თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2014, 15:18
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 5
რაფაელი: მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება
ბრაზილელმა მცველმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
რაფაელი: მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება
რაფაელი ფიქრობს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდში სიტუაცია ცოტა გართულდა. თუმცა აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები გვერდში უდგანან დევიდ მოიესს.

ბოლო დროს "წითლები" კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოეცვნენ, მას შემდეგ რაც მიყოლებით სამჯერ დამარცხდნენ. შაბათს კი მოიპოვეს პირველი გამარჯვება 2014 წელს, "სუონსის" წინააღმდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რაფაელმა აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ერთმანეთს მხარში უდგანან ამ რთულ პერიოდში.

"ჩვენ ერთად ვართ." - განაცხადა ბრაზილიელმა. "ვიცოდით, რომ დიდი ცვლილებები გველოდა. წავიდა მენეჯერი, რომელიც 27 წელი უცვლელი იყო. ეს აუცილებლად შექმნიდა დიდ პრობლემებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც დევიდ მოიესი გვეუბნება და მოედანზე გამოვიყენოთ. მოიესს ძლიერი მენტალიტეტი აქვს, ის თავის საქმეს კარგად აკეთებს და ეს ჩვენ პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ."

როცა მას ჰკითხეს ეკისრებოდათ თუ არა ფეხბურთელებს ასეთი ცუდი სერიის პასუხისმგებლობა, მან უპასუხა: "100 პროცენტით გეთანხმებით. მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენზეა. არ მესმის რატომ უყურებს ყველა მენეჯერს. მხოლოდ ფეხბურთელებს ევალებათ მოედანზე საქმის გაკეთება. უნდა გავაგრძელოთ ისე თამაში, როგორც ეს შაბათს მეორე ტაიმში მოვახერხეთ."

"ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ გასახდელში. ჩვენ საკუთარი დონე უნდა დავანახოთ ყველას. ხალხი ამბობს, რომ "იუნაიტედს" არ ჰყავს კარგი შემადგენლობა. უნდა ვანახოთ, რომ ეს არ არის მართალი."

ასევე რაფაელმა აღნიშნა, რომ სურს გუნდს დაეხმაროს მოგების სერიის გაგრძელებაში "სუონსის" დამარცხების შემდეგ და შეინარჩუნოს სტაბილურობა სეზონის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე.

"ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. მიყოლებით სამი მატჩის წაგება, აქედან ორის "ოლდ ტრაფორდზე", ნამდვილად არ არის ნორმალური. შაბათს, მეორე ტაიმში ყველას დავანახეთ ნამდვილი სახე."

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა. თუ გვსურს, რომ მოვიგოთ ტიტული ან ოთხეულში მოვხვდეთ, ყველა თამაში ასე უნდა ვითამაშოთ."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
13 იანვარი 2014 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რაფაელი ხელშეუხებელია, სამივე მცველი რომ შეცვალონ ეს მაინც უნდა დატოვონ ყველა შემთხვევაში.
0
№2
ავტორი: Macklemore
13 იანვარი 2014 15:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგარი პროგრესი განიცადა ბოლო 2 წელში. ასე თუ გააგრძელა ნაკრებშიც მოხვდება, მაგრამ ძნელია დანი ალვეშისთვის კონკურენციის გაწევა! ვეთანხმები ყველაფერში!
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
13 იანვარი 2014 15:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო ფეხბურთელების ბრალია ზოგს სირბილი ეზარება...ზოგს რა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 იანვარი 2014 17:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მეტად მეიმედება ამ კაცის, მშვიდად ვარ ხოლმე როცა მოედანზეა. ძაან დიდი პროგრესიც განიცადად აბევრჯერ დაამტკიცა რომ უკვე ერთ–ერთი საუკეთესოა. მოიესს იმას არ ვაბრალებ იანგი რო იანგია, მაგრამ არის რაღაცეები რომელზეც ბევრი გააკრიტიკებს და სამართლიანადაც. წლის ბოლოს ვნახავთ რა იქნება
0
№5
ავტორი: Manchester_M
13 იანვარი 2014 17:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გასახდელში რას ბაზრობს მოიესი იმ 15 წუთში მაგრად მაინტერესებს. 4 ეულში მაინც მოვხვდეთ :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top