თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2014, 21:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2431,
კომენტარები: 4
რას ფიქრობს პერსი "იუნაიტედზე" და მის მომავალზე.
პერსი ყველაფრის შეცვლას შეეცდება, მისი განცხადებით კი მოიესს დრო სჭირდება.
რას ფიქრობს პერსი
იმის გათვალისწინებით, რომ "მანჩესტერი" არ არის მაინცდამაინც კარგ ფორმაში, მათი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პერსის ოცნებაც "ჩემპიონთა ლიგის" მოგებაა, პრესაში ბევრი ჭორი გაგორდა მისი მომავლის შესახებ. ზოგი აცხადებდა, რომ პერსი არ არის კმაყოფილი დევიდ მოიესით, ამასთანავე ჰოლანდიელს უკვე მოუწია რამდენიმე მატჩის გამოტოვება ტრამვების გამო.

თუმცა "Guardian"-თვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ყველა ეჭვი გაქარწყლდა. ინტერვიუში პერსიმ განაცხადა, რომ ის ბოლომდე უდგას გვერდში მის მენეჯერს და ამასთანავე აცხადებს, რომ დევიდს დრო სჭირდება გუნდის წესრიგში მოყვანისთვის.

"მას ისევე სჭირდება ბევრი დრო, როგორც ყველას. მაგრამ დევიდს განსაკუთრებით, რადგან ის ისეთი დიდი კლუბის მენეჯერია, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი". მე რასაც ჩემს ირგვლივ ვხედავ, იმის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ ხალხს არ ესმის დევიდის. მათ არ ესმით, რომ მოიესს ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება. ის ამ დროს აუცილებლად მიიღებს და ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოიესი მალე მოახდენს საჭირო ცვლილებებს კლუბში."

"მე ძალიან ვისიამოვნე "სუონსისთან" მატჩის ყურების დროს. ჩვენმა ბიჭებმა კარგი მატჩი აჩვენეს და გაიმარჯვეს კიდეც, რაც ზოგადად კარგია, თუმცა ჩვენთვის ნორმარული. ჩვენ ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ წელს, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე დაკარგვა შეიძლებოდა. ეს "იუნაიტედისთვის" ცუდი სტატისტიკაა, რადგან თუ ჩვენ ტიტულების მოგება გვსურს, უკეთ უნდა ვითამაშოთ და მეტი თამაში მოვიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაიმე შევცვალოთ. მენეჯერი, ის ჩვენი თავკაცია, ის მის მაქსიმუმს დებს ჩვენში და მე ვფიქრობ, რომ ის მოახერხებს ყველაფრის დალაგებას."
-განაცხადა ჰოლანდიელმა.

ManUtdBlog
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
16 იანვარი 2014 21:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება მართლა
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
16 იანვარი 2014 21:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
"მას ისევე სჭირდება ბევრი დრო, როგორც ყველას. მაგრამ დევიდს განსაკუთრებით, რადგან ის ისეთი დიდი კლუბის მენეჯერია, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი". მე რასაც ჩემს ირგვლივ ვხედავ, იმის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ ხალხს არ ესმის დევიდის. მათ არ ესმით, რომ მოიესს ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება. ის ამ დროს აუცილებლად მიიღებს და ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოიესი მალე მოახდენს საჭირო ცვლილებებს კლუბში."



1000% ბაზრობს მაგრამ ფანები ამდენ დროს ვერ მივცემთ
0
№3
ავტორი: Malboro463
16 იანვარი 2014 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
H E R N A N D E Z 14,
ფანები? :დ მთავარი სიტყვა მაინც გლეიზერებზეა
0
№4
ავტორი: rvpevil
16 იანვარი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
მალე ათამაშდება ემიუ მალე თუ არადა მოიესი წავა ისე როგორც მოვიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top