თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2014, 17:04
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1890,
კომენტარები: 4
მოიესმა ფერგის ფაქტორზე ისაუბრა
სერ ალექსის ფაქტორი და მორიგი ანტი-რეკორდები.
მოიესმა ფერგის ფაქტორზე ისაუბრა
"იუნაიტედის" უსუსური სეზონი "სანდერლენდთან" მარცხით გაგრძელდა. გუნდები ერთმანეთს Capitan One Cup-ს ნახევარ ფინალში დაუპირსპირდნენ და "წითელმა ეშმაკებმა" მორიგი მარცხი განიცადეს დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით. 2014 წელს "იუნაიტედს" მატჩიც არ მოუგიათ და რიგით მესამე მარცხს მოესის წინამორბედები, სერ ბობი ჩარლტონი და ბრაიან რობსონი ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს. 13 წლის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი, ხოლო 1992 წლიდან მოყოლებული გუნდს ერთ კვირაში სამი მარცხი არ განუცდია. ყველაფრისდა მიუხედავად, დევიდ მოიესი აცხადებს რომ მისი წინამორბედების ფაქტორი არ არის უსახური მატჩების მიზეზი, პირიქით მათში დამხმარეებს ხედავს. როდესაც მას სწორედ ეს კითხვა დაუსვეს, არის თუ არა გადამწყვეტი მისი წინამორბედების ფაქტორი, მან უპასუხა: "სულაც არა." "სერ ალექსი ჩემთვის დიდი სტუმულია. ასევეა სერ ბობიც. ბრაიან რობსონი რეგულარულად დადის სავარჯიშო ბაზაზე და მასთან ყოველთვის მაქვს საუბრები. სამივე მათგანი ძლიერი ადამიანია." შოტლანდიელი მწვრთნელი ასევე აცხადებს რომ იგი მოხარულია იმით, რომ მისი შეგირდები ითვალისწინებენ მის დარიგებებს და არ არიან ფერგიუსონის ჩრდილქვეშ. "მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ მათ თუ როგორ მპასუხობენ ჩემს რჩევა-დარიგებებზე. ვფიქრობ რომ გუშინ მშვენივრად ითამაშეს, პირველ 15 წუთს თუ არ ჩავთვლით. ჩვენ ვიცოდით რომ მძიმე თამაში გველოდა წინ, ახლა კი ვალდებულები ვართ მეტად დავიხარჯოთ განმეორებით შეხვედრაში. ასეთი რამ არ კლუბის ისტორიაში დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა. მაგრამ მაინც ვთვლი რომ მხარდაჭერა კარგი გვაქვს. ისინი მხარში უდგანან გუნდს, მხარში უდგანან მწვრთნელს და ეს ისაა, რაც წარმატებისთვის აუცილებლად გჭირდება." დაასრულა მოისმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: DaTo_O
8 იანვარი 2014 17:08
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
საღოლ დაჩი კარგი სტატიაა love თუმცა დევიდს ვერ დავეთანხმები ნაწილობრივ რასაც ბაზრობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№2
ავტორი: Manchester_M
8 იანვარი 2014 19:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეც მაგის იმედი მაქ სახლში მოვუგებთ და გავალთ თორე რავი :X
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
8 იანვარი 2014 19:54
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვფიქრობ რომ გუშინ მშვენივრად ითამაშეს, პირველ 15 წუთს თუ არ ჩავთვლით


მშვენივრად თმაშობდნენ მთელი თამაში მსაჯს დასცინოდნენ!!!
0
№4
ავტორი: tupaca
9 იანვარი 2014 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyes sheni deda m......
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top