თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2014, 22:17
ავტორი: Esi,
ნანახია: 6305,
კომენტარები: 43
სატრანსფერო ციებ-ცხელება
12-13-14-15-16 და 17 იანვრის სატრანსფერო სიახლეები სრულადში.
სატრანსფერო ციებ-ცხელება


12 იანვარი


1. The People გატყობინებს, რომ "იუნაიტედი" კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება. საუბარია "ვალენსიას" 12 მილიონად შეფასებულ ევერ ბანეგაზე. იგივე წყარო გვაცნობებს რომ მოიესი ამ თვეში გუნდის "გაწმენდას აპირებს". საქმე ისაა რომ სულ მალე ანდერსონი "ფიორენტინას" შეურთდება. ნანი "სპორტინგში" ბრუნდება, ხოლო ზაჰა კი არენდით "კარდიფს" შეუერთდება.

2. ზოგიერთი გამომცემლობის ინფორმაციით ნემანია მატიჩი დღეს არ მიიღებს მონაწილეობას "ბენფიკა" - "პორტოს" მატჩში. საქმე ეხება მის მჭირდო კავშირს ლონდონის "ჩელსისთან". ნემანიას "იუნაიტედსაც" უკავშირებდნენ, თუმცა მისი აგენტის განცხადებით მატიჩი ხელახლა გახდება "ჩელსის" ფეხბურთელი. ტრასფერი ხვალ (სამშაბათს) შედგება.

3. თუ პორტუგალიურ გამომცემლობა "Diario de Noticias" დავუჯერებთ, "იუნაიტედი" ახლოსაა პორტუგალიელი მარცხენა მცველის, ფაბიო კოენტრაოს იჯარის წესით გადმობირებასთან. "წითელ ეშმაკებს" კოენტრაო ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურდათ, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ეს უკანასკნელი მოიაზრება პატრის ევრას ღირსეულ შემცვლელად, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

4. Sky Sports გვამცნობს რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი დაინტერესებულია რეალ "ბეტისის" ახალგაზრდა ფეხბურთელით, ალვარო ვადილოთი. "იუნაიტედი" და "არსენალი" დიდი ხანია რაც ამ მოთამაშით არიან დაინტერესებულნი, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე "ლივერპული" და "ტოტენჰემი" უფრო აქტიურობენ. ალვარო ვადილო ესპანეთის ნაკრების 19 წლამდელთა ღირსებას იცავს და მას უკვე კრიშიანო რონალდოს ადარებენ.


5. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი იუვენტუსისა და კალიარის შეხვედრას დაესწრო.დიდი ალბათობით ის კალიარის მცველ დავიდე ასტორისა და იუვენტუსის ნახევარმცველ არტურო ვიდალს აკვირდებოდა.

6. The Guardian-ის ინფორმაციით სეზონის ბოლოს იუნაიტედს პატრის ევრა დატოვებს,რომელსაც კონტრაქტი ეწურება.დიდი ალბათობით ის კარიერას ფრანგულ კლუბ მონაკოში გააგრძელებს.

6. Manchester United news-ის ცნობით,ფლორენციის ფიორენტინა მზადაა შეიძინოს მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ოლივეირა ანდერსონი.

7. იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა,რომ პოლ პოგბა არ იყიდება.ახალგაზრდა ფრანგით მანჩესტერ სიტი იყო დაინტერესებული და ტურინელებს იოვეტიჩსაც სთავაზობდნენ.ასევე ამ უკანასკნელით დაინტერესებული იყო თავისი ყოფილი კლუბი იუნაიტედი,რომელსაც ფრანგის უკან დაბრუნება სურს.

13 იანვარი


1. Daily Mail-ის ცნობით,თურქული კლუბი გალათასარაი მზადაა შესთავაზოს წინასწარი კონტრაქტი,მანჩესტერ იუნაიტედის მცველ ნემანია ვიდიჩს.

2. The Sun-ის თქმით "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდება "რაიო ვალეკანოს" ახალგაზრდა გამთამაშებელ სალ ნიგუეზს.

3. Daily Star-ის ინფორმაციით,"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ჩელსისა" და "იუვენტუსის" ნახევარმცველებით: ხუან მატათი და არტურო ვიდალით.

4. "კარდიფის" დამრიგებელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, არ მალავს ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედის" დუეტ უილფრიდ ზაჰასა და ფაბიო და სილვასადმი.მან განაცხადა,რომ ის ჯერ ვერაფერს იტყვის ამ ორ ფეხბურთელზე,რადგან ისინი ჯერ კიდევ მანჩესტერის ფეხბურთელები არიან და სხვა კლუბის ფეხბურთელებზე კომენტარს ვერ გავაკეთებო.

5.DAILY STAR-ის თქმით, "იუნაიტედი" ძალიან ახლოსაა "მადრიდის რეალთან" შეათანხმოს პორტუგალიელი მცველის, ფაბიო კოენტრაოს, ტრანსფერი. რომელიც იჯარის წესით გადმოვა მანჩესტერულ კლუბში.

6. Daily Star-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" მზადაა შეიძინოს ხუან მატა, რომელსაც ცოტა სათამაშო დრო ეცემა "ჩელსიში". გამოცემა გვამცნობს, რომ "წითლები" უკვე მოელაპარკნენ ესპანელის აგენტს და უახლოეს მომავალში აპირებენ ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას ლონდონური კლუბისთვის, ტრანსფერი სავარაუდო ფასი 27 მილიონი. ამ ტრანსფერით დაინტერესებულია მიუნხენის "ბაიერნიც".

7.მარკო როისმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. "ზოგი ეს ჭორი ძალიან სასაცილოა, მე მათ არ ვაქცევ ყურადღებას."

8. A Bola-ს განცხადებით,ბენფიკას სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ლონდონის ჩელსიში არ გადავა.ამავე პრესის ინფორმაციით,დიდი შანსია,რომ ის იუნაიტედში გადავიდეს.

9. Daily Express-ის განცხადებით გუშინ,დევიდ მოიესი იმიტომ დაესწრო კალიარისა და იუვენტუსის შეხვედრას,რომ ის ერთბაშად 3 ფეხბურთელს აკვირდებოდა.საუბარია კალიარის მცველ დავიდე ასტორისა და იუვენტუსის ნახევარმცველებზე,კლაუდიო მარკიზიოსა და პოლ პოგბაზე.როგორც ჩანს შოტლანდიელს სურს,რომ პოგბა უკან დააბრუნოს.

14 იანვარი


1. The Daily Express-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედმა,საბოლოოდ დაკარგა შანსი შეიძინოს ბენფიკას არგენტინელი მცველი ეზეკიელ გარაი,რადგანაც რუსული კლუბი ზენიტი მზადაა ამ უკანასკნელში £35 მილიონი გადაიხადოს,რაც იმას ნიშნავს,რომ დიდი ალბათობით გარაი სწორედ რუსეთის ჩემპიონატს მიაშურებს.

2. კრუზეიროს მცველმა დედემ განაცხადა,რომ მას არანაირი შეთავაზება არ მისვლია არც ერთი კლუბისგან.მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ პრესამ გააჟღერა,რომ მისით იუნაიტედი იყო დაინტერესებული.

3. იუვენტუსის ხელმძღვანელობამ კატეგორიული უარი განაცხადა იმის შესახებ,რომ თითქოსდა კლაუდიო მარკიზიო კლუბს შეიცვლიდა.მათი განცხადებით ის არსად არ გადავა.

4. Sky Sport Italia-ს განცხადებით,იუნაიტედის ბრაზილიელი ნახევარმცველი ოლივეირა ანდერსონი ახლოსაა გადავიდეს ფიორენტინაში არენდით.სავარაუდოდ იტალიური კლუბი მზადაა €6.5 მილიონი გადაიხადოს.

5. მიუხენგლადბახის ბორუსია დაინტერესებულია იუნაიტედის დანიელი მეკარით,ანდერს ლინდეგაარდით.ასევე ამ უკანასკნელით დაინტერესებულია იტალიური კლუბი მილანი.

6. ბრაზილიელი ტყუპი ძმები რაფაელ და ფაბიო და სილვები შესაძლოა მომავალ სეზონში იუნაიტედში აღარ იყვნენ.ფაბიო და სილვას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება,ხოლო რაფაელ და სილვათი ინტერის მილანი და ნაპოლი არის დაინტერესებული.მოიესმა რაფაელის შემცვლელად შეიძლება ევერტონიდან იყიდოს კოლმანი.

15 იანვარი


1. ბილბაო ატლეტიკის ხელმძღვანელობამ Sky Sports-ს განუცხადეს,რომ ისინი არ მოელიან არანაირი სახის შემოთავაზებას მანჩესტერ იუნაიტედისგან ამ ზამთარში,ანდრეს ერერასთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერ მოხერხდა.

2. როგორც ევერტონ რიბეიროს აგენტმა Daily Star-ს განუცხადა,მის კლიენტს ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა კლუბიდან და 31 იანვრამდე იგი აუცილებლად დატოვებს კლუბს.ამ ფეხბურთელის გადმობირებასთან ყველაზე ახლოს კი იუნაიტედია.

3. The Daily Telegraph-ის განცხადებით,როგორც იქნა დასრულდა ლეიტონ ბეინსის საგა,რადგან ბეინსი დათანხმდა ევერტონს,რომ გაახანგრძლივოს კონტრაქტი ამ კლუბთან.

4. Gazzetta dello Sport-ის თქმით,მანჩესტერ იუნაიტედს სურს შეიძინოს სანდერლენდის მეკარე ვიტორ მანონე.

4. დევიდ მოიესი დაესწრო პ.ს.ჟ-სა და ბორდოს თამაშს საფრანგეთის თასზე.როგორც სანდო წყაროები იტყობინებიან,შოტლანდიელი სპეციალისტი ბლაისე მატუიდს აკვირდებოდა.

5. მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია დინამო ზაგრების 17 წლის შემტევით რობერტ მურიჩით.

6. დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა,რომლითაც მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალია დაინტერესებული,განაცხადა,რომ მისი უპირველესი არჩევანი დორტმუნდში დარჩენაა.

7. ევერტონ რიბეიროს აგენტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა მიიღო ოფიციალური შემოთავაზება ერთ-ერთი ინგლისური კლიბიდან, თუმცა "კრუიზერომ" ისინი უარით გაისტუმრა. შეგახსენებთ, რომ რიბერიოთი აქტიურად იყო დაინტერესებული "მანჩესტერ იუნაიტედი".

16 იანვარი


1. The Daily Star-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი,ბორდოსა და პ.ს.ჟ-ს მატჩზე ბრაზილიელ ლუკას მოურას აკვირდებოდაო.ასევე ამავე წყაროს ინფორმაციით იუნაიტედის სკაუტები აკვირდებოდნენ ნაპოლის ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკს.

2. ევერტონ რიბეიროს აგენტის განცხადებით,ისინი უკმაყოფილები არიან იმ ფაქტით,რომ იუნაიტედმა 10 მილიონი ევრო შესთავაზეს კლუბს რიბეიროს სანაცვლოდ.რა თქმა უნდა ეს შემოთავაზება კლუბმა ეგრევე უარყო,რადგან თანხა ეცოტავათ.რიბეიროს აგენტმა ისიც დაამატა,რომ კლუბს სურს შეინარჩუნოს ფეხბურთელი,ასევე ფეხბურთელსაც სურს დარჩეს და დაეხმაროს კლუბს კოპა ლიბერდატოსზე.

3. სოლ ნიგუეზიმ უარყო ჭორები იმის შესახებ,რომ იგი მოლაპარაკებებს იუნაიტედთან აწარმოებდა.ახალგაზრდა რაიო ვალეკანოს ნახევარმცველმა განაცხადა,რომ მას არაფერი სმენია იუნაიტედისგან.

4. Daily mirror-ის განცხადებით,ფილ ნევილი ესპანეთში იმყოფებოდა და მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელ ფელიპე ლუის აკვირდებოდა.

5. სულ ცოტაც და იუნაიტედის ბრაზილიელი ნახევარმცველი ოლივეირა ანდერსონი ფიორენტინაში გადავა არენდით.როგორც ბრიტანული წყაროები იტყობინებიან,ბრაზილიელი იტალიაში ჩაფრინდა რათა მოაგვაროს ყველანაირი საკითხი.იგი ფიორენტინაში სეზონის ბოლომდე დარჩება.

17 იანვარი



1. Daily Star-ის თქმით,საუთჰეპტონი მზადაა გაყიდოს ლუკ შოუ 30 მილიონ ევროდ.ამ უკანასკნელით კი მანჩესტერ იუნაიტედი,ლონდონის ჩელსი და კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.

2. თუ ესპანურ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ,მაშინ მადრიდის რეალს სურს სევილიასგან იყიდოს მარცხენა მცველი ალბერტო მორენო,რომლისთვის იუნაიტედიც იბრძვის.სამეფო კლუბი მზადაა ამ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს,მეორე მხრივ ეს იმას ნიშნავს,რომ თუ ეს ტრანსფერი შედგა,მაშინ დიდი შანსია იუნაიტედმა კოენტრაუ საბოლოოდ იყიდოს.

3. ოლივეირა ანდერსონმა ფიორენტინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და იგი ამ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

4. The Daily Star-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედი არა და არ ეშვება საუთჰეპტონის ნახევარმცველ ლალანასა და ნაპოლის ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკს.იტალიელები ამ უკანასკნელის გაყიდვას კი ამ თვეში არ გეგმავენ.

5. As-ის ინფორმაციით,მადრიდის ატლეტიკომ ბრაზილიელი მცველი ფილიპე ლუისი €22 მილიონად შეაფასეს. 28 წლის მარცხენა მცველით კი იუნაიტედია დაინტერესებული.
ჭორები
43 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
12 იანვარი 2014 22:24
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
სიახლე მუდმივად განახლდება :)

ანდერსონი გაყიდონ ჯობს! ითამაშებს მაინც...
0
№2
ავტორი: gilmour
12 იანვარი 2014 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აუ ვიდალი რააა ძაან მაგარია, რაღაც კარგად დაიქოქა სატრანსფერო სიახლეები და მგონი ვიღაც ნორმალურს დავითრევთ, თან მოიესი რო იუვეს თამაშს დაესწრო ეგეც ჭორი ხო არაა ჩემი თვალით ვნახე:)
0
№3
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2014 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
მოესი კალიარი უვეს თამაშს ესწრებოდა
0
№4
ავტორი: LizarD
12 იანვარი 2014 23:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იყიდონ ნახევარმცველი ვინმე რა :/
0
№5
ავტორი: red devil
13 იანვარი 2014 06:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vidali daitrios kai iqneba
0
№6
ავტორი: Vodafone
13 იანვარი 2014 10:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ანდერსონს გაუშვებენ და მოყვანის იმედი არავისი არ მაქვს
0
№7
ავტორი: davita
13 იანვარი 2014 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ანდერსონის გაშვება მართლა კაი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№8
ავტორი: Manchester_M
13 იანვარი 2014 11:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვიდალი რომც მოიყვანოს შეეგუება კი მანჩესტერს და ტყვილად ნაყიდი არ აღმოჩნდეს. :X
0
№9
ავტორი: Vodafone
13 იანვარი 2014 15:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მემგონი კოენტრაო ვითრიეთ.
0
№10
ავტორი: don_vini
13 იანვარი 2014 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ზამთრის პერიოდში ბევრს ვერავის ვიყიდით...ყველაზე რეალური კოენტრაო ჯერ მხოლოოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top