თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2014, 14:55
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1705,
კომენტარები: 9
კაგავა: ჯერ კიდევ შემიძლია გაუმჯობესება
შინჯი კაგავა დარწმუნებულია, რომ მას შესწევს ძალა გაუმკლავდეს ინგლისური ფეხბურთის სირთულეებს.
კაგავა: ჯერ კიდევ შემიძლია გაუმჯობესება
შინჯი კაგავა თანდათან ეჩვევა ინგლისურ პრემიერ ლიგას, თუმცა ირწმუნება, რომ მისი აკლიმატიზაცია ინგლისურ ფეხბურთში ჯერ არ დამთავრებულა.

იაპონელმა ფლეიმეიქერმა შესანიშნავად იასპარეზა "სუონსის" წინააღმდეგ მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც ფლანგიდან ცენტრში გადაინაცვლა.

24 წლის ნახევარმცველი მეორე სეზონს ატარებს ინგლისურ ფეხბურთში და მისი განცხადებით ის უკვე ეჩვევა "პრემიერ ლიგას" სადაც დიდი ფიზიკური ძალაა საჭირო.

"მე ვფიქრობ ჯერ კიდევ შემიძლია ფიზიკურად გაძლიერება." - განუცხადა მან ოფიციალური საიტის იაპონურ გვერდს. "მე არ ვარ განსაკუთრებით მაღალი ან დიდი, ამიტომ მიწევს ბევრი მოძრაობა თამაშის განმავლობაში."

"ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელები "პრემიერ ლიგაში" იყენებენ თავიანთ სხეულს, რათა ადვილად გაძვრნენ მცველებს შორის, იგივეზე ვმუშაობ მე."

"მე ვიცი, რომ "პრემიერ ლიგა" არის ძალიან რთული ჩემპიონატი და საჭიროა ვიყო ფიზიკურად ძლიერი."


შინჯის ჰქონდა მცირე ჩავარდნა, თუმცა საერთო ჯამში მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ახალ სამწვრთნელო შტაბში.

"ის ძალიან ჭკვიანი და კრეატიული ფეხბურთელია, შინჯი ძალიან ეხმარება ფეხბურთელებს მის გარშემო" - განაცხადა ასისტენტმა მენეჯერმა სტივ რაუნდმა.

"შენ ყოველთის შეგიძლია მისი პოვნა მოედანზე, ის სულ ითხოვს ბურთს და შესანიშნავად იწყებს შეტევებს. მისი კრეატიულობა უბრალოდ გასაოცარია."

"ის ძალიან კარგი ადამიანიცაა. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან შრომისმოყვარეა. მასთან არადროს გვექმნება რაიმე სახის პორბლემა, რადგან შინჯი თავისი საქმის პროფესიონალია."


ახალი სამწვრთნელო ჯგუფის მოსვლის შემდეგ, გართულდა ვარჯიშებიც, თუმცა კაგავას განცხადებით, მას ძალიან მოსწონს ახალი სისტემა.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ინტენსიურად. ამ პერიოდში უამრავი მატჩი ჩავატარეთ და გვიწევდა ბევრი ვარჯიშის ჩატარება დროის მცირე მონაკვეთში. თუმცა მე ძალიან მომწონს ეს სესიები."- დაასრულა იაპონელმა.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 იანვარი 2014 14:56
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუ მაგრა მევასება კაგავა, როგორც კი თავის პოზიციაზე გადადის ეგრევე ამწვავებს სიტუაციას.
0
№2
ავტორი: Macklemore
15 იანვარი 2014 15:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შინჯიი ძაან მაგრად მევასება, ძაან მაგარი იგროკია! იმედი მაქვს მალე ათამაშდება, მაგრამ არაა კრაი ამის პოზიცია!
0
№3
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2014 15:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია მოუმატებს. თაის პოზიციაზეც არ ათამაშებენ და მიდი და მოსთხოვე. როგორც კი შესწირეს წინა თამაშშ კაგავა ცენტრში ეგრევე აზრი მიეცა შეტევებს და 2:0 იც მოვიგეთ. თან მესიამოვნა ისეთ იუნაიტედს ვხედავდი და არა ისეთს, რომელიც უკან პასის მეტს ვერაფერს ფიქრობდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Manchester_M
15 იანვარი 2014 17:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეს კაცი ცენტრში უნდა ათამაშოს თუ გამოყავს მოედანზე თორე ისე შედეგს ვერ იძლევა ისეთს როგორიც უნდა ხო ხედავს არა მოიესი.
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
15 იანვარი 2014 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ხოდა რას ელოდები?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: gio(kosheichi)
15 იანვარი 2014 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
kagava martla kai fexburtelia da ushvebs elementarul shecdomebs da tu ufro didixani gamova moedanze im shecdomebsac xazs gadausmevsda dzaan magari iqneba tavis poziciaze
0
№7
ავტორი: SaS
15 იანვარი 2014 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
არადა მაგარი ფუტბალისტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Не в наших планах жить вечно - в наших планах жить достойно...
№8
ავტორი: LizarD
15 იანვარი 2014 22:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნის მერე ყველაზე კრეატიული ესაა...
0
№9
ავტორი: red devil
16 იანვარი 2014 05:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Persi tu ar iqneba es atamashos moiesma kai iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top