თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2012, 21:48
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2539,
კომენტარები: 0
რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში
გთავაზობთ რობინის ხუთ საუკეთესო მატჩის ანალიზს
რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში
როდესაც რობინ ვან პერსიმ მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელდა მანჩესტერში, უმეტესობას ეგონა, რომ იგი ვერ შეძლებდა იგივე შედეგის მიღწევას, როგორიც მან გასულ სეზონში ლონდონელებთან ერთად ჰქონდა. ჰოლანდიელმა 13 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. იგი არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ ვან პერსი შეძლებს ლონდონური შედეგის გაუმჯობესებას. ნებისმიერი ადამიანისათვის, არ აქვს ამას მნიშვნელობა იუნაიტედის გულშემატკივარია იგი თუ არა, იცის რომ 24 მილიონი 29 წლის თავდამსხმელში ძალიან ბევრია. მაგრამ როდესაც იგივე 29 წლის ფეხბურთელი ასეთ შედეგს აჩვენებს, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ფერგიუსონი არ ნანობს მასში გადახდილ თანხას.


გთავაზობთ რობინის ხუთ საუკეთესო მატჩის ანალიზს:

5. არსენალი

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში


ანგარიში: 2-1

გოლები: 1

ზუსტი პასები:87%

რეიტინგი: 8.18

ამ შაბათს ყველას ყურადღება რობინისკენ იყო მიმართული, რადგან ოლდ ტრაფორდს მისი ყოფილი გუნდი არსენალი ესტუმრა. სამი წუთის შემდეგ სტუმრებმა აჩუქეს ბურთი მანჩესტერ იუნაიტედს. უპატიებელი შეცდომის შემდეგ ვან პერსიმ ხელიდან არ გაუშვა თავისი შანსი და ანგარიშიც გახსნა. მას რა თქმა უნდა, შეეძლო გაეტანა სამი ბურთი მაგრამ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. რობინმა ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

4. სტოკ სიტი

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში


ანგარიში: 4-2

გოლები: 1

საგოლე გადაცემა: 1

ზუსტი გადაცემები: 86%

რეიტინგი: 8.62

იმის მიუხედავად რომ მანჩესტერ იუნაიტედის დაცვა სრულიად განადგურებული იყო სტოკ სიტისთან, ვან პერსიმ მაინც მოახერხა თავის გამოჩენა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. ამასთან ერთად ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.

3. კლუჟი

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში


ანგარიში: 2-1

გოლები: 2

ზუსტი გადაცემები: 94%

რეიტინგი: 9.69

მანჩესტერი, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად თამაშობს. გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება ჯგუფში. გავიხსენოთ ერთ-ერთი თამაში რუმინულ კლუჟთან, სადაც რობინმა დუბლი გაიფორმა და კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. იმის მიუხედავად, რომ ეს გუნდის არც თუ ისე კარგი თამაში იყო, მანჩესტერი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

2. საუტჰემპტონი

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში


ანგარიში: 3-2

გოლები:3

ზუსტი გადაცემები:78%

რეიტინგი:9.17

ჰოლანდიელს დიდიხანი არ დასჭირვებია, იმისათვის, რომ ხეტ-ტრიკი გაეფორმებია წითლების შემადგენლობაში. მან მანჩესტერს საუტჰემპტონის წინააღმდეგ 3 ქულა მოუტანა თავისი სამი გოლით. გუნდმა მისი დახმარებით არაჩვეულებრივი "ქამბექი" გააკეთა.

1. ჩელსი

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში



ანგარიში: 3-2

გოლები: 1

ზუსტი გადაცემები: 74%

რეიტინგი: 8.67

იმის მიუხედავად, რომ პერსის სხვა მატჩებიდან განსხვავებით ამ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მისი სიხარულისგან გამომდინარე იგი მატჩს ჩელსის წინააღმდეგ საუკეთესოს თვლის წითლების შემადგენლობაში.

უმეტესობის აზრით, ეს შეხვედრა უსამართლოდ დასრულდა. ყველა მარკ კლატენბურს უჩივის თავისი შეცდომების გამო. მაგალითად გაძევებული ივანოვიჩი და ფერნანდო ტორესი. თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის. საერთო ჯამში ვან პერსიმ კარგი შეხვედრა ჩაატარა და მანჩესტერმა კიდევ ერთი თამაში მოიგო.

თქვენი აზრით, რომელია ვან პერსის საუკეთესო მატჩი მანჩესტერის შემადგენლობაში?

რობინ ვან პერსი:შევაფასოთ მისი 5 თამაში წითლების შემადგენლობაში


ავტორი:MaxTowle
სტატიები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top