"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მენეჯერმა ტომი დოჰერტიმ განაცხადა, რომ სერ ალექსმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც აირჩია დევიდ მოიესი.
"მე დარწმუნებული ვარ რომ დევიდი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც უნდა გაეწვრთნა "იუნაიტედი". ის კარგი სპეციალისტია, მაგრამ რთული დროის აცილება შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ სერ ალექსმა მას ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაუტოვა, რომლებიც არ არიან "იუნაიტედის" დონის მოთამაშეები". ციტირებს ტომი დოჰერტის სიტყვებს talksport.com-ი.
"როცა შენ იწყებ სამწვრთნელო კარიერას, უნდა გაწმინდო გუნდი არასაჭირო ფეხბურთელებისგან. ეს საქციელი შეიძლება ბევრმა ვერ გაგიგოს. ზოგჯერ ფანებს ისეთი ფეხბურთელები უყვარდებათ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუშვა გუნდიდან. დევიდმა გუნდიდან უნდა გაუშვას რამდენიმე ფეხბურთელი. შოტლანდიელს მოუწევს დატვირთოს ფეხბურთელები ორმაგად. საბოლოოდ კი გადაწყვიტოს ვის გაუშვებს გუნდიდან ზაფხულში."