"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ენდი კოული აცხადებს,რომ სერ ალექს ფერგიუსონს მიზდან აქვს დასახული მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა.მისი თქმით ეს უდიდესი გამოწვევა იქნება მისი გუნდისთვის.
"წითელი ეშმაკების" ლეგენდარული ფორვარდი ამბობს,რომ წინა სეზონში ევროპულ არენაზე წარუმატებლობა წელს უნდა გამოასწოროს სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა.
"ჩემპიონთა ლიგა წელს ძალიან დიდი გამოწვევაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის." - აცხადებს კოული.
"რათქმაუნდა მთავარი მიზანი სერ ალექსისა იქნება ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება,მაგრამ ასევე ის დიდ ძალებს ჩადებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად."
"ყოველწელს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება რთულდება.მაგალითად შევეხდოთ "ბარსელონას","რეალ მადრიდს","ბავარიას" მათი მხრიდან დიდი კონკურენცია მოდის.ამას ემატება პრემიერ ლიგაში რთული მატჩები,სადაც გუნდი დიდ ძალებს ხარჯავს."