თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2014, 15:07
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2207,
კომენტარები: 4
რიო კრიშტიანო რონალდოზე საუბრობს
რიო ფერდინანდმა Facebook-ის ოფიციალიური გვერდის საშუალებით რონალდოს მიმართა.
რიო კრიშტიანო რონალდოზე საუბრობს
როგორც მოგეხსენებათ გუშინ, ციურიხში გაიმართა "ოქროს ბურთის" დაჯილდოება, რომლის გამარჯვებული გახდა "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო. რიო ფერდინანდმა თავის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით ყოფილ თანაგუნდელს მიულოცა გამარჯვება და ერთად გატარებულ წლებზე ისაუბრა:

კრიშტიანო რონალდო - რა შემიძლია ვთქვა... შესანიშნავი მიღწევაა, შენით ვამაყობ ძმაო. კრიშტიანო ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტალანტი გაქვს, მთავარია როგორ იშრომებ წარმატების მისაღწევად.

ჩემი პირველი შეხვედრა კრიშტიანოსთან იყო წინა-სასეზონო მეგობრულ მატჩში სპორტინგ ლისაბონის წინააღმდეგ. თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები აღფრთოვანებული ვიყავით მისით, ვცდილობდით დაგვერწმუნდებინა სერ ალექსი და კარლოს ქუეროზი, რომ ის ეყიდათ. მე არასდროს მინახავს ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი თამაში, მან ყველა გაგვაოცა. რამდენიმე დღის შემდეგ ის იუნაიტედის ფეხბურთელი იყო.

როცა რონის პორველად შევხვდი კარინგტონზე, ის ძალიან მონდომებული ჩანდა - ის იყო ბრილიანტი, რომელიც მზად იყო ყველანაირად ემუშავა იმისათვის, რომ ბოლომდე წარმოეჩინა თავისი პოტენციალი. ათასობით გატარებულმა საათმა მოედანზე და სავარჯიშო დარბაზში, ის სრულყოფილ ფეხბურთელად აქცია.

ნამდვილად გაკვირვებული ვარ, თუ როგორი მონდომებით ცდილობს ის მაღალ დონეზე დარჩენას, ეს მხოლოდ რონალდოს არ ეხება, იგივეს ვიტყვი მესიზეც. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ეჯიბრებიან ისინი ერთმანეთს ყოველ კვირა. ყოველთვის ვსვამ კითხვას: შეძლებდნენ ისინი ამდენი გოლის გატანას და რეკორდების მოხსნას ერთმანეთის გარეშე?

ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ მოვხვდით ისეთ ერაში სადაც ერთად თამაშობენ მესი და რონალდო, ასეთი რამ არავის არასდროს უნახავს.

ვივა რონალდო!
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
14 იანვარი 2014 15:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი კაცია რიო love
0
№2
ავტორი: fabio
14 იანვარი 2014 16:27
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
კარგი კაცია არ უნდა გავუშვათ
0
№3
ავტორი: Manchester_M
14 იანვარი 2014 17:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თავის დროზე არ უნდა გაეყიდათ ეს.
0
№4
ავტორი: red devil
14 იანვარი 2014 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol rio magari kacia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top