თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2014, 16:47
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1881,
კომენტარები: 6
ვიდიჩი: ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება
ნემანია ვიდიჩმა Inside United-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შედის სეზონის ყველა მნიშვნელოვან ფაზაში.
ვიდიჩი: ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება
ნემანია ვიდიჩმა Inside United-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შედის სეზონის ყველა მნიშვნელოვან ფაზაში.

იანვრისა და თებერვლის განმავლობაში, წითლები შეეცდებიან პოზიცია გაიუმჯობესონ ცხრილში, ასევე მათ მოუწევთ "სანდერლენდის" დამარცხება "ლიგის თასის" ნახევარფინალში და დაუბრუნდებიან "ჩემპიონთა ლიგას", სადაც მათი მეტოქე "ოლიმპიაკოსი" იქნება.

"ჩვენ მომავალ თვეებში უნდა მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი და მხოლოდ მაშინ ვნახავთ ჩვენს შესაძლებლობებს. იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ყველას ვანახებთ რა პოზიცია გვეკუთვნის და რისი გაკეთება შეგვიძლია "პრემიერ ლიგაში". შემდეგ, რა თქმა უნდა იწყება ჩემპიონთა ლიგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენთვის და ყველას გვინდა, რომ კარგად ვიასპარეზოთ."

ასევე ვიდიჩმა ისაუბრა, მიუხედავად მისი მკაცრი იმიჯისა, თუ რატომ არ არის ის გასახდელში ადამიანი, რომელიც სულ ჩხუბობს და ყვირის.

"აუცილებელია, რომ გუნდი შეკრული იყოს." - განაცხადა მან. "ეს მნიშვნელოვანია. თუ ცუდი შედეგები გაქვს, უნდა კონცენტრირდე უკეთეს თამაშზე. ეს უნდა გამოჩნდეს ვარჯიშზე და ქცევაში, შემდეგ კი მოედანზე. უნდა შეეცადო, რომ იყო მაგალითი ჯერ გასახდელში, შემდეგ მოედანზე."

"ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ გვყავს ბევრი გამოცდილი ფეხბიურთელი, რომელსაც შეულძიათ სხვებს დაეხმარონ იმის მიღწევაში, რაც მათ სურთ."

ნემანიამ ასევე ისაუბრა მისი, როგორც კაპიტანის პასუხისლმგებლობაზე: "ფეხბურთი შეიცვალა, შეიცვალნენ თაობები. ახლა საჭიროა ყველას მაგალითი აჩვენო. შენ პატივი უნდა სცე მათ და თუ ასე იზამ, შენც მოიპოვებ მათგან პატივისცემას. შენ მათ მხარი უნდა დაუჭირო, დაელაპარაკო და გაამხნევო."

"მენეჯერი ძალიან კარგი პიროვნებაა და თავის საქმეს კარგად უძღვება, თუმცა შედეგები მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. ჩვენ ვართ ჯგუფი და ჯგუფის პასუხისმგებლობაა ამ სიტუაციის გამოსწორება."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
14 იანვარი 2014 16:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ესეიგი დარჩება 6_6 ?
0
№2
ავტორი: Macklemore
14 იანვარი 2014 17:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვიდა მაგრად მევასები! მართლაც, ახლა გამოჩნდება რისი ძალა შეგვწევს. მთელი გუნდი გამარჯვებაზე უნდა კონცენტრირდეს და რაც შეიძლება ბევრი მატჩი მოვიგოთ! წელს 4ეულში უნდა შევიდეთ და მომავალი სეზონიდან უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!
0
№3
ავტორი: Manchester_M
14 იანვარი 2014 17:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გაგვიჭირდება მაგრამ უნდა გავიჭირვოდ და 4 ეული და ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა დაიდოს.
0
№4
ავტორი: red devil
14 იანვარი 2014 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia wels otxeulshi shevalt
0
№5
ავტორი: rvpevil
14 იანვარი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
მომავალ წელს ლიგაზე თუ ვერ მოვხვდით მოიესი თავისი ფეხით უნდა წავიდეს!
0
№6
ავტორი: MANUTD FAN.
14 იანვარი 2014 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
წელს უნდ ამოვხვდეთ ოთხეულში თუ არადა მომავალ წელს მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top