 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia otxeulshi shevalt da chempionoba ar minda :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top