თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2014, 20:46
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1873,
კომენტარები: 5
რაფაელი: ჩვენი პრობლემა სტანდარტულებია
რაფაელი უკმაყოფილოა დაცვის თამაშით
რაფაელი: ჩვენი პრობლემა სტანდარტულებია
"იუნაიტედის" ბრაზილიელი მცველი რაფაელი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე დიდი პრობლემა სტანდარტულებია, საიდანაც ისინი ხშირად უშვებენ გოლს.

პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი სწორედ სტანდარტულის შემდეგ გავიდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ არეულობა შეიქმნა და საბოლოოდ გოლი გიგზის ფეხიდან ბურთი დე ჰეას კარში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნემანია ვიდიჩმა მოახერხა გათანაბრება, ადამ ჯონსონის მოპოვებული პენლით ბორინიმ ისევ წინ გაიყვანა "შავი კატები".

რაფაელი, რომელიც "ჰულთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საბოლოოდ დაბრუნდა, ძალიან გაბრაზებული იყო მსაჯის გადაწყვეტილებით და უკმაყოფილების გამოთქმის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. თუმცა ბრაზილელი მაინც თვლის, რომ თამაშის წაგება დაცვის ბრალია.

"ჩვენ გავუშვით ორი გოლი - ერთი ჯარიმის შემდეგ, ერთი 11-მეტრიანის ნიშნულიდან. ვფიქრობ, თუ ამ ტიპის გოლების გაშვებას შევწყვეტთ, შევძლებთ შედეგების გაუმჯობესებასაც. ამიტომ დიდი შრომა მოგვიწევს ამის გამოსასწორებლად."-განუცხადა რაფაელმა MUTV-ს

"ახლა კონცეტრირება უნდა მოვახდინოთ "სუონსისთან" მატჩზე და უნდა დავივიწყოთ ეს მარცხი. თუმცა ძალიან გვსურს უემბლიზე გასვლა. ჩვენ ჯერ კიდევ გაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი მეორე ტურში, ოლდ ტრაფორდზე."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
8 იანვარი 2014 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არა მარტო სტანდარტულებზე ისეც პრობლემა გაქვთ მაგრამ იმაში გეთანხმები რომ გასვლის შანსი გაქვთ და იმედია გამოიყენებთ.
0
№2
ავტორი: GGMU
8 იანვარი 2014 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ოლდ ტრაფორდზე წააგებენ ესენი ვიც ვიცი... :(((
0
№3
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2014 23:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამარტო სტანდარტულები. დაცვაში ბევრი პრობლემაა. ნახევარდაცვას აღარ ვამბობ. იმედი მაქვს სუონსთანაც არ წააგებენ და მთლად რეკორდებს არ დაამხობენ
0
№4
ავტორი: NUGI
8 იანვარი 2014 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
GGMU

ოლდ ტრაფორდზე წააგებენ ესენი ვიც ვიცი... :(((

ასე ნუ იტყვი მოვიგებთ აუცილებლად
0
№5
ავტორი: red devil
9 იანვარი 2014 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ravi imedia suonsi ver mogvigebs shemdeg tamashze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top