თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2014, 08:03
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1796,
კომენტარები: 8
მოიესი სერ ალექსს იცავს
შეხვედრა, რომელიც ყოველი მატჩის შემდეგ იმართება შოტლანდიელებს შორის.
მოიესი სერ ალექსს იცავს
დევიდ მოიესი აცხადებს რომ ტრიბუნებზე სერ ალექსის ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ იგი კვლავ ატტიურად მოღვაწეობს კლუბის საქმიანობაში. მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ბარძაყის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა, იგი "იუნაიტედის" თითქმის ყოველ მატჩს ესწრება, იქნება ეს ოლდ ტრაფორდზე გამართული თუ გასვლითი შეხვედრა.

კრიტიკოსების აზრით, 72 წლის ფერგიუსონმა კლუბისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, რადგან იგი პენსიაში გავიდა, დევიდ მოიესი ამ მოსაზრებას უგულებელყოფს და აცხადებს, რომ სერიოზულად არ თვლის კრიტიკას იმ ხალხისას, ვინც არ იცის რა ხდება სინამდვილეში.

"ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ ხალხი არც იცნობს სერ ალექსს და არ მიცნობს მე." - აცხადებს მოიესი MUTV-სთან ინტერვიუში. "ხალხი ამას იმიტომ ამბობს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ მწვრთნელობის შესახებ."

"სერ ალექსი გამორჩეული ადამიანი. მისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა და ის ტრიბუნებზე მხოლოდ იმისთვისაა რომ დამეხმაროს. საჭიროებისამებრ, მე მასთან საუბრები მაქვს ხოლმე და ყოველი მატჩის შემდგომ სურვილი მაქვს 2-3 წუთით გავესაუბრო მას."

"იგივეს ვიტყოდი სერ ბობი ჩარლტონზე და ბრაიან რობსონზე. ამ კლუბის გარშემო მნიშვნელოვანი ხალხი ფიგურირებს და მე ვაფასებ მათ, რაც მთავარია კლუბის ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად."

"მაგრამ არიან ზოგიერთები, რომლებიც ზოგიერთ ფაქტს სხვანაირად აღიქვავენ და ცდილობენ ამაში პრობლემა დაინახონ. მე ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვხედავ." - დაასრულა მოიესმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GGMU
11 იანვარი 2014 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
სოწრს ბაზრობს უნდა დაეხმაროს ხოლმე ბაბუ რა მოხდა მერე
0
№2
ავტორი: fabio
11 იანვარი 2014 10:48
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
არა კაცო რა უნდა დაეხმაროს სერ ალექსმა უნდა უყუროს უბრალოდ და კომენტარები აკეთოს ეს ჩიხურა არ ეგონოს მოიეს ყველამ რომ დაეხმაროს
0
№3
ავტორი: vano
11 იანვარი 2014 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ბიჭებო ხომ არ იცით როისზე რამე ახალი მე გავიგე რო არ გადმოდისო recourse
0
№4
ავტორი: don_vini
11 იანვარი 2014 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვისი რა საქმეა ვინ სად იჯდება არ გაბურღეს ტვინი ამ კრიტიკოსებმა.26 წელი გუნდში იყო და ეხლა თამაშებსაც აღAრ უნდა დაესწროს.ვერ არიან რა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: luka ozil
11 იანვარი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
fergis ra chirs moyesis dasacavi :D
0
№6
ავტორი: love united
11 იანვარი 2014 14:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ეტყობა ამ კაცს რომ 72 წლისაა :დ დაბრუნდეს უკან,უკეთესი იქნება...
0
№7
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2014 16:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
love ფერგიუსონნნნნ როგორ მენატრები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: captain
11 იანვარი 2014 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
რა შუაშია იქნება თუ არა სტადიონზე, მერე იტყვიან ფერგიმ ტვ-შიც აღრ უყუროს თორემ ზემოქმედებას ახდენს ფეხბურთელებზეო, ვერ არიან ესენი კარგად......ფერგი სანამ ცოცხალია როცა მოესურვება სტადიონზე იქნება და როცა დასვენება მოუნდება დაისვენებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top