თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2014, 13:58
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 7
ზაჰა და ფაბიო "კარდიფის" რადარზე
სამხრეთ უელსის "იუნაიტედი" ?
ზაჰა და ფაბიო
ოლე გუნარ სოლსკიაერი ახლახანს ჩაუდგა "კარდიფს" სათავეში და სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა. თუმცა ზოგიერთის აზრით, ის "კარდიფის" სახით "იუნაიტედის" მოდელს ქმნის.

40 წლის მწვრთნელმა უკვე გადმოიბირია მატს დელი (ჰეერენვენიდან) და მაგნუს ეიკრემი (მოლდედან). "მერცხლები" ასევე ცდილობენ მამე ბაირამ დიუფის დამატებას, რომელიც "ჰანოვერის" ღირსებას იცავს.

სოლკიაერი თავს იკავებს გვარების დასახელებისგან, მაგრამ იმედი აქვს რომ მის გუნდს კიდევ შეემატება ახალი ფეხბურთელები.

"მე ვერაფერს ვიტყვი მათ შესახებ (ფაბიო და ზაჰა). ისინი "იუნაიტედის" ფეხბურთელები არიან და არ მაქვს სურვილი სხვა გუნდის ფეხბურთელები შევაფასო." აცხადებს სოლლკიაერი. "მე მინდა გავაძლიერო ჩემი შემადგნლობა, მაგრამ გვარებს ვერ დავასახელებ."

"საუბარი არაა ახალი ფეხბურთელების რაოდენობაზე. მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემ განკარგულების ქვეშ არიან, მაგრამ თუ გამოჩნდა შანსი შესაბამისი ფეხბურთელის გადმობირებისა, მე ამას გავაკეთებ, ისევე როგორც ეიკრემის და დელის შემთხვევაში მოხდა."

ოლე გუნარმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ ქმნის ახალ "იუნაიტედს" სამხრეთ უელსში.

"არა, მე არ ვქმნი ახალ "კარდიფს"". აგრძელებს სოლსკიაერი. "ჩვენ საკუთარი ინდივიდუალიზმი გაგვაჩნია, ეს არ არის ვინმეს მიბაძვა, ჩვენ უბრალოდ ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ."

"მე მინდა გარდავქმნა "კარდიფი" ისეთ გუნდად, რომელითაც ყველა იამაყებს მისი სათამაშო სტილით. ჩვენ შეგვიძლია მატჩებში ფავორიტებად მიგვიჩნიონ, ზუსტად ისე, როგორც უკვე რამდენიმე საკუთარ კედლებში გამართულ მატჩში მიგვიჩნიეს."

"ეს ვინმეს მიბაძვა არ არის. მე უბრალოდ მინდა ვითანამშრომლო ისეთ ფეხბურთელენთან, რომელთაც ვენდობი და ვათამაშო ის ფეხბურთი, როგორიც მე მსურს ითამაშონ მათ." დაასრულა ნორვეგიელმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
13 იანვარი 2014 14:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
წავიდნენ ჩვენიანის ხელში მაინც იქნება :3
0
№2
ავტორი: Beckham 7
13 იანვარი 2014 14:01
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
არენდით გავუშვათ, ოლეს ვუჯიგროთ derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: chudikone
13 იანვარი 2014 14:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვისი რა საქმეა ვის იყიდის სოლსკიაერი. ვინც არ იცის ტალანტები როგორ გამოიყენოს ის არც იმსახურებს გუნდში ყავდეს ისინი. წაიყვანს, გაწვრთნის და მერე მათთან ერთად დაბრუნდება გუნდში. არაა პრობლემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
13 იანვარი 2014 14:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წაიყვანოს ამ სეზონშივე. ტყვილა რატო უნდა დაკარგონ დრო.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
13 იანვარი 2014 14:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Beckham 7,

ჰო აბა !
0
№6
ავტორი: Vodafone
13 იანვარი 2014 14:36
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი ვინმეა ოლე, საინტერესოა რას იზამს პრემიერ ლიგაში. ძალიან გამიხარდება თუ წავლენ ზაჰა და ფაბიო, მეტი დრო მიეცემათ.
0
№7
ავტორი: LizarD
13 იანვარი 2014 21:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ზაჰას არ გაუშვებენ, ფლანგებზე რობლემებია ისედაც და თან ტრამვიანობაა გუნდში. ფაბიოზე არ ვიცი რა ვთქვა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top